„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდა გარი ნევილი ფიქრობს, რომ ჟოზე მაურინიო ფერგიუსონს ღირსეულად შეცვლის. მიუხედავად იმისა, რომ სერ ალექსი წასვლაზე ჯერ არ ფიქრობს, ცნობილმა ფეხბურთელებმა უკვე არაერთხელ გამოხატეს თავისი აზრი „იუნაიტედის“ ამჟამინდელ ბოსის შემცვლასთან დაკავშირებით.
„ეს არის ყველაზე ცუდი შეკითხვა „მანჩესტერთან“ დაკავშირებით - დღე როდესაც ფერგიუსონი მწვრთნელი აღარ იქნება.
„ის ფიქრობს, რომ მისი სამუშაო „იუნაიტედში“ ჯერ არ დასრულებულა. ამ კლუბისთვის მუშაობა არასოდეს სრულდება - ეს სამუდამოა.
„მაურინიო, როგორც მწვრთნელი, ძალიან მომწონს. ის ფანტასტიურია.
„ამ ადამიანმა მოიგო ევროპული ტიტულები. მან იცის, თუ როგორ უნდა გაიმარჯვოს.
„ბევრი კარგი მწვეთნელია, რომლებსაც ფერგიუსონის ჩანაცვლება შეუძლია. მაგრამ ვფიქრობ, რომ მაურინიო საუკეთესო არჩევანია."