მაშ ასე ''მანჩესტერ იუნაიტედმა'' სრულიად დამსახურებულად თითქმის გაინაღდა ინგლისის სარეკორდო მე-19 ჩემპიონობა,თითქმის იმიტომ,რომ სანამ ჩელსის ჩემპიონობის თეორიული შანსი მაინც ექნება მანჩესტერელებს ჩემპიონებად ვერ მოვიხსენიებთ.ეს მატჩი პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის ფინალადაც კი მონათლეს,ფინალში კი ''იუნაიტედმა'' გაიმარჯვა,უკვე აღარავის აღარ ეპარება ეჭვი იმაში,რომ ''წითელი ეშმაკუნები'' ტიტულს დაისაკუთრებენ.ლონდონელების მატჩამდე ნასაუბრებიდან და მატჩიდან ალბათ სხვადასხვა დასკვნები უნდა გამოვიტანოთ რადგან ისე გამოვიდა,რომ მათ ერთი თქვეს და მეორე გააკეთეს,ასეთი არაფრის მომცემი და უსუსური თამაშით ინგლისის ჩემპიონობის მოპოვება შეულებელია და თანაც გადამწყვეტ მატჩში.ეს შეხვედრა მოულოდნელი შედეგით არ დასრულებულა,რადგან ''ოლდ ტრაფორდზე'' მანჩესტერელები საუცხოოდ თამაშობენ ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ,მაგრამ მატჩი კი ნამდვლიად მოულოდნელად დაიწყო.ანგარიში 35-ე წამზე გაიხსნა,როდესაც ჯი-სუნ პარკმა შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა ხავიერ ერნანდესს და მექსიკელი ჩეხთან პირისპირ დარჩა,''ჩიჩარიტომ'' კი რა თქმა უნდა თავისი შანსი ხელიდან არ გაუშვა და კარიერაში უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა.ლონდონელები კი აზრზე მაშინ მოვიდნენ,როდესაც ტაბლოზე 1:0 აინთო.უნდა აღინიშნოს,რომ ამ კომბინაციის დროს ძალიან ცუდად ითამაშა მრავალგზის ნაქებმა დავიდ ლუიზმა,რომელმაც საგოლე გადაცემის ჩაჭრა ვერ მოახერხა არადა მას ეს თავისუფლად შეეძლო.რა თქმა უნდა მასპინძლები ასეთი სწრაფი გოლით არ დაკმაყოფილდნენ და კიდევ შექმნეს მომენტები რომელთაგან გამორჩეულია ეს ორი:რუნის შორეული და ძლიერი დარტყმული ზუსტად კარში წავიდა,მაგრამ ჩეხმა მისგან შორეულ კუთხეში დარტყმულს ლამაზი ნახტომით უპასუხა.ამ მომენტის შემდეგ ხავიერ ერნანდესს დუბლის გაფორმება შეეძლო,მაგრამ ბურთს ფეხი ააცილა არადა კარიდან ორი-სამი მეტრით აქეთ იყო მექსიკელი და ბურთს,რომ შეხებოდა უეჭველია,რომ გოლიც გავიდოდა პარკი კი მორიგ საგოლე პასს ჩაიწერდა აქტივში.ლონდონელებმა გამოღვიძება მხოლოდ ტაიმის შუაში შეძლეს,კარგი მომენტი ქონდა სოლომონ კალუს,რომელმაც ძალიან კარგი დარტყმა განახორციელა მეტოქის კარში,მაგრამ ვან დერ სარმა იყოჩაღა.ამ მომენტის შემდეგ კალუმ თავის საჯარიმოსთან გადაინაცვლა სადაც გამოცდილმა გიგზმა იგი ისე ჩამოიშორა როგორც პატარა გამოუცდელი ფეხბურთელი,უელსელმა ძალიან კარგად დაინახა ნემანია ვიდიჩის მოძრაობა და მაღალი გადაცემით სწორედ მეორე გატანილი გოლის ავტორი მოამარაგა.ამეორე გოლის შემდეგ კი უკვე ნათელი გახდა,რომ ''ოცნებების თეატრის'' ბინადარტა კიდევ ერთი ოცნება ახდებოდა.ლონდონელები გააქტიურდნენ,ეცადნენ,დაარტყეს რამოდენიმეჯერ სტანდარტიდან,ყურადღების ცენტრში კალუ და დროგბა მოექცნენ,მაგრამ მათი პრობლემა ან სიზუსტე გახლდათ ან მაღალი ჰოლანდიელი ხელთათმანებით.''მანჩესტერ იუნაიტედმა'' პირველ ტაიმში ლონდონელების წინააღმდეგ აგრესიული და სწრაფი ფეხბურთი ითამაშა,ანჩელოტის გუნდი ამას ტითქოს არც ელოდა და თითქოს კარლიტომ გუნდი სხვა რამისათვის მოამზადა,მათივე უსახური თამაშიდან გამომდინარე მანჩესტერელებს მეტოქის განადგურება შეეძლოთ.სერ ალექს ფერგიუსონმა კი შესვენებაზე გარკვეული კორექტირება შეიტანა და მას ერთი იძულებითი ცვლილების გამოყენებაც კი მოუწია,ჯონ ოშიმ ტრავმა მიიღო და მის მაგივრად ჯონი ევანსი ჩაერთო თამაშში.''იუნაიტედმა'' მეორე ტაიმი შედარებით წყნარად დაიწყო,თითქოს ინიციატივა მეტოქეს გადასცესო,მაგრამ ერთი-ერთი შეტევისას საჯარიმოში ფრენკ ლემპარდმა ხელით ითამაშა და ჰოვარდ უებსაც შეეძლო თერთმეტმეტრიანის დანიშვნა ''ჩელსის'' კარში,მაგრამ რატომღაც მსაჯის სასტვენი დუმდა.ამ მომენტის შემდეგ განსაკუთრებული არაფერი არ მომხდარა,და საერთოდაც იმის მიუხედავად,რომ ფრენკ ლემპარდმა 68-ე წუთზე გოლი გაიტანა და თითქოს მატჩს ინტრიგა და ინტერესი უნდა დაბრუნებოდა მაინც ვერა და ვერ მოხერხდა ეს.''ჩელსი'' ამ გოლმაც კი ვერ გამოაცოცხლა არადა თამაშის დასრულებამდე 20 წუთზე მეტი იყო დარჩენილი და ეს საკმარისი დრო იყო მით უმეტეს ასეთი ძლიერი გუნდისათვის,რომ მატჩში გარდატეხა შეეტანა.გოლიდან ერთ წუთში უკვე ''არისტოკრატთა'' კართან შეიქმნა სახიფათო მომენტი,''ჩიჩარიტომ'' ძალიან კარგი გადაცემა გაუკეთა უეინ რუნის,რომელსაც რამოდენიმე მეტრიდან ზუსტად,რომ დაერტყა ყველაფერს დაასრულებდა,მაგრამ მისი უხეირო დარტყმული ალექსმა მოიგერია,რომელიც იმ მომენტში გოლკიპერის ფუნქციას ასრულებდა ჩეხის უყურადღებობის გამო.ასეა თუ ისე ''მანჩესტერ იუნაიტედმა'' თავისივე გულშემატკივრის წინაშე დაამარცხა ურთულესი და უმთავრესი მეტოქე პრემიერლიგის გადამწყვეტ ბრძოლაში.მთლიან სეზონს თუ გადავხედავთ ''იუნაიტედი'' სრულიად დამსახურებულად ხდება ჩემპიონი და ალბათ ფეხბურთის გულშემატკივართა 95% ასე ფიქრობს.როდესაც მანჩესტერული გრანდიდან ისეთი დონის ფეხბურთელები წავიდნენ,როგორებიც კარლოს ტევესი და კრიშტიანო რონალდო არიან ბევრმა იფიქრა,რომ რამოდენიმე წელიწადი ''იუნაიტედს'' ჩავარდნა ექნებოდა,მართლაც შარშანდელ სეზონში ''იუნაიტედმა'' მხოლოდ ერთი ''ინგლისის თასი'' მოიპოვა,ახლა კი ბევრისათვის მოულოდნელად მანჩესტერელები ჩემპიონთა ლიგის ფინალში არიან,ხოლო ჩემპიონობა თითქმის განაღდებული,კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა სერ ალექს ფერგიუსონმა თავის გენიალურობაში,ხოლო ''მანჩესტერ იუნაიტედმა'' განამტკიცა აზრი,რომ ''იუნაიტედი'' არის ერთი მთლიანი გუნდი და არა,რომელიმე ფეხბურთელზე დამოკიდებული გუნდი.მაშ ასე,ინგლისის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი - ''მანჩესტერ იუნაიტედი''