მას შემდეგ რაც ''მანჩესტერ იუნაიტედმა'' ლონდონის ''ჩელსი'' ''ოლდ ტრაფორდზე'' 2:1 დაამარცხა და თითქმის გაინაღდა ჩემპიონის ტიტული რაიან გიგზმა განაცხადა,რომ მის გუნდს გამარჯვებაში სწრაფი გოლი დაეხმარა.''ჩვენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგით,ასეა თუ ისე ჩემპიონები ჯერაც არ ვართ მაგრამ ამის უდიდესი შანსი გვაქვს,ყველამ ვიცოდით,რომ ერთი გოლი ''ჩელსის'' დასამარცხებლად ცოტა იქნებოდა,ამიტომაც ყველანი შეტევაზე ვფიქრობდით.ძალიან დაგვეხმარა სწრაფი გოლი,რომელიც ჩვენთვისაც მოულოდნელი გახლდათ.ახლა ჩვენ ფაქტიურად გადავასწარით ''ლივერპულს'' გამომუშავებული ტიტულებით,15-20 წლის წინათ კი ამაზე გულშემატკივართა ძალიან მცირე რაოდენობა თუ იოცნებებდა.''- მოჰყავს გიგზის სიტყვები BBC-ს.შეგახსენებთ,რომ ''მანჩესტერ იუნაიტედი'' ინგლისის ჩემპიონი მეცხრამეტეჯერ გახდება,აქედან თერთმეტი ტიტული მან ბოლო 20 წლის განმავლობაში მოიპოვა,''ლივერპული'' კი ბოლოს ინგლისის ჩემპიონი 1990 წელს გახდა.აღსანიშნავია,რომ რაიან გიგზისათვის ეს ინგლისის მე-12 საჩემპიონო მედალი იქნება.
www.Soccer.ru