
"მაშასადამე, ინგლისური საფეხბურთო სამყარო ხვალინდელი დღის მოლოდინაშია, დღისა როდესაც სავარაუდოთ ინგლისის პრემიერლიგის ჩემპიონი უნდა გაირკვეს, ინგლისის ორი საუკეთესო გუნდი, რომლებიც დღეს შესაბამისად პირველსა და მეორე ადგილზე არიან ერთმანეთს ქალაქ მანჩესტერში - "ოლდ ტრაფორდზე" შეხვდებიან, "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ ლონდონის "ჩელსის" მიიღებს და შეეცდება ბოლოს და ბოლოს სანუკავარ მე-19 ჩემპიონობას მიეღწიოს, ამასთან ეს გუნდი წინა სეზონშიც ძალიან ახლოს იყო, თუმცა სწორედ "ჩელსიმ" გადაუკეტა წინ მიმავალი გზა, როდესაც ეს გუნდი სწორედ "ოლდ ტრაფორდზე" 1:2 დაამარცხა და თავად გახდა ჩემპიონი, ასე რომ ისტორია შესაძლოა განმეორდეს, ეს მხოლოდ და მხოლოდ გუნდების ხელშია, თუ "ჩელსიმ" ამჯერადაც მოუგო მაშინ ბურთების უკეთესი სხვაობით წინ გადავა და ფაქტობრივად ჩემპიონობასაც გაინაღდებს რადგან წინ მხოლოდ ორი ტური რჩება, რაც შეეხება "იუნაიტედს", გამარჯვების შემთხვევაში 99% უკვე ეს გუნდია ჩემპიონი - როგორც ხედავთ სიტუაცია პრემიერლიგაში უკიდურესად დაიძაბა - ხვალინდელი დღის გამარჯვებული ფაქტობრივად ინგლისის პრემიერლიგის ამ წლის გამარჯვებული ხდება - ეს პრემიერლიგის ფინალია, როგორც მას ინგლისში უწოდებენ.მოდით ამ მართლაც უმნიშვნელოვანესი შეხვედრის წინ მოკლედ ამ გუნდების დაპირისპირებები გავიხსენოთ, თუ გადავხედავთ შედეგებს მაშინ ხმამაღლა შეიძლება ვთქვათ, რომ მდგომარეობა ასბოლუტურად არეულია და შეიძლება ითქვას, რომ როგორც ერთ, ისე მეორე გუნდს ძალიან უნდა ერთმანეთზე რევანშის აღება და ჩემპიონობის წართმევა, საქმე იმაშია, რომ როგორც "ჩელსის", ისე "იუნაიტედს" ერთმანეთისთვის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს მოგებული, როგორც ერთ, ისე მეორე კლუბს თავიანთ პლუსები გააჩნიათ და სწორედ ამის გამოყენებას შეეცდებიან ისინი პირველ რიგში, წინა სეზონი - "ჩელსის" გამარჯვება "ოცნებათა თეატრში" და სხვათაშორის ეს იყო უკანასკნელი შეხვედრა, როდესაც მანჩესტერელებმა სახლში წააგეს, მომენტები, რომლებმაც ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა, მსაჯის მიერ "არისტოკრატების" სასარგებლოდ დაშვებული შეცდომები, ყოველ შემთხვევაში ასე მიაჩნიათ "იუნაიტედის" წარმომადგენლებს, თუ გავიხსენებთ წინა სეზონში "სტემფორდ ბრიჯზეც" გაიმარჯვეს ლონდონელებმა, საერთოდაც მოსკოვის ფინალის შემდეგ "არისტოკრატები" ყველგან და ყოველთვის ამარცხებდნენ მანჩესტერულ კლუბს, მაგრამ ამ სეზონიდან მდგომარეობა იცვლება, კერძოდ "იუნაიტედი" "ჩელსის" ჯერ სუპერთასზე ამარცხებს საკმაოდ მარტივად - 3:1, ხოლო შემდეგ რაც მთავარია ლიგის მეოთხედფინალში ორი მატჩის ჯამში - 3:1, როდესაც ჯერ სტუმრად მოუგო 1:0, ხოლო შემდეგ სახლშიც დაამარცხა 2:1.
მაგრამ ისე როგორ იქნებოდა რომ შუაში "ჩელსისაც" არ მიეყენებინა მძიმე დარტყმა მეტოქისთვის და პრემიერლიგის პირველი წრის შეხვედრაში მასპინძლებმა შინ "სტემფორდ ბრიჯზე" ჩამოსული მეტოქე 2:1 დაამარცხეს, თუმცა ისიც იყო შეხვედრა, რომლემაც ძალიან ბევრი კითხვა დაბადა, იყო თუ არა მსაჯის შეცდომები და თუ იყო რატომ ხდებოდა ეს მხოლოდ და მხოლოდ "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგი საბოლოოდ უნდა ითქვას, რომ როგორც ერთ, ისე მეორე კლუბს ერთმანეთის წინააღმდეგ რევანში აქვს ასაღები, "იუნაიტედს" წინა სეზონის გამო უფრო მეტად, ხოლო "ჩელსის" იმის გამო, რომ წელსაც ამ გუნდის მთავარი მიზანი - ანუ ლიგის მოგება სწორედ "ალისფერი ეშმაკების" გამო მიუწვდომელი გახდა, ამიტომ ვერანაირად ვერ ვიტყვით იმაზე თუ რომელ კლუბს უფრო დიდი მოტივაცია ექნება მანჩესტერში, ლიგამდე ამის თქმა შეიძლებოდა და ეს "იუნაიტედი" იყო დღეს კი როდესაც "მანჩესტერმაც" არაერთი მტკივნეული მარცხი აგემა "ჩელსის" უკვე ფავორიტის და უფრო მოტივირებული კლუბის დასახელება წარმოუდგენლად რთულია, თუმცა რომელ მოტივარებაზეა საუბარი როდესაც გუნდები ფაქტობრივად ფინალს თამაშობენ, ფაქტია რომ გამარჯვებული ინგლისის პრემიერლიგის ჩემპიონი ხდება და ეს შემთხვევითი ფრაზა სულაც არაა!რათქმა უნდა ორი ტური კიდევ იქნება დარჩენილი, თუმცა ნაკლები შანსია, რომ ან "ჩელსიმ" ან "იუნაიტედმა" იქ დაკარგონ ქულები, ასე რომ ყველაფერი უშუალოდ აქ გადაწყდება, ასე რომ პრემეირლიგის მოსალოდნელი "ფინალი" მაინც შედგა და ეს "ოლდ ტრაფორდზე" მოხდება, ორივე გუნდი ოპტიმალური შემადგენლობითა და საუკეთესო ვარსკვლავებით გამოვა მოედანზე, ეს იმას ნიშნავს რომ გულშემატკივრები, ანუ ის 76 000 ადამიანი, რომელიც სტადიონზე იქნება და მილიონობით ტელემაყურებელი უდიდეს სანახაობასა და დაძაბულობას იხილავს, ის, რომ "ოცნებათა თეატრი" სავსე იქნება ეს ადვილი მისახვედრია, უკვე ყველა ბილეთი ამ შეხვედრისა გაყიდულია, ინგლისში ამ მატჩს უდიდეს ყურადღებას აქცევენ, რასაკვირველია მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც, თუმცა იქ უფრო სხვა ფინალს ელიან განსაკუთრებით, კერძოდ ლიგის ფინალს სადაც ზემოთხსენებული "მანჩესტერ იუნაიტედი" "ბარსელონას" სეხვდება და ამ მართლაც საოცნებო ფინალს მთელი სამყარო ელის, მსოფლიოს ყველა ქვეყანა, თუმცა "იუნაიტედს" მანამდე სხვა "ფინალი" აქვს ხვალ სათამაშო, რომლის მიმართაც ინტერესი განსაკუთრებით სწორედ ბრიტანეთში და კერძოდ ინგლისშია, რასაკვირველია ჩასული იქნებიან "ჩელსის" ქომაგებიც, თუმცა მცირე რაოდენობით და მოედანზე აბსოლუტური უმარვლესობა მანჩესტერელი იქნება.ასე თუ ისე ორივე გუნდის ბანაკი ამ შეხვედრისთვის მართლაც რომ განსაკუთრებულად ემზადება, ერთი კია, რომ რომელმა კლუბმაც არ უნდა მოიგოს ოფიციალურად ის ჩემპიონი ვერ გახდება, ანუ მათემატიკური თვალსაზრისით, თუნდაც მასპინძელბმა მოიგონ მართალია ისინი 6 ქულით გაიჭრებიან წინ, თუმცა მათემატიკური შანსი "ჩელსის" კიდე დარჩება, თუმცა ყველა ხვდება, რომ ეს მათემატიკური შანსი არაფერის მომცემი არ იქნება, ისევე როგორც "ჩელსის" მოგების შემთხვევაში - ეს გუნდი პირველ ადგილზე გადავა და დარჩენილ ორ შეხვედრაში გამორიცხული იქნება თავისი შანსი ხელიდან გაუშვას, ასე რომ "ოლდ ტრაფორდზე" გადამწყვეტი შეხვედრა გაიმართება, ალბათ ასეთ დასასრულს პრემიერლიგისა ბევრი ელოდა, რამეთუ სეზონის დასაწყისში იყო "ჩელსის" დომინირება, როდესაც ბევრი მიიჩნევდა, რომ "იუნაიტედი" მას კონკურენციას ვერ გაუწევდა, შემდეგ დაიწყო მანჩესტერელთა დმონირება, ახლა კი ეს გუნდები თითქმის ერთანირად მივიდნენ ფინიშამდე, ასე რომ ეს ერთგვარად ლოგიკურია, უძლიერესიც სწორედ "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ჩელსის" შორის უნდა გაირკვეს, აქ "არსენალის" შანსებს აღარავინ აქცევს ყურადღებას, ასე რომ ხვალე პრემეირლიგაში დიდი მატჩია, რომელიც თვით სხვა დიდი მატჩებიდანაც კი გამორჩეული იქნება, არამხოლოდ გუნდების გამო არამედ უდიდესი ინტრიგის გამო - შეხვედრა სადაც ინგლისის პრემეირლიგის ჩემპიონი ირკვევა".
წყარო: "The Times"