დაიბადა 1936 წლის 1 ოქტომბერს ინგლისის ქალაქ დადლიში.გარდაიცვალა 1958 წლის 21 თებერვალს გერმანიის ქალაქ მიუნხენში.
დუნკან ედვარდსი,50-იანი წლების "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი მიუნხენის ავიაკატასტროფაში მიღებული მრავლობითი ტრავმებით გარდაიცვალა.ის ინგლისური ფეხბურთის ამომავალ ვასკვლავად ითვლებოდა:12 წლის იყო როდესაც "იუნაიტედის" ბავშვთა კლუბშივრომ ჩაირიცხა.1953 წლის 4 აპრილს,მაშინდელ პირველ დივიზიონში "კარდიფ სიტისთან" 4:1 მოგებულ შეხვედრაში ითამაშა და 16 წლის და 185 დღის გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი,რომელმაც ინგლისის საკლუბო ელიტაში იასპარეზა.დანკან ედვარდსი,დენის უაიოლეტს,ჯეკი ბლენჩფლაუერს და კიდევ რამოდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელს,რომლებსაც სერ მატ ბასბი ენდობოდა,ჟურნალისტებმა "ბასბის ჩვილებს" უწოდებდნენ.1953-54 წლების სეზონიდან დანკან ედვარდსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ძირითადი შემადგენლობის წევრია,1955 წლის 2 აპრილს კი პირველად ითამაშა ინგლისის ნაკრებში.ბრიტანეთის ჩემპიონათში,შოტლანდიელებთან მატჩში ასპარეზობით დანკან ედვარდსი ქვეყნის პირველი გუნდის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.მისი რეკორდი მხოლოდ 1998 წელს გააუმჯობესა მაიკლ ოუენმა.1957-58 წლების სეზონი ფეხბურთელმა ჩინებულად დაიწყო და სწორედ მაშინ შეეხმიანენ იტალიური კლუბები ,თუმცა ედვარდსი ოლდტრაფორდელთა ერთგული იყო.1958 წლის 1 თებერვალს "არსენალთან" 5:4 მოგებულ შეხვედრაში ანგარისი გახსნა.ეს იყო მისი უკანასკნელი მატჩი ინგლისში.1958 წლის 6 თებერვალს ედვარდსის "მანჩესტერ იუნაიტედმა" ბელგრადში "ცრვენა ზვეზდასთან" ჩემპიონთა თასზე ფრედ 3:3 იტამაშა.ეს მის კარიერაში საერთოდ უკანასკნელი შეხვედრა გამოდგა.მერე იყო მიუნხენის ავიაკატასტროფა,მრავლობითი ჭრილობის გამო გარდაიცვალა.26 თებერვალს მშობლიურ დადლიში დაკრძალეს დის,ქეროლ ენის გვერდით,რომელიც რამოდენიმე თვისა წლების წინ გარდაიცვალა.ლეგენდარულმა ბობი ჩარლტონმა წლების შემდეგ თქვა:"დუნკან ედვარდსის სიკვდილი,ესაა ერთ ადამიანთან დაკავშირებული ყველაზე დიდი ტრაგედია,რაც კი "მანჩესტერ იუნაიტედს" და ზოგადად,ჩვენ ფეხბურთს შეემთხვა."
დანკან ედვარდსი კლუბთან ერთად მოებული ტიტულები: ინგლისის ჩემპიონი-1956,1957. ინგლისის სუპერთასი-1956,1957.
წყარო-ჟურნალი გრანდები
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.