მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველი - რაიან გიგზი საუბრობს ლივერპულის მიერ ინგლისის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის სახელის დაკარგვაზე.1991 წელს მანჩესტერ იუნაიტედმა მოიგო თავისი მეშვიდე ტიტული,როდესაც ლივერპულს ჰქონდა 18.მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა,რომ წლების შემდეგ მანჩესტერული კლუბი ლივერპულს გადაასწრებდა თასების რაოდენობაში.
"15-20 წლის წინ ჩვენ ამაზე ფიქრსაც ვერ გავბედავდით.ეს არის კლუბის უდიდესი მიღწევა,რომელიც პირველ რიგში მწვრთნელის - სერ ალექს ფერგიუსონის დამსახურებაა.ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ჩვენს სანატრელ მიზანთან."