ბოლო დღეებში, უესლი სნეიდერის ტრანსფერი „მანჩესტერ იუნაიტედში“ კიდევ უფრო რეალური ხდება. Daily Mail-ის ცნობით, „ინტერი“ „არსენალის“ ნახევარმცველის, სამირ ნასრის გადაბირებას ცდილობს. ამის მიზეზი კი სავარაუდოდ ის არის, რომ იტალიური კლუბი უესლის შემცვლელს ეძებს. სწორედ სნეიდერითაა ფერგიუსონი დაინტერესებული. ნასრის „მეთოფეებთან“ კონტრაქტი 1 წელში ეწურება. როგორც ჩანს, „ინტერი“ მზად არის დათმოს ფეხბურთელი, რომელზეც უკვე დიდი ხანია მანჩესტერში ლაპარაკი არ წყდება...