
''მანჩესტერ იუნაიტედის'' სერბი კაპიტანი ნემანია ვიდიჩი ნათანგუნდელებს მოუწოდებს,რომ ჯერ არ მოეშვან და ჩემპიონობა ''ივუდ პარკზე'' ''ბლექბერნთან'' მატჩის შემდეგ იზეიმონ.გასულ სეზონში ამავე სტადიონზე ამ გუნდებს შორის მატჩი 0-0 დასრულდა,ფაქტიურად ამის გამო დაკარგეს მანჩესტერელებმა შარშან ტიტული,ვიდიჩს კი სურს,რომ სწორედ ამ შეხვედრაში გაინაღდოს ''იუნაიტედმა'' ტიტული.''ჩემპიონატი ჯერაც არ არის დასრულებული,მაგრამ ჩემპიონობის უდიდესი შანსი გვაქვს,მდევართან 6 ქულიანი უპირატესობა და ამას პლიუს ორი დარჩენილი არც ისე რთული მატჩი იმაზე მეტყველებს,რომ ძალიან კარგ მდგომარეობაში აღმოვჩნდით.მომდევნო მატჩი ''ივუდ პარკზე'' გვაქვს ''ბლექბერნთან'',როგორც ყველა მატჩში ისევე ამ შეხვედრაშიც სრული მონდომებით უნდა ვითამაშოთ და ჩემპიონობა სწორედ აქ გავინაღდოთ.ასეა თუ ისე ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტულის მოპოვებაა.უდიდესი პატივია იყო ისეთი დიდებული გუნდის კაპიტანი,როგორიც ''მანჩესტერ იუნაიტედია'',ხოლო აწიო შენივე შრომით მოპოვებული თასი ეს წარმოუდგენელი რამაა.მე ვიმედოვნებ,რომ ყველაფერს კარგად გავაკეთებთ და ჩემპინობას ''ბლექბერნტან'' მატჩში გავინაღდებთ.ჩემი აზრით სეზონის ბოლოს დიდი ყურადრება უნდა მიექცეს ფსიქოლოგიურ თვალსაზრისსაც და არამარტო ფიზიკურს,სერ ალექსმა ''შალკესთან'' ბევრი წამყვანი ფეხბურთელი იმიტომ დაასვენა,რომ ბიჭები ფსიქოლოგიურად მოვმზადებულიყავით და ცოტა დაგვესვენა,ლონდონელებთან კი ყველა მართლაც დასვენებულები და ფსიქოლოგიურად ძლიერნი ვიყავით ამიტომაც მოედნის ყველა წერტილში ბოლომდე ვიბრძოდით.'' - განაცხადა ვიდიჩნა MUTV-სთან საუბარში.
www.ManUtd.ru