1) 1991 წლის 11 მაისს, "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში დებიუტი ჰქონდა ანდრეი კანჩელსკისს, ერთადერთ რუს ფეხბურთელს მანჩესტერელთა რიგებში. ანდრეი "წითელ ეშმაკებში" 1991-1995 წლებში თამაშობდა. მან კლუბის რიგებში 129 მატჩი ჩაატარა და 36 გოლი გაიტანა. იგი 1994-1995 წლებში, 14 გატანილი გოლით "მანჩესტერ იუნაიტედის" ბომბარდირი გახდა ინგლისის ჩემპიონატში.
2) 1996 წლის 11 მაისს, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ერიკ კანტონას გოლის წყალობით "ლივერპული" ინგლისის თასის ფინალში 1:0 დაამარცხა და მეცხრედ მოიგო ეს ტიტული.
3) 2003 წლის 11 მაისს, "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში ბოლოჯერ ითამაშა დევიდ ბექჰემმა. მან "წითელ ეშმაკებში" საერთო ჯამში 348 მატჩი ჩაატარა და 84 გოლი გაიტანა.
4) 2008 წლის 11 მაისს, "მანჩესტერ იუნაიტედმა" "უიგანი" რონალდუსა და გიგზის გოლების წყალობით 2:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით "წითელმა ეშმაკებმა" ინგლისის მე-17 ჩემპიონობა მოიპოვეს. (პრემიერლიგის ეგიდით ეს მეათე გამარჯვება იყო.)
წყარო:WWW.MANUTD.RU
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.