ანტონიო ვალენსია, 2 თვეა რაც მოედანს დაუბრუნდა, იმ საშინელი ტრავმის შემდეგ რომელიც მან რეინჯერსთან შეხვედრაში მიიღო.ის ფიქრობდა რომ მოედანზე იგივე მოთამაშე არ დაბრუნდებოდა, მაშინ თავისი ფორმით აღფრთოვანებული იყო. ხანგრძლივი ტრავმა დაეხმარა ანტონიოს ფეხბურთის თამაში უფრო შეეყვარებინა და ახლა ის მიესალმება ყველა ვარჯიშს და თამაშს მეტად, ვიდრე ოდესმე.
შიში
"პირველად მე ვფიქრობდი რომ ჩემი სისწრაფე შეიძლებოდა დაკლებულიყო სამუდამოდ, მაგრამ მე დაველაპარაკე ფსიქოლოგს და მან დამარწმუნა, რომ აღვიდგენდი ფორმას სრულად"-განაცხადა ვალენსიამ TheSun ინტერვიუში.
"როცა მე დაშავებული ვიყავი ვიჯექი სახლში და ვუყურებდი თამაშებს და ვფიქრობდი-მე რომ მის ადგილას ვყოფილიყავი, როგორ მოვიქცეოდი.მანამდე ყველაზე დიდი შესვენება ფეხბურთიდან სამი თვე იყო ეს კიდევ 5 თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა.ახლა მე 100 პროცენტით დავბრუნდი და მოხარული ვარ რომ ვიღებ ესეთ დიდ თამაშებში მონაწილეობას. ფეხბურთი არის მთელი ჩემი ცხოვრება და შეიძლება ამას არ ვაფასებდი სანამ დავშავდებოდი.ახლა მე სიამოვნებას ვიღებ ყოველი ვარჯიშისგან და თამაშისაგან".
წყარო:SkySports