დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი სამიზნე ზაფხულში ჰოლანდიელი უესლი სნეიდერი იქნება, რომელიც ამჟამად "ინტერის" რიგებში თამაშობს.
როგორც მოგეხსენებათ, "ინტერი" მიმდიანრე სეზონში ძალზედ არადამაჯერებლად ასპარეზობს და სწორედ ამიტომ, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ გუნში ცვლილებები იქნება განხორციელებული, თუმცა შესაძლებელია ისიც, რომ რომელიმე გუნდის ლიდერმა კლუბი დატოვოს. საქმე უშვალოდ უესლი სნეიდერს ეხება, რომლის შეძენისთვისაც "ბაიერნი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" იბრძვის.
იტალიელი ჟურნალისტების თქმით, ჰოლანდიელი ნახევარმცველი "ეშმაკთა" მთავარი სამიზნე იქნება ზაფხულში, თუმცა რამდენად მოახერხებს სერ ალექს ფერერგიუსონი მის გადაბირებას, ეგ სხვა საქმეა. აქვე გეტყვით, რომ მილანელთა 10 ნომრის სატრანსფერო ღირებულება 37 მილიონს უტოლდება.