დღეს ხავიერ ერნანდესმა ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა BBc–თან, რომელშიდაც მექსიკელმა უმთავრეს და უმნიშვნელოვანეს თემებზე ისაუბრა.
"მანჩესტერ იუნაიტედი" – რა არის ესი
მეგობრები, გულშემატკივრები, თანაგუნდელები, ნათესავები მე ამ ქალაქში ყველაფერი მაკმაყოფილებს. მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც ერთი წელია რაც ინგლისში ვარ, მაინც ძალიან შემიყვარდა აქაურობა და ვფიქრობ, რომ "იუნაიტედის" გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელი იქნებოდა.
შესაბამისად, კლუბის გამოცვლაზე ზედმეტია საუბარი...
დიახ, თქვენ სწორედ მიმიხვდით. დარწმუნებული ვარ, რომ საფეხბურთო კარიერის უმნიშვნელოვანეს ნაწილს "წითელ ეშმაკებში" გავატარებ, რაც სავსებით რეალურია, ვინაიდან აქ ისეთი გარემოა, რომელსაც სხვაგან ვერ იხილავთ. მოთამაშეებს ძალიან კარგად შევეწყვე და პირველ რიგში ეს მათი პიროვნული თვისებების დამსახურებაა.
სერ ალექს ფერგიუსონი გენდობათ...
დიახ, ეს ასეა, რაც ჩემთვის უზომოდ დიდი ბედნიერებაა. სერ ალექსის ხელში ყველაფერი მარტივადაა და მასთან წარმატების მიღწევა საკმაოდ ადვილია. ალბათ გახსოვთ ის დროც, როდესაც შოტლანდიელმა შემიძინა, ამის გამო კი ფერგიუსონს აკრიტიკებდნენ და ამ ტრანსფერს სკეპტიკურად უყურებდნენ, თუმცა მან უკვე ჩამომაყალიბა პროფესიონალ მოთამაშედ, რის გამოც მისი მადლიერი ვარ.
მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ახალგაზრდა ხართ, მაინც დიდი სათამაშო დრო გეძლევათ და ისეთ შეხვედრებში იღებთ მონაწილეობას, რომელიც სხვებისთვის საოცნებოა... რამ განაპირობა ესი
ალექსი ყოველთვის მაქებს, მაგრამ იგი მეუბნება, რომ მთავარია საკუთარ თავს არ უღალატო და შემდეგ სხვა დანარჩენი თავისით გამოვა. მე ვშრომობ ბევრს, ყოველდღიურად ვვარჯიშობ და ვცდილობ, რომ მივიღო უკეთესი შედეგი, რაც განაპირობებს ჩემს ზომიერ წარმატებას.
"მანჩესტერ იუნაიტედს" ელის უდიდესი გამოცდა 28 მაისს, სადაც "წითლები" დაუპირისპირდებიან "ბარსელონის" მოთამაშეებს... რას ფიქრობთი
ჩემპიონთა ლიგას განსაკუთრებული ხიბლი აქვს, ისეთიი რაც სხვაგან არ გვხვდება. ორივე გუნდისთვის, ფინალი გამოცდა იქნება, რომელშიდაც უძლიერესი და იმ მომენტისთვის უკეთესი გაიმარჯვებს. შეუძლებელია ასეთ მატჩებში პროგნოზების გაკეთება, თუმცა ჩვენ გვჯერა ჩვენი თავის და მოედანზე ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მივიღოთ სასურველი და დამაკმაყოფილებელი შედეგი, ეს კი გამარჯვებაა. "ბლაუგნარამ" ერთხელ უკვე დაამრცხა "მანჩესტერი", თუმცა იმედია, რომ მეორედ ეს არ მოხდება, ხოლო ამისთვის თავდადებაა საჭირო.
"პრემიერ ლიგა", რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანიაი
"პრემიერ ლიგა" მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო და სანახაობრივი ტურნირია. აქ არიან ისეთი გუნდები და ისეთი ფეხბურთელები, რომ შეუძლებელია არ გიზიდავდეს ზემოთხსენებული გათამაშება. დარწმუნებული ვარ, რომ 2010/2011 წლის ტიტული ჩვენი იქნება, მაგრამ წინ გველის რამდენიმე მატჩი, რომლებშიდაც შეცდომის დაშვება არ შეიძლება.
და მაინც, რომელ ფეხბურთელს გამოარჩევდით გუნდიდანი
"იუნაიტედში" თითოეული მოთამაშე გამორჩეულია და დამსახურებულად იკავებს ამა თუ იმ პოზიციას გუნდში. ჩემმა თანაგუნდელებმა იციან, თუ რა არის წარმატებისთვის საჭირო და სწორედ ამიტომ, დღეს "წითელი ეშმაკი" მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესოა და მე ვამაყობ, რომ ამგვარ გუნდში ვვასპარეზობ.
P.s - ჩემი 100 სტატია!!!
ინფორმაციის წყარო: BBc