ჰარი სტაფფორდი (1896 - 1903)
ჰარი სტაფფორდი 1870 წელს კრიუში დაიბადა."ნიუტონ ჰიტში" ის "კრიუ ალექსანდრედან" გადმოვიდა 1896 წელს.ის ერთადერთი იყო იმ კაპიტნების შორის,რომელსაც "ნიუტონ ჰიტში" და "მანჩესტერ იუნაიტედში" მოუწია კაპიტნობა.საფფორდმა გუნდში 200 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ერთი გოლის გატანა შეძლო.კარიერის დასრულების შემდეგ 1903 წელს ის გუნდის დირეკტორად მუშაობდა.ჯეკი პედი (1904 - 1907)
ჯეკ პედი გლაზგოში 1976 წელს 20 მარტს დაიბადა.1902 წელს,ის "მანჩესტერ იუნაიტედში" "ნიუკასლიდან" გადმოვიდა და თავდამსხმაში თამაშობდა.ერთი სეზონის შემდეგ,ის "პლიმუტში" გადავიდა,მაგრამ შემდეგ ისევ დაბრუნდა.გუნდში მან 121 მატჩი ჩაატარა და 58 გოლის გატანა შეძლო.
ჩარლი რობერტსი (1907 - 1913)
ჩარლი რობერტსი 1883 წელს 6 აპრილს დარლინგტონში დაიბადა.ის "მანჩესტერ იუნაიტედმა" 1907 წელს "გრიმსი ტაუნისაგან" შეიძინა 600 ფუნტად და დაცვაში თამაშობდა.ექვსი წლის განმავლობაში ის გუნდის კაპიტანი იყო.გუნდთან ერთად ის ორჯერ გახდა ინლისის ჩემპიონი და ორჯერ ინგლისის სუპერთასი მოიგო.მან "იუნაიტედში 299 მატჩი ჩაატარა და 23 გოლის გატანა შეძლო.1913 წელს ის "ოლდ ჰამ ატლეტიკში" გადავიდა 1.500 ფუნტად.გარდაიცვალა 7 აგვისტოს 1939 წელს.
ჯორჯ სტეისი (1913 - 1919)
ჯორჯ სტეისი დაიბადა 188 წელს როტერჰემში.1907 წელს ის "იუნაიტედმა" "ბარნსლისაგან" შეიძინა 200 ფუნტად.გუნდთან ერთად ის ორჯერ გახდა ინლისის ჩემპიონი და ორჯერ ინგლისის სუპერთასი მოიგო."იუნაიტედის" შემადგენლობაში მან 267 ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა.პრიველი მსოფლიო ომის დროს,ინგლისის ჩემპიონათი შეჩერდა და ამიტომ სტეისისთვის 1914-15 ბოლო სეზონად აღმოჩნდა.1919 წელს მან საფეხბურთო კარიერა დაასრულა.
ჯოერჯ ჰანტერი (1919 - 1922)
ჯორჯ ჰანტერი 1885 წელს პიშავარეში დაიბადა.თავიდან ის "ასტონ ვილაში","ოლდჰამში" და "ჩელსიში'' თამაშობდა.1914 მარტში ის "მანჩესტერ იუნაიტედმა" შეიძინა.ჰანტერი "იუნაიტედში" 1915 წლამდე იყო,მაგრამ პირველი მსოფლიო ომის გამო მან ვერ შეძლო ახალი კონტრაკტზე ხელი მოეწერა გუნდთან.1919 წელს გუნდი იევ დაბრუნდა საფეხბურთო ლიგაში.ჰანტერი 1934 წელს თებერვალში გარდაიცვალა.
ფრენკ ბარსონი (1922 - 1928)
ფრენკ ბარტონი 10 აპრილს 1891 წელს შეფილდში დაიბადა.1922 წლის აგვისტოში ის "მანჩესტერში" მოვიდა "ასტონ ვილადან".ის დაცვის პოზიციაზე თამაშობდა.გუნდთან ერთად მან 152 მატჩი ჩაატარა და 4 გოლის გატანა შეძლო.1928 წლის მაისში ის "უოტფორდში" გადავიდა.გარდაიცვალა 13 სეკტემბერს 1968 წელს.
ჯეკ უილსონი (1928 - 1932)
ჯეკ იულსონი 1898 წელს 8 მარტს დერჰემში დაიბადა.1926 წლის სეკტემბერში ის "სტოკპორტ კაუნტიდან" მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდა.მცველი პოზიციაზე თამაშობდა.გუნდში 140 მატჩი ჩაატარა და 3 გოლის გატანა შეძლო.1932 ინვისში "ბრისტოლ სიტიში" გადავიდა.
ჰიუ მაკლენაჰანი (1932 - 1936)
ჰიუ მაკლენაჰანი 1909 წელს 23 მარტს მანჩესტერში დაიბადა.ის 1927 წლის მაის "სტოკპორტ კაუნტიდან" მანჩესტერ იუნაიტედში" გადმოვიდა.თამაშობდა ნახევარმველის პოზიციაზე.გუნდში 116 მატჩი ჩაატარა და 12 გოლის გატანა შეძლო.1936 წლის დეკემბერში "ნოტს კაუნტში" გადავიდა და 1988 წლის მაისში გარდაიცვალა.ჯიმი ბრაუნი (1936 - 1939)
ჯიმი ბრაუნი 1907 წელს მაზერველში დაიბადა.1935 წელს ის "მანჩესტერმა" "ბარნსლისაგან" შეიძინა 1000 ფუნტად.თამაშობდა დაცვის პოზიციაზე.გუნდთან ერთად მან 110 მატჩი ჩაატარა და 1 გოლის გატანა შეძლო.1939 წელს ის "ბრედფორდში" გადავიდა,სანამ მეორე მსოფლიოს ომი დაიწყებოდა.ჯონი კერი (1946 - 1953)
"იუნაიტედში" 1937 წლიდან 1953 წალმდე თამაშობდა და იყო ერთ-ერთი მცველი თავის დროზე.ის პირველი არაბრიტანელი კაპიტანი არის "მანჩესტერში",მაგრამ მისი კარიერა ომის გამო შეწყდა,ომის შემდეგ ის ისევ დაბრუნდა მოედანზე.გუნდთან ერთად მან 344 მატჩი ჩაატარა და 18 გოლი გაიტანა.კარიერის დასრულების შემდეგ,1953 წელს მას მწვრთნელობა შესთავაზეს გუნდში,მაგრამ მან უარი განაცხადა,ამის ნაცვლად ის "ბლეკბერნს" ჩაუდგა სათავეში.ჯონი ასევე "ევერტონს","ლეიტონ ორიენტ" და "ნოტინემ ფორესტს" წვრთნიდა და შემდეგ ისევ დაბრუნდა "ბლეკბერნში".გარდაიცვალა 1995 წელს 22 თებერვალს 75 წლის ასაკში.ალენბი ჩაილტონი (1953 - 1955)
"იუნაიტედში" 1946 წლიდან 1955 წლამე თამაშობდა მცველის პოზიციაზე.გუნდში 432 ჩაატარა და მხოლოდ 2 გოლი გაიტანა.მან "იუნაიტედი" 1955 წელს დატოვა და "გრინსბი ტაუნში" მოთამაშე მწვრთნელი იყო.38 წლის ასაკში მან საფეხბურტო კარიერა დაასრულა.როჯერ ბირნი (1955 - 1958)
"იუნაიტედში" 1951 წლიდან 1958 წლამე თამაშობდა მარცხენა მცველის პოზიციაზე.იყო ბასბის ლეგენდარული გუნდის კაპიტანი.გუნდში 277 მატჩი ჩაატარა და 19 გოლის გატანა შეძლო.ინგლისი სამი გზის ჩემპიონი.სამუდამოდ დარჩა "წითელი ეშმაკების" კაპიტანი,რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა მიუნჰენის ავია კატასტროფაში 6 თებერვალს 1958 წელს.ეს კატასტროფა რომ არა ორ დღეში ის 29 წლის გახდებოდა.
ბილ ბოლკსი (1958 - 1966)
"იუნაიტედში 1952 წლიდან 1970 წლამდე თამაშობდა ცენტრალური მცველის პოზიციაზე.გუნდში 679 მატჩი ჩაატარა და 9 შეძლო გოლის გატანა.გადარჩა მიუნჰენის კატასტროფის შემდეგ და მოუწია გუნდის კაპიტნობა ყველაზე რთულ პერიოდში.კარიერის დასრულების შემდეგ,ის ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელად დანიშნეს.შემდეგ მუშაობდა მწვრთნელად ამერიკაში,იაპონიაში და ნორვეგიაში.1992 წელს ის ისევ დაბრუნდა ინგლისში.2000 წლიდან მუშაობს გუნდის აკადემიის მწვრთნელად და ხანდახან იაპონიიდან ჩამოსულ ხალხს ათვალიერებინებს "ოლდ ტრაფორდს".ბობი ჩარლტონი (1966 - 1973)
"იუნაიტედში" 1953 წლიდან 1973 წლამდე თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე.გუნდში ჩაატარა 759 მატჩი და გაიტანა ყველაზე მეტი გოლი 247.ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფეხბურთელი.მსოფლიოს ჩემპიონი-66ში და ევროპის აუკეთესო მოთამაშე 1966ში. 1984 წლიდან "მანჩესტერ იუნაიტედის" დირეკტორია.მარტინ ბუჩანი (1973 - 1979)
"იუნაიტედში 1972 წლიდან 1983 წლამდე მცველის პოზიციაზე თამაშობდა.გუნდში თერთმეტი წელი გაატარა,აქედან 6 წელიწადი გუნდის კაპიტანი იყო.მან "იუნაიტედში" 455 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.1983ში ის "ოლდჰამ ატლეტიკში" გადავიდა.კარიერის დასრულების შემდეგ,ის ცოტახნით "ბარნლის" წვრთნიდა.
სემი მაკილროი (1979 - 1982)
"იუნაიტედში 1971 წლიდან 1982 წლამდე ფორვარდის პოზიციაზე თამაშობდა.ის ბოლო შენაძენათ ითვლება მატ ბასბის გუნდიდან.მან "იუნაიტედში" 418 მატჩი ჩაატარა და 71 გოლი გაიანა.1982 წლის თებერვალში,ის "სტოუკ სიტიში" გაუშვეს.კარიერის დასრულების შემდეგ,"ნორვიჩ ვიკტორიას,მაკკლესფილდს,ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს და სტოკფორდ კაუნტის" წვრთნიდა.
ბრაიან რობსონი (1983 - 1994)
"იუნაიტედში" 1982 წლიდან 1994 წლამდე ცენტრალურ ნახევარმცველად თამაშობდა.ის ყველაზე დიდხანს იყო გუნდის კაპიტანი.რობო ერთადერთი იყო,რომელმაც სამჯერ გაიყვანა თავისი გუნდი ასოციაციის თასის ფინალში(1983,1985,1990).მან გუნდში 434 მატჩი ჩაატარა და 97 გოლი გაიტანა.2009 წლიდან ის ტაილანდის ნაკრებს უდგას სათავეში.
სტივ ბრიუსი (1991 - 1996)
"იუნაიტედში" 1987 წლიდან 1996 წლამდე ცენტრალურ მცველად თამაშობდა.1991 წლიდან კაპიტნის სამკლაურს ბრაიან რობსონთან ერთად იყოფდა.მისი და გარი პალისტერის დუეტი დაცვაში,დღესაც საუკეთესოდ ითვლება.გუნდში 407 მატჩი ჩაატარა და 51(რეკორდი მცველებთა შორის" გოლი გაიტანა."იუნაიტედიდან" წასვლის შემდეგ,თამაშობდა "ბირბინგემში".კარიერის დასრულების შემდეგ "შეფილდ იუნაიტედს,ჰადერსფილდ ტაუნის,კრისტალ პალას,ბირბინგემს და უიგანს წვრთნიდა."2009 წელს ის "სანდერლდენდს" ჩაუდგა სათავეში.ერიკ კანტონა (1996 - 1997)
"იუნაიტედში" 1992 წლიდან 1997 წლამდე თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობდა.მან გუნდში 181 მატჩი ჩაატარა და 80 გოლი გაიტანა.ერთ-ერთი "ოლდ ტრაფორდის" საყვარელი ფეხბურთელი.1997 წელს ყველასთვის მოულოდნელად საფეხბურთო კარიერა დაასრულა.როი კინი (1997 - 2005)
"იუნაიტედში" 1993 წლიდან თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე.კანტონას წასვლის შემდეგ,კაპიტნის სამკლაური მას გადაეცა.ის გუნდის უდაო ლიდერად ითვლებოდა.მან გუნდში 12.5 წელიწადი გაატარა და 18 ტიტული მოიგო.დღესდღეობით გუნდის ყველაზე ტიტულოვან კაპიტნათ ითვლება.18 ივნის 2005 წელს როიმ კონტრაკტი დაარღვია და "სელტიკში" გადავიდა სათამაშოდ.2006 წელს საფეხბურთო კარიერა დაასრულა.2006 წლის სეკტემბერს "სანდერლდენდს ჩაუდგა სათავეში.2009 წლიდან კი ის "ისპვიჩის" მწვრთნელად ითვლება.გარი ნევილი (2005 - 2010)
გარი პირველ გუნდში 1992 წლიდან თამაშობდა მარჯვენა მცველად.ნევილი გუნდის აღზრდილი იყო და ის გუნდის ერთ-ერთ ტიტულოვან ფეხბურთელად ითვლება.როი კინის წასვლის შემდეგ, კაპიტნის სამკლაური მასთან გადავიდა.2011 წლის თებერვალში მან კარიერა დაასრულა.ნემანია ვიდიჩი (2010-დღემდე)
ნემანია ვიდიჩი "იუნაიტედში" 2006 წლიდან თამშობს დაცვის ცენტრში.იმის შემდეგ,რაც გარი ნევილი რეგულარულად არ ხვდებოდა ძირითად შემადგენლობაში,სერ ალექსმა გადაწყვიტა რომ კაპიტნის სამკლაური სერბ ფეხბურთელისათვის გადაეცა.ნემანია ვიდიჩი ერთ-ერთი საუკეთესო მველია მთელ მსოფლიოში და მას გუნდთან ერთად არაერთი ტიტული მოუგია.2008-09 სეზონში ის პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.წყარო-
MANUTD.RU