''მანჩესტერ იუნაიტედი'', უდიდესი გუნდია, უდიდესი ისტორიით...როცა ამ გუნდის ისტორიას კითხულობ, უამრავი გვარი შეძლება შეგვხდეს იმ ადამიანებისა, რომლებიც წლების მანძილზე, ამ გუნდის ისტორიას წერდნენ.''მანჩესტერში'' ყოველთვის იყო სტაბილური მეკარე,როგორც უახლეს ისტორიაში, ასევე შორეულ წარსულშიც...
ფრენკ ბარეტი–მეკარე, რომელიც ალბად შორეულ წარსულში საუკეთესო იყო.დაიბადა შოტლანდიაში,1872 წლის 2 აგვისტოს...კარიერა სამშობლოში დაიწყო,1893 წლიდან ''დანდი იუნაიტედში'' გამოდიოდა,აქ სულ სამი წელი გაატარა,რის შემდეგაც, 1896 წლიდან ''მანჩესტერში'' გადავიდა.აი აქ ჰქონდა საუკეთესო წლები ფრენკს...

ძალიან სტაბილური იყო და მუდმივად ის იდგა ჩვენი გუნდის კარში.სულ ოთხი წელი გაატარა გუნდში და 132 თამაში ჩაატარა...ბევრი დღესაც თვლის, რომ ფრენკი ისტორიაში ერთერთი საუკეთესო იყო, ბევრს კი მისი სახელი, საერთოდ არ გაუგია...ბარეტი ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა,34 წლის ასაკში, მაშინ ისევ სამშობლოში თამაშობდა, აბერდენის შემადგენლობაში.
ამის შემდეგ დაიწყო ჰარი მოჰერის წლები...ინგლისელი გოლკიპერი, 1879 წლის სექტემბერში დაიბადა,საუთჰემპტონში.მისი სიმაღლე 1.91სმ იყო და მუდმივად გამორჩეული იყო, თავისი ნახტომებით.ძალიან რთული იყო, ჰარისთვის გოლის გატანა.

1903 წლის მაისში,მოჰერი ''მანჩესტერ იუნაიტედში'' გადმოვიდა და აქ თამაშობდა 1912 წლამდე, ჩაატარა, 264 თამაში.გუნდთან ერთად მოიგო, ისეთი თასები, როგორებიცაა,1907–08 და 1910–11 წლებში, ინგლისის საფეხბურთო ლიგა და 1909 წელს FA–ს თასი.ჰარი 1927 წლის,16 ივნისს გარდაიცვალა, 47 წლის ასაკში.
რობერტ ''რობი'' ჰუჯს ბილი, დაიბადა 1884 წლის 8 იანვარს.''მანჩესტერ იუნაიტედში'', 1912 წელს გადმოვიდა, საკმაოდ საინეტერესო ფასად, მისი შეძენა, გუნდს, 275 ევრო დაუჯდა.ინგლისელ მეკარეს, დიდი ხანი არ მოუწია მანჩესტერში თამაში, მისი კარიერა, ისევე როგორც ძალიან ბევრი ფეხბურთელის კარიერა, მეორე მსოფლიო ომმა შეაჩერა.მხოლოდ 105 თამაში ჩაატარა გუნდში...ის 1950 წელს გარდაიცვალა, მანჩესტერში.
ჯეკ მიუ, ერთერთი საუკეთესო მეკარე, არამარტო ''მანჩესტერის'', არამედ ზოგადად ინგლისური ფეხბურთის ისტორიაშიც.დაიბადა, 1889 წლის 30 მარტს, სანდერლენდში.სწავლობა ''მარლი ჰილზის'' სკოლაში.სწორედ აქ ითამაშა ფეხბურთი და სწორედ აქ შეამჩნიეს ჯეკი ''იუნაიტედის'' სკაუტებმა... დაიწყო ვარჯიში, სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში, 1912 წელს პირველ გუნდშიც ჰქონდა დებიუტი, თავიდან მაინცდამაინც ვერ მოიკიდა ძირითად შემდგენლობაში ადგილი, თუმცა გუნდიდან წასვლაზე არც უფიქრია და მუდმივად ცდილობდა, ჰუჯსისთვის გაეწია კონკურენცია.1913 წელს, პირველი მედალიც მოიგო, ცენტრალური ლიგის ჩემპიონატში გამარჯვებისთვის.სულ მან გუნდში 186 შეხვედრა ჩაატარა, 1926 წელს კი მიიღო გადაწყვეტილება გუნდიდან წასულიყო.იყო ინგლისის ნაკრების წევრიც.საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, სამწვრთნელო კარიერას მოკიდა ხელი, თუმცა წარუმატებლად.მიუ გარდაიცვალა,1963 წლის 16 იანვარს, 73 წლის ასაკში.
ალფ სტიუარდი–დაიბადა 1896 წლის 18 სექტმებერს, მანჩესტერში.ინგლისელი მეკარე, ინგლისის არმიის გუნდში თამაშობდა ფეხბურთს, 1915 წლიდან 1918 წლამდე...1919 წელს კი ''მანჩესტერ იუნაიტედმა'' შესთავაზა კონტრაქტი და უბრალო ჯარისკაცი, პროფესიონალი ფეხბურთელი გახდა. თავიდან ისიც მიუს დუბლიორი იყო.ვერ ხვდებოდა ძირითადში, თუმცა 1920 წლის 20 იანვარს, ალფს თამაშის შანსი მიეცა და უმაღლეს დონეზე თამაშიც დაიწყო.დებიუტი ''ჰიტონ პარკის'' წინააღმდეგ ჰქონდა.ბოლო მატჩი კი 1923–24 წლის სეზონში ჩაატარა, გუნდს დაეხმარა პირველი დივიზიონის მოგებაში.1924 წლის, აპრილის შუა რიცხვებში, კარიერა დაასრულა.ალფი ლანს რობინსონმა ჩაანაცვლა.1932 წელს, ისევ დაბრუნდა გუნდში და სამწვრთნელო შტაბში დაიწყო მუშაობა, რის შემდეგაც სამწვრთნელო კარიერის გაგრძლება სხვა კლუბებში განაგრძო და რამდენიმე კლუბში მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობდა.
ჯეკ კრომპტონი–დაიბადა 1921 წლის, 18 დეკემბერს, მანჩესტერში.მანჩესტერული კარიერა, 1944 წელს დაწყო, სარეზერვო გუნდში, 1945 წლიდან პირველი გუნდის წევრი და უცვლელი გოლკიპერი გახდა.1948 წელს, გუნდთან ერთად მოიგო FA–ს თასი.სულ 191 თამაში ჩაატრა გუნდში და აღსანიშნავია, რომ მას კარიერაში, ''იუნაიტედის'' გარდა, არცერთ კლუბში არ უთამაშია...1956 წელს, გადაწყვიტა საფეხბურთო კარიერა დაესრულებინა.გახდა ''ლიუტონ თაუნის'' მთავარი მწვრთნელი, 2 წლის შემდეგ კი ისევ ''მანჩესტერში'' დაბრუნდა და ამ კლუბში დაიწყო, მწვრთნელის პოსტზე მუშაობა.საინტერესო ფაქტია, რომ ჯეკმა ისევ დატოვა ''იუნაიტედი'' და სხვა კლუბში წავიდა, თუმცა 2 წლის შემდეგ ისევ დაბრუნდა.არც ეს დაბრუნება ყოფილა საბოლოო 1974 წელს, კვლავ ''წითლების'' სამწვრთნელო შტაბში დაიყო მუშაობა, სარეზერვო გუნდის მწვრთვნელად.დღეს კრომპტონი ცოცხალია, 89 წლის ასაკში ერთერთი ინგლისური ქვედალიგის კლუბის პრეზიდენტია.
რეი ვუდი–დაიბადა 1931 წლის 11 ივნისს.საფეხბურთო კარიერა ''ნიუკასლ იუნაიტედში'' დაიწყო, სადაც პირველ გუნდში გადასვლა ვერ მოახერხა და გადაწყვიტა ''დარლინგტონში'' გადასულიყო.1949 წლის დეკემბრიდან, რეი ''მანჩესტერში'' გადმოვიდა, სადაც 9 წელი გაატარა.თავიდან ძირითადის მეკარედაც ითვლებოდა, თუმცა შემდეგ ვერარ ახერხებდა ძირითადში მოხვედრას, მას შემდეგ, რაც გუნდში დეივიდ გეისკელი და ჰარი გრეგი მოვიდნენ.სულ ''წითლების'' შემადგენლობაში, მან 178–ჯერ ითამაშა და 1958 წელს, უთამაშებლობის გამო, კლუბი დატოვა.რეი ინგლისის ნაკრების წევრიც იყო.რამოდენიმე კარგ კლუბში, მწვრთნელადაც მუშაობდა.ის 71 წლის ასაკში გარდაიცვალა, 2002 წლის 7 ივლისს.
ჰარი გრეგი–ლეგენდარული ირლანდიელი მეკარე, ალბად ერთერთი საუკეთესო ''მანჩესტერის'' ისტორიაში.დაიბადა 1932 წლის 25 ოქტომბერს,ტობერმორში.ფეხბურთელი, რომელმაც ''მანჩესტერში'' 210 შეხვედრა ჩაატარა.ის ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კავალერია.ჰარი 1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო მეკარედ დაასახელეს.ჩრ.ირალნდიის ნაკრების უცვლელი მეკარე იყო.გულშემატკივარი მას იცნობს სახელით ''მიუნხენის გმირი''.გრეგი 1957 წელს, გადავიდა მანჩესტერში.''წითლებმა'' მასში,მაშინდელი სარეკორდო თანხა 23,000 გადაიხადეს, ჰარი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეკარე იყო.ჰარი რომ არა, დღეს შეიძლება სერ ბობი ჩარლტონი ცოცხალი აღარ ყოფილიყო.მიუნხენის კატასტროფის დროს,სწორედ მან გამოიყვანა თვითფრინავიდან უგონოდ მყოფი ბობი ჩარლტონი,ჯეკი ბლანჩფლაუერი და დენი ვაიოლეტი.ამის შემდეგ, ჰარის სერ მეტ ბასბის ძებნა დაუწყია დაშავებულთა შორის, თუმცა ვერსად ნახა...გრეგი თვითფრინავში კიდევ ერთხელ შევიდა და ლეგენდარული მწვრთნელიც მხარზე მოკიდებული გამოიყვანა.დღეს ის 78 წლისაა და ყველა ადამიანისათვის სამაგალითო პიროვნებათ ითვლება.
ალექს სტეპნი–ყველასგან გამორჩეული, იდეალური მეკარე...გამორჩეული თუნდაც იმით, რომ მან მოაგებინა გუნდს პირველი ჩემპიონთა ლიგა და თუნდაც იმითაც, რომ კარიერაში, 2 გოლი აქვს გატანილი.დაიბადა 1942 წლის 18 დეკემბერს,მიტჩემში,სურეი,ინგლისი.ნათამაშები აქვს ინგლისის ნაკრებშიც.სტეპნი ერთერთი იმ ფეხბურთელთაგანია, რომლებსაც, ყველაზე მეტი შეხვედრა ჩაუტარებიათ, ''მანჩესტერის'' მაისურით.სულ მან ''წითლების'' მაისური, 433–ჯერ მოირგო და ამ მატჩებიდან 175 -ჯერ მშრალად შეინახა კარი და ითამაშა ზედიზედ 92 თამაში.გუნდთან ერთად მოიგო ასოციაციის თასი(1976-1977),ინგლისის ჩემპიონატი(1966-1967) და ჩემპიონთა თასი (1967-1968).საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ სტეპნი, მუშაობდა მეკარეების მწვრთნელად რამდენიმე ინგლისურ კლუბში.დღეს, ლეგენდარული ინგლისელი 68 წლისაა.
გარი ბეაილი–დაიბადა 1958 წლის 9 აგვისტოს, სტეფნი წასვლის შემდეგ, სწორედ მან ჩაანაცვლა.იფსვიჩ თაუნში დაბადებულ ფეხბურთელს, თურმე ფეხბურთელობა მიზნად არც დაუსახია... თუმცა რამდენიმე კლუბის აკადემიაში უთამაშია და სწორედ აქ შეუმჩნევიათ, ''მანჩესტერელ'' სკაუტებს.გუნდში წაუყვანიათ და სარეზერვო გუნდში ჩაურიცხიათ.1978 წელს პირველ გუნდშიც ჰქონდა დებიუტი.ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების სტაბილური მეკარეც იყო, თუმცა ეროვნულ ნაკრებში, მხოლოდ 2 თამაში ითამაშა.გარიმ სულ 294 თამაში ითამაშა, ''მანჩესტერში'', თავისი ''მანჩესტერული'' კარიერა 1987 წელს დაასრულა და ასპარეზი, ლეგენდარულ პიტერ შმეიხელს დაუთმო.დღეს ბეაილი 53 წლისაა...
პიტერ შმეიხელი–დაიბადა 1963 წლის 18 ნოემბერს.გუნდმა ეს მეკარე 1990 წლის მარტში გადმოიყვანა.მან 8 წელი დაჰყო ''ალისფერ ეშმაკებში''.

ჩაატარა 292 შეხვედრა. გუნდთან ერთად მოიგო ისეთი თასები, როგორებიცაა, პრემიერ ლიგა(5–ჯერ),FA–ს თასი(3–ჯერ).ლიგის თასი(1),ჩემპიონთა ლიგა(1),ევროპის სუპერ თასი(1).1987 წლიდან 2001 წლამდე, თამაშობდა, დანიის ნაკრებში, სადაც ჩაატარა 129 შეხვედრა და გაიტანა 1 გოლი.ამ დროისათვის ის 47 წლისაა და სამშობლოში, დანიაში ცხოვრობს...
ფაბიენ ბარტეზი–ყველასათვის ცნობილი, ლეგენდარული ფრანგი მეკარე.დაიბადა 1971 წლის 28 ივნისს.აღიზარდა ''ტულუზას'' აკადემიაში, რის შემდგაც ითამაშა სხვადასხვა ფრანგულ გუნდებში, 2000 წელს, შმეიხელის წასვლის შემდეგ ''იუნაიტედმა'' გადაწყვიტა, დანიელი მეკარე, ფრანგით ჩაენაცვლებინა.2000 წლიდან 2004 წლამდე, ბარტეზი სტაბილური მეკარე იყო და 92 შეხვედრა ჩაატარა, ''მანჩესტერელების'' მაისურით.გუნდთან ერთად, 2–ჯერ მოიგო, პრემიერ ლიგა...ჯერ 2000–2001 წლებში და შემდეგ, 2002–03 წლებში.2004 წელს, ფაბიენმა გადაწყვიტა, კლუბიდან წასულიყო და კვლავ სამშობლოდ მიაშურა.დღესდრეისობით 40 წლის ბარტეზმა, მთლიანად მიატოვა ფეხბურთი და სამწვრთნელო კარიერის დაწყებას არ აპირებს.
ედვინ ვან დერ საარი–ბარტეზის წასვლის შემდეგ, სერ ალექს ფერგიუსონმა ახალი მეკარის ძებნა დაიწყო.ძიება კი ჰოლანდიელ მეკარეზე შეაჩერა.ედვინი ერთერთი საუკეთესოა, ''მანჩესტერის'' მეკარეების სიაში.სარი იმ ფეხბურთელთა რიცხვშია, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგეს სხვადასხვა გუნდებში. პირველად მან მოიგო ''აიაქსთან'' ერთად 1995 წელს, მეორედ კი მანჩესტერ იუნაიტედთან ერთად 2008 წელს. მას ასევე მოგებული აქვს უეფას თასი 1992 წელს აიაქსის შემადგენლობაში.ის 4–ჯერ იყო წარდგენილი, ევროპის საუკეთესო მეკარის ნომინაციაზე(1995,2008,2009,2010) და 2–ჯერ მოიგო ეს ტიტული(1995,2009).2011 წელს,40 წლის ჰოლანდიელმა, კარიერა დაასრულა და ფერგიმ ის, ახალგაზდა ესპანელი მეკარით, დავიდ დე ჰეათი ჩაანაცვლა.
ამ მეკარეებმა, ჩვენი გუნდის ისტორია დაწერეს...ჯერი დე ჰეაზეა...