ავტორი: GioO_o   9-10-2011, 20:38   ნანახია: 756 [ 29 ]
  
ცოტა რამ რიო ფერდინანდზე...


რიო გავინ ფერდინანდი დაიბადა 7 ნოემბერს, 1978 წელს, ლონდონში. რიოს დედაა ჯენის ფერდინანდი. ჯენისი ნახევრად ირლანდიელია ნახევრად ინგლისელი. რიო ფერდინანდის მამაა ჯულიან ფერდინანდი. რიო გაიზარდა ლონდონის პერიფერიაში, დიდ ოჯახთან ერთად. რიოს დედა იყო ბაღის აღმზრდელი მამა კი მკერავი. რიოს მშობლები არასოდეს ყოფილან დაქორწინებულები. მშობლები გაიყარნენ, როვა რიო 14 წლის იყო. მშობლების გაყრის შემდეგ რიოს მამა უვლიდა. მამამის დაყავდა რიო ადგილობრივ საფეხბურთო სტადიონზე. პატარა რიოს საოცნებო ადამიანები იყვნენ დიეგო მარადონა და მაიკლ ტაისონი.
რიო ფერდინანდს კარგი ბავშვობა ჰქონდა, მაგრამ არ იყო განებივრებული ძვირიანი ნივთებით. რიო გავინი ღარიბთა უბანში ცხოვრობდა. მისი მეზობლების ნახევარი ან ღარიბი იყო, ანაც სიღარიბის ზღვარზე მდგომი. ამან განაპირობა მომავალში საქველმოქმედო ფონდის შექმნა, რომელიც ეხმარეა ღარიბ ხალხს. რიო სკოლაში გამოირჩეოდა კარგი მათემატიკის ცოდნით დაფეხბურთის თამაშით, რომლითაც ყველას აოცებდა.
„ბავშვობაში მე მიყვარდა გამეკეთებინა რაიმე განსხვავებული სხვა ბავშვებისგან, ფეხბურთის თამაშიც კი მწყინდებოდა ხოლმე. მიყვარდა სახლიდან გასვლა, ხალხის გაცნობა.“ ამბობს რიო ფერდინანდი.
10 წლის რიო ფერდინანდი უკვე ყველას აოცებდა სკოლაში. მას ერგო უფასოდ ვარჯიში საფეხბურთო კლუბ დედოფლის პარკში. ამავდროულად, რიო გამოავლინა თავისი სხვა ნიჭი. იგი მშვენიერი ახალგაზრდა მსახიობი იყო, რიო არასდროს ტოვებდა სკოლის სპეკტაკლებს. 11 წლის ასაკში იგი სერიოზულად შეუდგა ბალეტზე ვარჯიშს. მან მოიგო დაფინანსება, გაემგზავრა ლონდონში ბალეტის შემსწავლელ კურსებზე. თუმცა იგი არ ივიწყებდა ფეხბურთს, რიო განაგრძობდა ვარჯიშს, რამაც მალევე შედეგი გამოიტანა.

"ახალგაზრდული კარიერა"

რიო ფერდინანდის ფეხბურთისადმი ნიჭი ჩანდა ბავშობიდან. მისმა მწვრთნელმა დევიდ გუდვინმა თქვა: „შვილო, შენ მომავალი პელე ხარ, მე მომწონს შენი თამაშის სტილი. ივარჯიშე და წარმატებას აუცილებლად მიაღწევ.“ რიო ბავშობიდან თამაშობდა შემტევ ნახევარმცველად. მაგრამ მასში აღმოაჩინეს ცენტრალური დამცველის ნიჭი. ახალგაზრდობიდანვე რიო ფერდინანდით დაინტერესებულნი იყვნენ ისეთი კლუბები როგორიცაა: ჩელსი, ჩარლტონ ატლეტიკი და მილვოლი.
1992 წელს იგი შეუერთდა ვესტ ჰემ იუნაიტედის ახალგაზრდულ გუნდს. მისი თანაგუნდელი იყო ფრენკ ლამპარდი. 1994 წელს რიო ვესტ ჰემთან კონტრაქტს მოაწერა ხელი. 16 წლის რიო ჩაირიცხა ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებში. მან მიიღო გამოცდილება და გახდა შესამჩნევი ინგლისელი სკაუტებისთვის.

"საკლუბო კარეირა"

ცოტა რამ რიო ფერდინანდზე..."ლიდს იუნაიტედი"

ცოტა რამ რიო ფერდინანდზე...

რიო ფერდინანდი ლიდს იუნაიტედში გადავიდა 2000 წელს, 18 მილიონ ფუნტ სტერლინგად. ეს იმ დროისთვის ინგლისისთვის სარეკორდო თანხა იყო, მსოფლიოსთვის კი რიო გახდა ყველაზე ძვირადღირებული მცველი. რიო ფერდინიანდს პირველი თამაში ლეისტერთან მოუწია. რიოს საუბედუროდ ლიდს იუნაიტედი დამარცხდა 3–0. ცოტა ხანში ფერდინანდმა ადგილი მოიპოვა სასტარტო შემადგენლობაში. ლიდს იუნაიტედი ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა. ჩემპიონათა ლიგა ლიდს იუნაიტედისთვის საკმაოდ კარგი გამოდგა. ლიდსმა ნახევარფინალამდე მიაღწია. რიო ფერდინანდმა პირველი გოლი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში დეპორტივოსთან თავური დარტყმით გაიტანა. შემდეგ სეზონში, 2001 წლის აგვისტოში, ფერდინანდი კლუბის კაპიტანი გახდა. რიო ფერდინანდი 2002 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვდა. ზაფხულში ლიდსი ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. მანჩესტერმა ლიდს იუნაიტედს 29.1 მილიონი შესთავაზა რიო ფერდინანდის სანაცვლოდ. ლიდსის ხემძღვანელობამ უარი ვერ თქვა და ფერდინანდმა შემდეგი სეზონიდან მანჩესტერში თამაში დაიწყო.

ცოტა რამ რიო ფერდინანდზე..."მანჩესტერ იუნაიტედი"

ცოტა რამ რიო ფერდინანდზე...

2002 წლის 22 ივლისს, რიო ფერდინანდი მანჩესტერ იუნაიტედის საკუთრება გახდა. მანჩესტერმა რიო 29.1 მილიონად შეიძინა. ამით კიდევ დამყარდა რეკორდი: ინგლისის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული მცველი.
2003 წელს რიო ფერდინანდი არ გამოცხადდა ნარკოლოგიურ შემოწმებაზე. რიო ფერდიანდმა თქვა: „ძალიან სამწუხაროა, მე დამავიწყდა, რომ შემოწმებაზე უნდა წავსულიყავი.“ პრემიერ ლიგის დისციპლინარულმა კომიტეტმა გამოიტანა საკმაოდ მკაცრი განაჩენი. რიო ფერდნანდი დაისაჯა 6 თვიანი უთამაშებლობით, როგორც ნაკრებში ასევე კლუბში და უნდა გადაეხადა 50 000 ფუნტი. მანჩესტერ იუნაიტედმა აპელაცია შეიტანა. მანჩესტერ იუნაიტედი ამბობდა, თუ სიტის ფეხბურთელი კრისტიან ნაგუაი ტესტის გამოტოვებისთვის დასჯილი იქნა მხოლოდ 2000 დოლარით და დისკვალიფიკაცია არ მიენიჭა. მანჩესტერმა მაინც ვერაფერი ვერ გააწყო და ფერდინანდმა 6 თვე ფეხბურთს მოშორდა.

რიო ფერდინანდმა პირველივე სეზონში მოიგო პრემიერ ლიგა. 2005 წლის 14 დეკემბერს, რიომ გაიტანა პირველი გოლი, ვიგან ატლეტიკის წინააღმდეგ. ის თამაში 4–0 მოიგო მანჩსტერმა. ფერდინანდი 3 წელი ელოდებოდა მანჩესტერის სახელით გატანილ გოლს. შემდეგი გოლი რიომ ძლიერი თავური დარტყმით გაუტანა ვესტ ბრონვიჩ ალბიონს. ფერდინანდის შემდეგი „მსხვერპლი“ გახდა ლივერპული. ლივერულთან გატანილმა გოლმა იუნაიტედს თამაში მოაგებინა. რიო ფერდინანდმა ასევე გაიტანა 2006 წლის 14 ოქტომბერს.

ცოტა რამ რიო ფერდინანდზე...

რიო ფერდინანდმა 2006–07 სეზონი კარგად ჩაატარა. ამის გამო იგი მოხვდა პრემიერ ლიგის წლის გუნდში. მანჩესტერისთვის ეს სეზონი პრემიერ ლიგაში კარგი გამოდგა. იუნაიტედის 7 ფეხბურთელი რიოს ჩათვლით მოხვდა პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო გუნდში.
რიომ კარგად დაიწყო 2007–08 სეზონი. მანჩესტერს ზედიზედ 6 შეხვედრში გოლი არ გაეშვა. 7 თამაში კი იუნაიტედმა, 2007 წლის 20 ოქტომბერს ასტონ ვილასთან ითამაშა და საკუთარ კარში ბურთი მიიღო. ამ თამაშში რიომ გაიტანა ამ სეზონი მისი პირველი გოლი. მიუხედავად გაშვებული გოლისა მანჩესტერმა მაინც შეძლო ამ თამაშის მოგება. 3 დღის შემდეგ ფერდინანდმა გაიტანა მისი მეორე გოლი ევრო ტურნირზე. რიოს მსხვერპლი კიევის დინამო გახდა, მან შესანიშნავი თავური დარტყმით გახსნა ანგარიში. იუნაიტედმა ის თამაში 4–2 მოიგო.
უცნაური ფაქტი მოხდა 2008 წლის 8 მარტს. მანჩესტერ იუნაიტედი ეთამაშებოდა პორცმუტს, ინგლსის თასზე. მანჩესტერის მეკარე ედვინ ვან დერ სარი შესაცვლელი გახდა, ტრანვის გამო. მის მაგივრად შევიდა მეორე მეკარე ტომას კუსჩაკი. ტომასმა თავის საჯარიმოში დაარღვია წესი, იგი გააძევეს და იუნაიტედის კარში პენალტი დანიშნეს. კარში რიო ფერდინანდი ჩადგა. მას პენალტს სულეი ალი მუნტარი ურტყამდა. მანჩესტერელთა სამწუხაროდ სასწაული არ მოხდა, რიომ სულეი ალის ვერ აუღო პენალტი და მანჩესტერ იუნაიტედი ინგლისის თასიდან გამოვარდა.

2008 წლის 6 აპრილს რიომ მიდლსბროსთან შეხვედრაში მცირე ტრანვა მიიღო. მან გამოტოვა თამაში რომასთან, რომელიც მანჩესტერმა დამაჯერებლად მოიგო. 2008 წლის 16 აპრილს გავრცელდა ხმები რიოს ბარსელონაში გადასვლის შესახებ, მაიკლ კარიკთან ერთად. მაგრამ რიომ 15 მაისს ხელი მოაწერა 5 წლიან კონტრაქტს. კონტრაქტის თანახმად რიო 2013 წლამდე კვირაში მიიღებ 130 000 ფუნტ სტერლინგს.
21 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ფერდინანდმა კაპიტნის სახელით გაიყვანა მანჩესტერ იუნაიტედი მინდორზე. ფინალში მანჩესტერი ჩელსის შეხვდა. ძირითადი დრო 1–1 დასრულდა. ყველაფერი პენალტებმა გადაწყვიტა. თამაში იუნაიტედმა მოიგო, და გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. რიომ და რაიან გიგზმა ერთად აღმართეს თასი

ცოტა რამ რიო ფერდინანდზე...

2008-09 წლის სეზონი ფერდიანდმა სტაბილურად ჩაატარა. პრემიერ ლიგის თასისთვის სერიოზულად ორი გუნდი იბრძოდა, ლივერპული და მანჩესტერ იუნაიტედი. მანჩესტერ იუნაიტედმა 3 ქულის სხვაობით გაუსწრო ლივერპულს და მოიპოვა XVIII პრემიერ ლიგის ტიტულის მფლობელი. იუნაიტედი ასევე გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. მანჩესტერი მოგების შემთხვევაში დაამყარებდა ორ რეკორდს. პირეველი: გახდებოდა პირველი კლუბი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ ორჯერ ექნებოდა მოგებული. მეორე: სერ ალექს ფერგიუსონი გახდებოდა პირველი მწვრთნელი ვისაც მოგებული ექნებოდა 3 ჩემპიონთა ლიგის თასი. ფინალში იუნაიტედი ბარსელონას შეხვდა. მანჩესტერმა წააგო 2–0. ფერდიანდის შეცდომის გამო მესიმ გაიტანა მეორე გოლი.

ცოტა რამ რიო ფერდინანდზე...

2010–11 სეზონი სტაბილურად ჩაატარა ფერდინანდმა იუნატედთან ერთად. მანჩესტერ იუნაიტედთან ერთად მოიგო ინგლისის პრემიერ ლიგა ეს იუნაიტედისთვის 19 ტიტული იყო, ამ მაჩვენებლით გადაასწრო ლივერპულს რომლის რეკორდიც 18 იყო.გუნდი გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში სადაც ბარსელონას დაუპირისპირდა. ეს მატჩი სამწუხაროდ მანჩესტერ იუნაიტედის დამარცხებით დამთავრდა 3–1.

ცოტა რამ რიო ფერდინანდზე...

2011 წლის სეზონი ფერდინანდისთვის დაიწყო აგვისტოში სადაც იუნაიტედი ხვდებოდა თანაქალაქელ სიტის. ამ მატჩში ფერდინანდმა 45 წუთი ითამაშა თავის პარტნიორ ვიდიჩთან ერთად. ეს თამაში იუნაიტედმა 3–2 მოიგო.

ცოტა რამ რიო ფერდინანდზე..."სანაკრებო კარიერა"

19 წლის ასაკში რიომ ითამაშა ინგლისის ნაკრებში. იგი შემოვიდა შეცვლაზე ამხანაგურ მატჩში კამერუნთან, 1997 წლის 15 ნოემბერს. ამ შეხვედრით რიო ფერდინანდი გახდა ყველაზე ახალგაზრდა მცველი, რომელსაც უთამაშია ინგლისის ნაკრებში. 2001 წელს რიოს რეკორდი დაამხო მიკა რიჩარდსმა. 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე რიო ფერდიანდი მოხვდა იმ ჯგუფში, რომლის წაყვანაც ივარაუდებოდა მსოფლიო ჩემპიონატზე, მაგრამ მთავარმა მწვრთნელმა გლენ ჰუდლიმ მოხსნა რიო შემადგენლობიდან მთვრალი მანქანის მართვის გამო. რიო ფერდინანდმა ითამაშა 2002 და 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატებზე. ფერდინანდმა გამოტოვა 6 თვე 2004 წელს, რიო შეანაცვლა ჯონ ტერიმ. 2004 წლის 9 ოქტომბერს რიო დაბრუნდა ინგლისის ნაკრებში, იგი უელსის საფეხბურთო ნაკრებს ეთამაშა. ფერდინანდს ჩატარებული აქვს 10 მატჩი მსოფლიო ჩემპიონატზე. 2008 წლის 25 მარტს ფერდინანდი დასახელდა ინგლისის კაპიტნად საფანგეთთან შეხვედრაში.
ფერდინანდს სულ 3 გოლი აქვს გატანილი ინგლისის ნაკრებში. პირველი გოლი მან გაიტანა 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, დანიის საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ, თუმცა ბოლომდე არაა გარკვეული ეს იყო რიოს გატანილი გოლი თუ ტომას სორენსენი არის ავტოგოლის ავტორი. შემდეგი გოლი მან გაიტანა 2008 წლის 12 სექტემბერს რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ. ეს იყო მისი პირველი გოლი გატანილი ინგლისში, უემბლის სტადიონზე. მე–3 გოლი ფერდინანდმა გაიტანა 2008 წლის 11 ოქტომბერს ყაზახეთთან თამაშისას. ინგლისმა მოიგო 5–1, რიომ ანგარიში გახსანა იმ თამაშში.

ცოტა რამ რიო ფერდინანდზე...

2008 წლის 25 ოქტომბერს გახდა ცნობილი, რომ რიო ფერდინანდი იქნებოდა ინგლისის კაპიტანი. ფაბიო კაპელომ დაასახელა ის მიზეზები, თუ რატომ უნდა გამხდარიყო რიო კაპიტანი. იმ დროისთვის ყველას ეგონა, რომ კაპელო თავის არჩევანს შეაჩერებდა: ჯონ ტერიზე ან სტივენ ჯერარდზე ან დევიდ ბექჰემზე, უკანასკნელს 100 მატჩი აქვს ჩატარებული ინგლისის ნაკრებში.
2008 წლის 19 აგვისტოს რიო ფერდინანდმა დაკარგა ინგლისის კაპიტნობა. ინგლისის ეროვნული ნაკრების კაპიტანი გახდა ჯონ ტერი, მაგრამ ფაბიო კაპელომ რიო ვიცე–კაპიტნად დანიშნა.
რიო გამოძახებული იქნა ყველა სამივე მსოფლიო ჩემპიონატზე: 1998, 2002 და 2006. თუმცა რიოს არასოდეს უთამაშია ევროპის ჩემპიონატზე, 2004 წელს იგი დასჯილი იყო ნარკოლოგიური ტესტის გაცდენისთვის, 2008 წელს კი ინგლისი ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავიდა. 2010 წლის 5 თებერვალ ფერდინანდი ინგლისი კაპიტანი გახდა. 2011 წლის 19 მარტს ევრო 2012 საკვალიპიკაციო ეტაპზე ინგლისის ნაკრები უელსის ნაკრებს ხვდებოდა, მატჩის წინ ფაბიო კაპელომ გამოაცხადა რომ ინგლისის კაპიტანი ისევ ჯონ ტერი იქნებოდა.

"ნაკრებში გატანილი გოლები"

ცოტა რამ რიო ფერდინანდზე...



"ტიტულები"

"კლუბური"
ცოტა რამ რიო ფერდინანდზე..."მანჩესტერ იუნაიტედი"

პრემიერ ლიგა: 2002–03, 2006–07, 2007–08, 2008–09, 2010-11
ლიგის თასი: 2006, 2009
ინგლისის თასი: 2003, 2007, 2008, 2011
ჩემპიონთა ლიგა: 2007–08
ფიფას კლუბური მსოფლიო ჩემპიონატი: 2008


"ინდივიდუალური"
პრემიერ ლიგის წლის გუნდი: 2001–02 (ლიდზ იუნაიტედი), 2004–05, 2006–07, 2007–08, 2008–09
ფიფას მსოფლიო XI: 2007–08
პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა: 2001 წლის 1 ოქტომბერს

ცოტა რამ რიო ფერდინანდზე...

"პირადი ცხოვრება"

რიო ფერდინანდს ჰყავს ოთხი და და ორი ძმა. მისი ოჯახი ფეხბურთელებით სავსეა. ოჯახში ფეხბურთს თამაშობენ რიო ანტონ და ლეს ფერდინანდები. ანტონი რიოს ძმაა ხოლო ლესი ბიძაა. 2008 წლის 15 მარტს გახდა ცნობილი, რომ რიოს ნახევარძმა ჯერემი ვარჯიშობდა სერ ალექს ფერგიუსონთან. 2006 წელს რიოს რებეკა ელისონისგან, მისი შეყვარებულისაგან გაუჩნდა შვილი — ლორენზი. მეორე შვილი ფერდინანდს შეეძინა 2008 წლის აგვისტოს. ბავშვს ტეიტი დაარქვეს. ეს სახელები მოიფიქრა წყვილმა იმიტომ, რომ მათ საყვარელ მსახიობის სახელი და გვარია ლერეზ ტეიტი.

ტელევიზია, კინო და მუსიკა

2005 წელს რიომ და მისმა სკოლის მეგობარმა შექმნეს სიმღერების ჩასაწერი სტუდია „უაიტ ჩალკ მიუზიკ“. ამ სტუდიაში ჩაიწერა ალბომი 6 ოქტომბერი, სადაც რიო ფერდინანდი რეპერად გვევლინება.
2006 წელს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი შეხვედრის დროს რიომ ჩაწერა გადაცემა „რიოს მსოფლიო ჩემპიონატის ხუმრობები“. ეს გადაცემა არის ფარული კამერას სტილში. რიომ მახეში გამოიმწყვდია ბევრი მეგობარი, მათ შორის არიან: უეინ რუნი, გარი ნევილი, დევიდ ბექჰემი, ფრენკ ლამპარდი. მაგრამ ამ გადაცემას დიდხანს არ უარსებია, იგი მალევე დაიხურა ტექნიკური პრობლემების გამო.
2008 წელს რიო გახდა პროდუსერი ფილმისა „მკვდარი კაცი გარბის“, ამით მან შეაბიჯა კინოს სამყაროში. ამ ფილმზე ასევე მუშაობდა ლონდონის ჩელსის და ინგლისის ნაკრების მცველი ეშლი კოული. ამ ფილმში ასევე მონაწილეობა მიიღო 50 ცენტმა, ცნობილმა რეპერმა. თემაც ამ ფილმის ქუჩური გარჩევები და განქსტერების ცხოვრება იყო.
რიო ფერდინანდი ახლა იღებს ფილმს მის ძველ უბანზე პექსამზე ლონდონში. მას უნდა, რომ ამ ფილმით ბავშვები მოაცილოს კრიმინალს და ისინი დაკავდნენ სპორტით.


წყარო: ცოტა რამ რიო ფერდინანდზე...

ავტორი: GioO_o   (9 ოქტომბერი 2011 20:40)
#1

ჯგუფი: User

სიახლეები: 61

კომენტარები: 944

რეგ.დრო: 24.01.2011

თუ რამე არასწორადაა ან დევს ეს სიახლე საყვადურების გარეშე წაშალეთ :)









ავტორი: Chxa   (9 ოქტომბერი 2011 20:41)
#2

ჯგუფი: User

სიახლეები: 1

კომენტარები: 40

რეგ.დრო: 5.05.2011

საღოლ ავტორ..! ძველი რიო love









ავტორი: [X]ashursky   (9 ოქტომბერი 2011 20:46)
#3

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 103

კომენტარები: 6660

რეგ.დრო: 30.01.2010

GioO_o,
რა არასწორად :D:D საღოლ უძაანმაგრესი სტატიააა წავიდა ფავორიტებშიი???... ოღონდ ეს გამაგებინე ეს რა თასია >
საზოგადოების თასი: 2003, 2007, 2008
? lol









ავტორი: s1DO   (9 ოქტომბერი 2011 20:49)
#4

ჯგუფი: User

სიახლეები: 1

კომენტარები: 210

რეგ.დრო: 9.12.2010

cota ram ferdinandze :D:D
grdzeli tmebi ro qonda magari kaci iyo exlac mara mashin imena mxeci




ავტორი: GioO_o   (9 ოქტომბერი 2011 20:56)
#5

ჯგუფი: User

სიახლეები: 61

კომენტარები: 944

რეგ.დრო: 24.01.2011

[X]ashursky,
ინგლისი თასი იგულისხმებოდა. გავასწორე ეხლა :)









ავტორი: ChuDiiiK   (9 ოქტომბერი 2011 21:03)
#6

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 14

კომენტარები: 907

რეგ.დრო: 22.05.2011

[X]ashursky,
ალბათ Community shieldz-ზეა საუბარი




ავტორი: Fan...Ronaldo...   (9 ოქტომბერი 2011 21:13)
#7

ჯგუფი: User

სიახლეები: 1

კომენტარები: 102

რეგ.დრო: 9.10.2011

sagol avtor









ავტორი: Mav.RooNey   (9 ოქტომბერი 2011 21:30)
#8

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 587

რეგ.დრო: 20.07.2011

საღოლ ავტორ ნეტა ფორმაში ჩადგებოდეს love









ავტორი: Berckley   (9 ოქტომბერი 2011 21:41)
#9

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 194

კომენტარები: 1558

რეგ.დრო: 16.02.2011

მანჩესტერამდე ვესთ ჰემში არ იყო ესი









ავტორი: GioO_o   (9 ოქტომბერი 2011 21:45)
#10

ჯგუფი: User

სიახლეები: 61

კომენტარები: 944

რეგ.დრო: 24.01.2011

Berckley,
1992 წელს იგი შეუერთდა ვესტ ჰემ იუნაიტედის ახალგაზრდულ გუნდს.

მერე ლიდს იუნაიტედში გადავიდა ხო წერია :)

ქართულ ვიკიპედიაზე 2009 წლამდე იყო მაჩვენებლები დანარჩენი მე დავამატე :)









ავტორი: Lasha Manchester   (9 ოქტომბერი 2011 22:06)
#11

ჯგუფი: Administrator

სიახლეები: 815

კომენტარები: 6622

რეგ.დრო: 19.12.2009

საღოლ ბევრი გიშრომია!









ავტორი: ViDa   (9 ოქტომბერი 2011 22:07)
#12

ჯგუფი: Staff

სიახლეები: 439

კომენტარები: 2601

რეგ.დრო: 17.12.2010

GioO_o,
საღოოლ გიო,ძაან მაგარი სტატიაა love რიოს რაც შეეხება ერთ-ერთი საუკეთესო მცველია bully









ავტორი: GioO_o   (9 ოქტომბერი 2011 22:08)
#13

ჯგუფი: User

სიახლეები: 61

კომენტარები: 944

რეგ.დრო: 24.01.2011

[D][B][9]™,
აზრიი საიტზე რამდენი აპინული სიახლეა და მაგათ დაბლა უკვე აღარც ნახულობენ მგონი...









ავტორი: ...RooNeY...FaN...   (9 ოქტომბერი 2011 22:09)
#14

ჯგუფი: Staff

სიახლეები: 289

კომენტარები: 4507

რეგ.დრო: 20.12.2009

სტატია რო წავიკითხე მეგონა სხვისი დაწერილი იყო. შენი იდ რო დავინახე მაგრად გამიკვირდა laughing საღოლლ!!
მაგრადაა გაფორმებული love









ავტორი: J.Hernandez14   (9 ოქტომბერი 2011 22:19)
#15

ჯგუფი: User

სიახლეები: 137

კომენტარები: 2556

რეგ.დრო: 21.03.2010

საღოლ საღოლ მაგარი სტატიაა გიო :)
აუ ტო საიტზე მართლა რამდენი სიახლეა უკვე აპინული :X 4 სიახლე ძაან ბევრია ტო :X









ავტორი: ZEBA   (9 ოქტომბერი 2011 23:12)
#16

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 626

რეგ.დრო: 8.11.2010

რიო love love









ავტორი: Ashley Young 18   (9 ოქტომბერი 2011 23:46)
#17

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 82

კომენტარები: 1604

რეგ.დრო: 23.10.2010

საღოლლ გიოოო... მაგარიააა laughing









ავტორი: DoCToR   (10 ოქტომბერი 2011 00:04)
#18

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 133

რეგ.დრო: 8.08.2010

Rio, Rio , Rio De Janeiro??? No,no,no, Riooo Ferdinand :))))))









ავტორი: Rooney   (10 ოქტომბერი 2011 00:05)
#19

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 60

კომენტარები: 5239

რეგ.დრო: 7.03.2010

მალადსი კაია









ავტორი: MANUTD GIRL   (10 ოქტომბერი 2011 00:18)
#20

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 945

რეგ.დრო: 8.01.2011

რიო love love am am









ავტორი: BeEk:X   (10 ოქტომბერი 2011 00:36)
#21

ჯგუფი: Staff

სიახლეები: 231

კომენტარები: 1456

რეგ.დრო: 19.06.2010

საღოლ გიო ბევრი გიშრომია და მაგარი გამოგივიდა!









ავტორი: love united   (10 ოქტომბერი 2011 01:02)
#22

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 52

კომენტარები: 6287

რეგ.დრო: 19.03.2010

საღოლ გიო...









ავტორი: ViVi   (10 ოქტომბერი 2011 01:37)
#23

ჯგუფი: User

სიახლეები: 1

კომენტარები: 566

რეგ.დრო: 5.06.2011

ცოტა რამე კი არ არის მთელი ბიოგრაფიაა. ძაან კაი ინფორმაციაა am









ავტორი: qobuletski fan   (10 ოქტომბერი 2011 02:17)
#24

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 98

კომენტარები: 762

რეგ.დრო: 24.07.2010

საა კაცო ცოტა რამიი დამაწყდა თვალები lol საღოლ ავტორ საღოლ









ავტორი: GioO_o   (10 ოქტომბერი 2011 02:21)
#25

ჯგუფი: User

სიახლეები: 61

კომენტარები: 944

რეგ.დრო: 24.01.2011

loveunited,
ChiCha14,
ViVi,
giorgi____rooney,
Puxx],
J.Hernandez14,
...RooNeY...FaN...,
qobuletskifan,
მადლობა love

qobuletskifan,
ყველამ ეგ დამიწერა wink აბა ბევრი რამ რიო ფერდინანდზე დამწერაი lol არ მეგონა ამხლეა თუ გამოვიდოდა









ავტორი: RedMan   (10 ოქტომბერი 2011 03:00)
#26

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 164

კომენტარები: 2521

რეგ.დრო: 16.10.2010

GioO_o,
საღოლ საღოლ და საღოლ wink









ავტორი: Forrest   (10 ოქტომბერი 2011 14:19)
#27

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 130

კომენტარები: 675

რეგ.დრო: 5.03.2011

ჩვენი მაფიოზი მცველი ! საღოლ ავტორ !









ავტორი: UnitedFanTatta   (16 ოქტომბერი 2011 17:09)
#28

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 213

რეგ.დრო: 13.09.2011

love Rioo ... Sagool Avtor mmaggariia ))









ავტორი: rooney 1   (12 ნოემბერი 2011 03:33)
#29

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 8

რეგ.დრო: 12.11.2011

რა ცოტაა wink












ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.