ავტორი: GioO_o   13-10-2011, 01:03   ნანახია: 520 [ 26 ]
  
დარენ ბარ ფლეტჩერი...

დარენ ბარ ფლეტჩერი დაიბადა 1984 წლის 1 თებერვალს შოტლანდიაში ქალაქ დალკეიტში(ედინბურგთან ახლოს). ამჟამად იგი თამაშობს მანჩესტერ იუნაიტედში. კლუბის აღზრდილ დარენ ფლეტჩერს თავიდან გაუჭირდა ძირითად გუნდში ადგილის დამკვიდრება, მაგრამ ამჯამად რეგულარულად ხვდება ძირითად შემადგენლობაში. ის ძირითადად თამაშობს ნახევარდაცვის ცენტრში ან მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციაზე, თუმცა დაცვაში თამაშიც შეუძლია. შრომისმოყვარე მოთამაშემ ასევე უკაპიტნა შოტლანდიის ეროვნულ გუნდს მისი რეგულარული კაპიტნის ბარი ფერგიუსონის არყოფნაში და გახდა შოტლანდიის ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი. კაპიტნის სამკლაური 2009 წლის აგვისტოში გადაეცა მას შემდეგ, რაც ბარი ფერგიუსონს აეკრძალა სანაკრებო დონეზე თამაში წესდების დარღვევის გამო.

დარენ ბარ ფლეტჩერი..."საკლუბო კარიერა"

დალკიტში, შოტლანდიაში დაბადებულმა ფლეტჩერმა მანჩესტერ იუნაიტედში გაატარა მთელი თავისი კარიერა, გადმოვიდა რა სარეზერვო გუნდიდან. 2000 წლის ივლისში ფლეტჩერი სტაჟიორის სტატუსით ჩაირიცხა მანჩესტერ იუნაიტედის რიგებში და 2001 წლის თებერვალში პროფესიულ კონტრაქტს მოაწერა ხელი. თავდაპირველად ის განიხილებოდა როგორც დევიდ ბექჰემის რანგის მარჯვენა ნახევარმცველი. ბევრი ფიქრობდა, რომ ის ადვილად მოხვდებოდა ძირითად გუნდში და დიდი ხნით დაიმკვიდრებდა იქ ადგილს. თუმცა საკლუბო კარიერის დასაწყისში მიღებულმა ტრავმებმა დაღი დაასვა მის პროგრესს, შემდგომ კი იგი თანდათან ჩამოყალიბდა ცენტრალურ ნახევარმცველად.
ფლეტჩერი მანჩესტერ იუნაიტედის შემადგენლობაში გამოჩნდა 2003–2004 წლების სეზონის დროს, როდესაც მან ჩაატარა რამდენიმე მნიშვნელოვანი მატჩი და ასევე მონაწილეობა მიიღო 2004 წლის მაისში ინგლისის თასის ფინალურ მატჩში მილუოლის წინააღმდეგ, რომელიც მანჩესტერის გამარჯვებით დამთავრდა. მიუხედავად 2004–2005 სეზონის არადამაჯერებლად დაწყებისა და მხოლოდ რამოდენიმე ჩატარებული მატჩისა საზონის დასაწყისში, ფლეტჩერმა მაინც მოახერხა და ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახდა. 2005 წლის 1 იანვარს,ფლეტჩერმა გაიტანა თავისი პირველი გოლი საკლუბო დონეზე მიდლსბროსთან მატჩში რომელიც მანჩესტერმა 2–0 მოიგო.


დარენ ბარ ფლეტჩერი...


ფლეტჩერი ერთ–ერთი იმ ფეხბურთელთაგანი იყო რომელიც მოხვდა მანჩესტერის კაპიტნის როი კინის კრიტიკის ქვეშ 2005 წლის ოქტომბერში მიდლსბროსთან 4–1 დამარცხების შემდეგ. გადმოცემით კინმა თქვა: "არ მესმის რატომ აქებენ ასე ფლეტჩერს შოტლანდიაში" თუმცა მოგვიანებით კინი შეეცადა შეერბილებინა თავისი სიტყვები: " თუ ყურადღებით მოუსმენთ ჩემს კომენტარებს ბოლო სამი–ოთხი წლის განმავლობაში დარწმუნდებით, რომ თუ რომელიმე ფეხბურთელი შემიქია,ეს ფლეტჩია. თვითონ ფლეტჩიც დაგიდასტურებთ ამას." ფლტჩერმა კრიტიკოსებს 2005 წლის 6 ნოემბერში დაანახა თუ რას წარმოადგენდა სინამდვილეში, უმნიშვნელოვანეს საშინაო მატჩში ჩელსისთან, შესანიშნავი თავური დარტყმით თამაშში ერთადერთი გოლი გაიტანა. მისმა გამარჯვების გოლმა დაასრულა ჩელსის 40 მატჩიანი წაუგებელი სერია პრემიერ ლიგაში. 2006–2007 წლის სეზონის დასაწყისში, ფლეტჩერმა შეინარჩუნა ადგილი პირველ გუნდში, მაგრამ მხოლოდ სათადარიგო სკამზე თუ ახერხებდა მოხვედრას. მან გაიტანა გოლი გასვლით შეხვედრაში ჩარლტონ ატლეტიკის წინააღმდეგ, ასევე თავით გაიტანა გამარჯვების გოლი მიდლსბროს წინააღმდეგ დეკემბერში, და კიდევ ერთი თავური ჩარლტონის წინაღმდეგ საშინაო თამაშში.სეზონის განმავლობაში, ალექს ფერგიუსონი უპირატესობას ანიჭებდა კრიშტიანო რონალდოს, პოლ სქოულზის ,მაიკლ ქერიქის და რაიან გიგზის ოთხეულს, რის შედეგადაც ფლეტჩერი მხოლოდ რამოდენიმეჯერ გამოვიდა შეცვლაზე. თუმცა , იმის გამო რომ პოლ სქოულზი გაფრთხილებების გამო ტოვებდა მატჩს, ფლეტჩერმა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო ჩემპიონთა ლიგის მატჩი რომას წინააღმდეგ რომელიც მანჩესტერის გამარჯვებით დამთავრდა 7–1.


დარენ ბარ ფლეტჩერი...


2007–2008 წლების სეზონში,როდესაც გუნდში ჩაირიცხნენ ცენტრალური ნახევარმცველები ოუენ ჰარგრივზი და ანდერსონი,ასევე განაპირა ნახევარმცველი ნანი, ფლეტჩერი კიდევ უფრო ცოტა დროს ატარებდა მოედანზე ვიდრე წინა სეზონში. ვრცელდებოდა ჭორები , რომ მას კლუბის დატოვება სურდა საკმარისი სათამაშო დროის არქონის გამო. მართლაც, ფერგიუსონი კვლავ ანიჭებდა უპირატესობას ქერიქს, სქოულზს, გიგზს და რონალდოს. ფლეტჩერმა კლუბის ახალწვეულებზე ნაკლები დრო გაატარა მოედანზე. თუმცა, როცა შანსი ეძლეოდა, ის ავლენდა თავის შესაძლებლობებს –მან თავისი 2 გოლით წვლილი შეიტანა ინგლისის თასის მეოთხე რაუნდში არსენალის 4–0 დამარცხებაში ოლდ ტრაფორდზე. 2008–2009 წლების სეზონში, მან ძირითად შემადგენლობაში დაიწყო პირველი 5 თამაში, ქერიქის და რონალდოს ტრამვების გამო, და გაიტანა ნიუქასლ იუნაიტედის წინააღმდეგ ოლდ ტრაფორდზე პრემიერ ლიგის პირველივე მატჩში რომელიც ფრედ 1–1 დამთავრდა.ფლეტჩერმა თავისი მეორე გოლი სეზონში შორეული დარტყმით გაუტანა პორტსმუტს,პატრის ევრას პასის შემდეგ.ამავე თამაშში, 93–ე წუთზე მან ყვითელი ბარათი მიიღო, თამაში კი 1–0 დამთავრდა.2008 წლის ოქტომბერში, ფლეტჩერმა 3 წლით, 2012 წლამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი მანჩესტერ იუნაიტედთან

დარენ ბარ ფლეტჩერი...


სეზონში მესამე გოლი 25 ოქტომბერს ევერტონს გაუტანა. ასევე 2008 წლის ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე გაუტანა გამბა ოსაკას 2008 წლის 18 დეკემბერს, მას შემდეგ რაც შეცვლაზე შევიდა. ჩემპიონთა ლიგის ნახევარ ფინალის საპასუხო შეხვედრაში არსენალის წინაარმდეგ 2009 წლის 5 მაისს, ფლეტჩერმა წითელი ბარათი მიიღო, რაც გამორიცხავდა მის მონაწილეობას ლიგის ფინალში. მანჩესტერ იუნაიტედმა სცადა გაესაჩივრებინა ეს გადაწყვეტილება, მაგრამ უშედეგოდ. 2009–2010 წლების სეზონში ფლეტჩერმა მოახერხა მანჩესტერის ნახევარდაცვის ცენტრში ადგილის დამკვიდრება,და ყველა მნიშვნელოვანი მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. მან სეზონში გოლების ანგარიში გახსნა მანჩესტერულ დერბიში გატანილი დუბლით,მატჩში რომელიც დამთავრდა მანჩესტერ იუნიტედის სამახსოვრო გამარჯვებით ანგარიშით 4–3.მან ორჯერ გაიყვანა იუინაიტედი წინ, სანამ მაიკლ ოუენი გაიტანდა დამატებული დროის მე–6 წუთზე.მას დაიმსახურა მატჩის საუკეთესო მოთამაშის ტიტული ამ მატჩში.21 ნოემბერს ფლეტჩერმა გაიტანა თავისი მესამე გოლი სეზონში, გახსნა რა ანგარიში 3–0 გამარჯვებაში ევერტონის წინააღმდეგ.ამავე სეზონში ფლეტჩერი, ისევე როგორც ქერიქი და პარკი , ასრულებდა მცველის ფუნქციას, რადგან ერთად –ერთი ჯანმრთელი მცველი რომელიც მანჩესტერს ჰყავდა იყო პატრის ევრა.ფლეტჩერი მოედნიდან გააძევეს 2010 წლის 9 იანვარს ბირმინგემის წინააღმდეგ გამართულ მატჩში 2 ყვითელი ბარათის მიღების შემდეგ. 2010 წლის 10 მარტს ფლეტჩერმა გაიტანა მანჩესტერის მეოთხე გოლი ჩემპიონთა ლიგის მერვედ ფინალურ მატჩში მილანის წინააღმდეგ, რომელიც მანჩესტერმა 4–0 მოიგო.ეს მისი ჩემპიონთა ლიგაში გატანილი პირველი გოლი იყო.

დარენ ბარ ფლეტჩერი...

დარენ ბარ ფლეტჩერი..."სანაკრებო კარიერა"


ფლეტჩერმა დაიმკვიდრა შოტლანდიის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ადგილი და გაიტანა თავისი პირველი გოლი ლიტვის წინააღმდეგ მატჩში , რომელიც შოტლანდიამ 2–1 მოიგო.მისმა გოლმა შოტლანდიას ევრო 2004–ს გადათამაშებაში მონაწილეობის საშუალება მისცა. 2004 წლის 26 მაისს, მან უკაპიტნა შოტლანდიის ნაკრებს, როდესაც შოტლანდიამ ამხანაგურ მატჩში დაამარცხა ესტონეთი ტალინში. ამ მატჩის შემდეგ იგი გახდა ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი მას შემდეგ რაც ქვინს პარკ რეინჯერსის ჯონ ლემბიმ უკაპიტნა გუნდს რომელმაც დაამარცხა ირლანდია ანგარიშით 7–2 შაბათს, 20 მარტს 1886. ლემბი მაშინ მხოლოდ 17 წლის და 92 დღის იყო.

დარენ ბარ ფლეტჩერი...

"ნაკრებში გატანილი გოლები"

დარენ ბარ ფლეტჩერი...


"სტატისტიკა"

დარენ ბარ ფლეტჩერი...


"პირადი ცხოვრება"

ფლეტჩერს ჰყავს ტყუპი ბიჭები ჯეკი და ტაილერი(დაბადებული 2007) მის ინგლისელ მეგობარ ქალ ჰეილი გრაისთან.ის ერთ–ერთი იმ ფეხბურთელთაგანია მანჩესტერში და ლივერპულში რომლის სახლიც გაქურდეს .სანამ ის გასვლით მატჩს ატარებდა მის სახლში ყაჩაღები შეიჭრნენ, და დანით დაემუქრნენ გრაისს, სახლი კი გაქურდეს.ეს მოხდა მაშინ, როცა ფლეტჩერი იმყოფებოდა მილანში მანჩესტერ იუნაიტედთან ერთად და ემზადებოდა ჩემპიონთა ლიგის მატჩისათვის ინტერნაციონალეს წინააღმდეგ. ფლეტჩერის მამა დააჯარიმეს სიჩქარის გადაჭარბებისათვის ფლეტჩერის "რეინჯ როვერით" 2008 წლის 27 ნოემბერს.
ფლეტჩერი ჩართულია პროგრამაში რომელიც ხელს უწყობს სმენადაქვეითებული ახალგაზრდების ფეხბურთში ჩართვას. ამ პროგრამას წარმართავს მანჩესტერ იუნაიტედის ფონდი და სმენადაქვეითებული ბავშვების ეროვნული საზოგადოება.


დარენ ბარ ფლეტჩერი...


წყარო: დარენ ბარ ფლეტჩერი...

ავტორი: W.Rooney 10   (13 ოქტომბერი 2011 01:04)
#1

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 525

რეგ.დრო: 29.04.2011

კარგია სგ ავტორ









ავტორი: GioO_o   (13 ოქტომბერი 2011 01:05)
#2

ჯგუფი: User

სიახლეები: 61

კომენტარები: 944

რეგ.დრო: 24.01.2011

W.Rooney10,
სპასიბა მარა კაცურად ესე მალე როგორ წაიკითხეი wink









ავტორი: RED DEVILS   (13 ოქტომბერი 2011 01:05)
#3

ჯგუფი: Staff

სიახლეები: 94

კომენტარები: 6623

რეგ.დრო: 23.12.2009

რაღა ცოტა რამ უკვე პირადულში გადახვედიი lol საღოლ საღოლ მალადეც ავტორ! ამას მერე წავიკითხავ.









ავტორი: Shako Jones   (13 ოქტომბერი 2011 01:06)
#4

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 89

კომენტარები: 2839

რეგ.დრო: 9.01.2011

Fletchhhh <3









ავტორი: Ashley Young 18   (13 ოქტომბერი 2011 01:07)
#5

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 82

კომენტარები: 1604

რეგ.დრო: 23.10.2010

საღოოლ გიშრომია გიოოო fellow

წავიდა კითხვააა... feel









ავტორი: GioO_o   (13 ოქტომბერი 2011 01:09)
#6

ჯგუფი: User

სიახლეები: 61

კომენტარები: 944

რეგ.დრო: 24.01.2011

REDDEVILS,
რა გინდა მშვენივრადაა wink ისე ამის მეტი ვერ მოვიძიე ვიკიპედიაზე... ცოტაც არაა









ავტორი: W.Rooney 10   (13 ოქტომბერი 2011 01:12)
#7

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 525

რეგ.დრო: 29.04.2011

GioO_o,
წინასწარ დავწერე lol









ავტორი: Nixy   (13 ოქტომბერი 2011 01:19)
#8

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 792

რეგ.დრო: 20.12.2009

საღოლ ავტორ









ავტორი: J.Hernandez14   (13 ოქტომბერი 2011 01:20)
#9

ჯგუფი: User

სიახლეები: 137

კომენტარები: 2556

რეგ.დრო: 21.03.2010

საღოლ გიო :) წავიკითხავ :P









ავტორი: ViDa   (13 ოქტომბერი 2011 01:26)
#10

ჯგუფი: Staff

სიახლეები: 439

კომენტარები: 2601

რეგ.დრო: 17.12.2010

საღოოლ გიო მაგარია,ერთი ვიდიჩისიც გააძვრე რა ეგეთიი love









ავტორი: Annoying Avto   (13 ოქტომბერი 2011 01:28)
#11

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 536

კომენტარები: 1678

რეგ.დრო: 21.12.2009

GioO_o,
საღოლ ძმა









ავტორი: GioO_o   (13 ოქტომბერი 2011 01:29)
#12

ჯგუფი: User

სიახლეები: 61

კომენტარები: 944

რეგ.დრო: 24.01.2011

მადლობა love

ViDa
დევს ვიდიჩზე ბიოგრაფია :|










ავტორი: ViDa   (13 ოქტომბერი 2011 01:31)
#13

ჯგუფი: Staff

სიახლეები: 439

კომენტარები: 2601

რეგ.დრო: 17.12.2010

GioO_o,
ცუდიაა :X









ავტორი: Darren Fletcher   (13 ოქტომბერი 2011 01:34)
#14

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 201

კომენტარები: 4079

რეგ.დრო: 31.12.2009

GioO_o
გიწვალია,მაგრამ აქედან საკმაოდ ბევრი რამე მე მედო საიტზე ;))




ავტორი: GioO_o   (13 ოქტომბერი 2011 01:39)
#15

ჯგუფი: User

სიახლეები: 61

კომენტარები: 944

რეგ.დრო: 24.01.2011

DarrenFletcher,
ბიოგრაფია არ გქონდა მითითებული ალბათ და რო ვათვარიელებდი ვერ ვნახე :) წაშალონ მაშინ...









ავტორი: Darren Fletcher   (13 ოქტომბერი 2011 02:01)
#16

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 201

კომენტარები: 4079

რეგ.დრო: 31.12.2009

GioO_o
არ წაშლიან.




ავტორი: GioO_o   (13 ოქტომბერი 2011 02:03)
#17

ჯგუფი: User

სიახლეები: 61

კომენტარები: 944

რეგ.დრო: 24.01.2011

DarrenFletcher,
თუ იდო მსგავსი რა აზრი აქ დებას :) შემდეგში გავითვალისწინებ და ესეთს აღარ დავდებ :)))









ავტორი: [X]ashursky   (13 ოქტომბერი 2011 02:17)
#18

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 103

კომენტარები: 6660

რეგ.დრო: 30.01.2010

ჩემი ადამიანი love

ჰეჰ, რა საყვარელი ცოლი ყავს lol









ავტორი: RED DEVILS   (13 ოქტომბერი 2011 02:33)
#19

ჯგუფი: Staff

სიახლეები: 94

კომენტარები: 6623

რეგ.დრო: 23.12.2009

ციტატა: ViDa
ერთი ვიდიჩისიც გააძვრე რა ეგეთიი

ციტატა: GioO_o
დევს ვიდიჩზე ბიოგრაფია :|

ციტატა: ViDa
ცუდიაა :X


lol lol lol საღოლ lol lol lol









ავტორი: ViDa   (13 ოქტომბერი 2011 03:33)
#20

ჯგუფი: Staff

სიახლეები: 439

კომენტარები: 2601

რეგ.დრო: 17.12.2010

REDDEVILS,
რაა გაცინებს დავითი belay









ავტორი: RED DEVILS   (13 ოქტომბერი 2011 03:44)
#21

ჯგუფი: Staff

სიახლეები: 94

კომენტარები: 6623

რეგ.დრო: 23.12.2009

ViDa,

რა მაცინებსი გამოიტანე აბა დასკვნაი კაცს ეუბნევი ვიდიჩის ბიოგრაფია გააძრეო მაგრად გთხოვო გეუბნევა დევსო და მერე ამბობ ცუდი არისო lol









ავტორი: UTD forever   (13 ოქტომბერი 2011 04:59)
#22

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 8

რეგ.დრო: 1.10.2011

მაგარია ყოჩაგ




ავტორი: RazMa.   (13 ოქტომბერი 2011 14:01)
#23

ჯგუფი: Staff

სიახლეები: 111

კომენტარები: 1312

რეგ.დრო: 8.01.2011

საღოლ საღოლ









ავტორი: irakli MAN UTD   (14 ოქტომბერი 2011 00:02)
#24

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 108

რეგ.დრო: 12.03.2011

კაია ავტორ




ავტორი: Rooney   (16 ოქტომბერი 2011 21:56)
#25

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 60

კომენტარები: 5239

რეგ.დრო: 7.03.2010

love









ავტორი: W.Rooney 10   (3 დეკემბერი 2011 21:55)
#26

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 525

რეგ.დრო: 29.04.2011

მაგარი კაცია










ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.