ეს მანჩესტერის ფორმა არის ადრეული წლების როდესაც ლეგენდალური ჯორ ბესტი თამაშობდა მანჩესტერ იუნაიტედში.
ეს არის კანტონას დროსი მანჩესტერის ფორმა რომელსაც უშვებდა ფირმა UMBRO და ასპონსორებდა SHARP
ეს არის ბექჰემის დრონდელი მანჩესტერის ფორმა რომელსაც უშვებდა ფირმა NIKE და ასპონსორებდა vodafone
2006 წლიდან მანჩესტერს შეეცვალა სპონსორი და გახდა AIG ხოლო მაისურის გამომშვები ფირმა იგივე დარჩა ფირმა NIKE.მანჩესტერის ეს ფორმა თუ დააკვირდებით წააგავს ბესტის დროინდელ ფრომას ზედა მაისურებით. ესეთი სტილის ფორმა მანჩესტერს ეცვა ერთი სეზონი.
2007 წლიდან კი მანჩესტერი გამოდიოდა ასეთი ფორმით 2009 წლამდე.
კლუბის ფორმამოგეხსენებათ, რომ "მანჩესტერს" თავდაპირველად "ნიუტონ ჰითი" ერქვა და კლუბის ფერები მაშინ ყვითელი და მწვანე იყო. 1990-იანი წლების დასაწყისში კლუბის გასვლით ფორმაშიც იყო მწვანე ფერი. 1902 წელს, რადგანაც "ნიუტონ ჰითი" გადაკეთდა "მანჩესტერ იუნაიტედად" გადაწყდა, რომ გუნდს ფერებიც უნდა შეეცვალა. გუნდმა აიღო ალისფერი მაისურები, შავი წინდები და თეთრი შორტები. სწორედ ეს ფორმა, ოღონდ სხვადასხვა ვარიაციებით, აცვია დღემდე.
____1878-1886there is only one1889-1890MAN UNITED1902-1908Rep. of Mancunia1908-1909



ყველაზე თვალსაჩინო გამონაკლისი იყო 1909 წლის ასოციაციის თასის ფინალი "ბრისტოლ სიტის" (Bristol City) წინააღმდეგ, სადაც "იუნაიტედის" ფეხბურთელებს თეთრი მაისური ეცვათ, რომელზეც მხოლოდ წვრილი V იყო წითლად მაისურის მთელ სიგრძეზე. ეს ფორმა 1920 წლამდე გამოიყენებოდა ხოლმე, მაგრამ შემდეგ "მანჩესტერის" ძირითადი ფორმის ფერი ყოველთვის ალისფერია.
1922-1926
"მანჩესტერის" საგარეო ფორმა ძირითადად თეთრი ფერის მაისური, შავი ფერის შორტები და თეთრი წინდებია, თუმცა სხვა ფერის მაისურებიც ბევრჯერ ჰქონია გუნდს.
1903 წლიდან 1916 წლამდე იხმარებოდა ლურჯი თეთრზოლიანი მაისური. 1994-დან 2003 წლამდე მთლიანად შავი ფერისა იყო საგარეო ფორმა, 2000 წელს კი "მანჩესტერს" გასვლით მატჩებზე ემოსა მუქი ლურჯი მაისური, ძალიან წვრილი ჰორიზონტალური ვერცხლისფერი ზოლებით.
1995-96 წლების სეზონის გასვლითი ფორმა იყო ძალიან ლამაზი: მაისური მთლიანად ნაცრისფერი იყო. მაგრამ ეს ფორმა "მანჩესტერს" მხოლოდ რამდენიმე მატჩში ეცვა და შემდეგ არც ჰქონია სურვილი ჩაეცვა, რადგანაც მაგ მაისურით ვერც ერთი მატჩი ვერ მოიგო გუნდმა.
მოხდა ძალიან საინტერესო შემთხვევა: პრემიერლიგის მატჩში "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ "იუნაიტედი" პირველი ტაიმის შემდეგ 0-3 აგებდა, მეორე ტაიმში "იუნაიტედი" ლურჯ-თეთრი ფორმით გამოვიდა მოედანზე, თამაში გააუმჯობესა, მაგრამ მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხა და 1-3 დამარცხდა.
ფეხბურთელების განცხადებით ნაცრისფერი ფორმა მოედანზე კარგად არ ჩანდა, რის გამოც გუნდი ვერ შეთამაშდა და ამან გამოიწვია გუნდის ცუდი შედეგები.
"მანჩესტერ იუნაიტედს" კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ფორმა ჰქონდა: ეს იყო მაისური, რომელიც ორივე მხრიდან იცმეოდა. ერთი მხარე იყო თეთრი, შავი სახელოებითა და ოქროსფერი ზოლით, ხოლო მეორე მხარე იყო ოქროსფერი, შავი ზოლით გაწყობილი. აღსანიშნავია, რომ ეს იყო "მანჩესტერისთვის" სპორტული ტანსაცმლის კომპანია "უმბროს" (Umbro) მიერ შექმნილი უკანასკნელი ფორმა: "მანჩესტერმა" სპონსორი ინგლისური "უმბროდან" ამერიკულ "ნაიკზე" (Nike) გადაცვალა. ზემოთ აღნიშნული ფორმა კი შეიქმნა გუნდისთვის სახელის გადარქმევის 100 წლისთავის აღსანიშნავად. გუნდი ამ ფორმას 2001-02 წლების სეზონში იყენებდა.
"იუნაიტედის" მესამე ფორმა ტრადიციულად ლურჯი ფერისაა იმის აღსანიშნავად, რომ გუნდს 1968 წლის ჩემპიონთა თასის ფინალში სწორედ ლურჯი ფერის ფორმა ეცვა. ეს უკვე ტრადიციად იქცა, მაგრამ გამონაკლისი იყო 1970-იანების დასაწყისი, როდესაც გუნდის მესამე ფორმა იყო ღია ყვითელი. ასევე 1996 წელს "მანჩესტერის" მესამე ფორმა ლურჯ-თეთრ ზოლიანი იყო, რომელიც ფანებს შორის ძალიან პოპულარული გამოდგა და კომპანია "უმბროს" ფავორიტიც გახდა. 2004 წელს კი გუნდს მესამე ფორმად ჰქონდა თეთრი მაისური შავი და წითელი ჰორიზონტალური ზოლებით.
"იუნაიტედი" ხანდახან იმ ფორმას იყენებდა მესამე ფორმად, რომელითაც ვარჯიშობდა. მაგალითად, 1998-99 წლების სეზონში გუნდს მესამე ფორმად ჰქონდა მთლიანად შავი მაისური. აგრეთვე აღსანიშნავია მუქი ლურჯი მაისური ბორდოსფერი გვერდებით, რომელიც გუნდა 2001 წელს გამოიყენა პრემიერლიგაში "საუთჰემპტონისა" და ჩემპიონთა ლიგაში კი ჰოლანდიური "პსვ ეინდჰოვენის" (PSV Eindhoven) წინააღმდეგ.
1983-1984(Adidas)Glory1992-1994(Umbro)Man Utd1996-1998(Umbro) the Theatre2002-2004(Nike)of Dreams2007-2009(Nike)




2007-08 წლების ტრიუმფალურ სეზონში გუნდის საშინაო ანუ პირველი ფორმა იყო წითელი ფერის, ხოლო უკანა მხარეს ჰქონდა თეთრი ვერტიკალური ხაზი, შემოვლებული შავი ზოლით. თეთრი ვერტიკალური ზოლის ბოლოს იყო წარწერა MUFC (ე.?. Manchester United Football Club), ხოლო ამავე ზოლის თავში კი "მანჩესტერის" სიმბოლო, ალისფერი ეშმაკუნა კლუბის გერბიდან.
მაისურის წინა მხარეზე, ცხადია, ეწერა სპონსორის სახელი AIG (American Insurance Group) თეთრად, რომელიც ასევე თეთრ მართკუთხედში იყო ჩასმული და აგრეთვე "ნაიკის" ლოგო (ასევე თეთრად).
მაისურის ქვედა მარცხენა კუთხეში იყო ალისფერი ეშმაკუნა და ზედ თეთრად ეწერა The Red Devils (ალისფერი ეშმაკუნები).
კლუბის ლოგო გამოსახული იყო მარცხენა მხარეს და ჰქონდა თეთრი ფონი.

"მანჩესტერის" საგარეო ფორმა 2007-08 წლების სეზონებისათვის იგივე იყო, ოღონდ შავი ფერის. კლუბის ლოგო იყო შავ ფონზე, ასევე მაისურს ჰქონდა წითელი ზოლი სახელოდან სახელომდე, ხოლო AIG-ისა და "ნაიკის" ლოგოები თეთრად იყო ამოქარგული. მაისურს ასევე ჰქონდა ზოლი უკანა მხარეს იმის აღსანიშნავად, რომ გუნდმა 2006-07 წლების სეზონში პრემიერლიგა მოიგო.
2008 წლის 12 თებერვალს პრემიერლიგის მატჩში "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ "იუნაიტედი" განსაკუთრებული ფორმით გამოვიდა. როგორც იცით 1958 წლის 6 თებერვალს მოხდა. ტრაგედიის 50 წლისთავზე გამართულ ამ მატჩში "იუნაიტედის" მოთამაშეები იმ სახის ფორმით გამოვიდნენ, როგორებიც იმ დროის მანჩესტერელებს ეცვათ.
კაპიტანი გარი ნევილი და ვიცე-კაპიტანი გიგზი მემორიალურ ფორმაში
გუნდის წლევანდელი ფორმები ბევრად არ განსხვავედება შარშანდელი ფორმებისგან. ერთ-ერთი იშვიათთაგანი განსხვავება არის ის, რომ მთავარი ფორმის წითელ მაისურს სახელოების ბოლოს მოშორდა თეთრი ზოლი.
(2009-10) სეზონის პირველი ფორმა
როგორც იცით ეს ფორმა მიეძღვნა ოლდ ტრაფორდის 100 წლის თავს და ზუსტად ისეთივეა როგორიც მანჩესტერის ფეხბურთელებს 1909-1910 წლებში ეცვათ მაისურს შუაში შავი ზოლი აქვს ხოლო გუნდის გერბი გულის მხარესაა აგრეთვე მაისურს აქვს იარლიყი სადაც აწერია The Theatre of Dreams Since 1910
ფორმა დაამზადა კომპანია Nike Dri-Fit რომელმაც შექმნა ახალი დიზაინი რათა ფეხბურთელისთვის უფრო კომპორტული მოსახმარებელი იყო მაისურს აქვს სპეციალური საჰაერო რომელიც უფრო კომფორტულს და მოსახერხებელს ხდის,ფორმის ქვედა ნაწილი თეთრი ფერია და გვერდებზე წითელი კანტი აქვს მარჯვენა მხარეს იუნაიტედის გერბი ამშვენებს ხოლო მარცხნივ ნაიკის
(2009-10) სეზონის მეორე ფორმა
მიმდინარე სეზონის (2010-11) პირველი ფორმა
როგორც ვიცით მანჩესტერ იუნატედმა გამუშვა ახალი საშინაო ფორმა რომლითაც მთელი სეზონი ითამაშებს ეს ფორმა არის ძალიან ლამაზი მოსახერხებელი და უმაღლესი ხარისხით დამზადებული. ეს ფორმა დამაზადებულია მანჩესტერ იუნატედის 1970 წლის მოდელის მიხედვით. ეს ფორმა დაამაზადა ნაიკმა.
მიმდინარე სეზონის (2010-11) მეორე ფორმა