ბელგიელმა ვუნდერკინდმა ბრაზილიური ფესვებით, ანდრეას პერეირამ, ისაუბრა იმაზე, თუ როგორ მიიღო გადაწყვეტილება "მანჩესტერში" გადასვლაზე. ის პირველ იანვარს 16 წლის გახდება და "წითლებთან" კონტრაქტს მოაწერს ხელს.
– დიდი მადლობელი ვარ პსვ–სი რადგან მათ მომცეს შანსი, რომ გამომევლინა ჩემი შესაძლებლობები.უეჭველია, რომ "მანჩესტერი" დიდი კლუბია!ჩემით დაინტერესებულნი იყვნენ სხვა ბრიტანული კლუბებიც, მაგრამ მე "იუნაიტედი" ვარჩიე რადგან სწორედ ეს გუნდია ჩემი ოცნების გუნდი.
მე რამდენჯერმე ჩამოვედი ქალაქ "მანჩესტერში".ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ამის შემდეგ კი სერ ალექსს ვესაუბრე. 15 წლის ასაკში საუბარი ფერგიუსონთან – ეს წარმოუდგენელია.ვფიქრობ, ახალ ქვეყანაში ადაპტირებას მალე გავივლი და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.პსვ–ში მე ვთამაშობდი 16 წლამდელთა გუნდში, "მანჩესტერში" კი უკვე 19 წლამდელებში ვითამაშებ. – განუცხადა ანდრესმა ჰოლანდიულ პორტალს – Voetbalprimeur.nl
იგი ასევე იტყობინება, რომ მან უარი "მილანს","ბარსელონას","ბავარიას", "ინტერს" და "რეალს" უთხრა.
წყარო:manutd.ru
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.