სერ ალექს ფერგიუსონმა ''ბლექბერნის'' დაცვა შეაქო, მაგრამ ამავე დროს იმედგაცრუებულია თავისი გუნდის შეცდომებით, რამაც ''მანჩესტერ იუნაიტედს'' წაგება მოუტანა ახალი წლის დასასრულს. სერ ალექს ფერგიუსონის გუნდმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო, მაგრამ ათი წუთის შემდეგ მათ მესამე გოლი გაუშვეს და წააგეს.
''ეს ძალიან დიდი იმედგაცრუებაა.ამას არავინ ელოდა. ჩვენ ორი საშინელი გოლი გავუშვით, და ასეთ მატჩებზე შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქ. მართალია ''ბლექბერნი'' ბოლომდე იბრძოდა, ისინი ძალიან კარგად იცავდნენ კარებს, მატჩის ბოლომდე. მაგრამ თუ ჩვენ ასეთ გოლებს გავუშვებთ, მაშინ მათ შანსი მიეცემათ მოგებსთვის. ჩვენთვის ძნელი იყო გუნდური რითმის დაჭერა. ბოლო კვირა ჩვენთან სულ წვიმდა და ამან მოედანი ძალიან მძიმე გახადა. და ამიტომაც იყო ჩვენთვის გრძელი პასის გაკეთება სისწრაფეში. მეორე ნახევარში ჩვენ ანგარიში გავათანაბრეთ (2:2) და მე ვფიქრობდი, რომ ჩვენ ამ მატჩს მოვიგებდით, მაგრამ პირიქით აღმოჩნდა. ახლა ჩვენ ძალიან ბევრი ტრავმირებული გვყვავს, და მე რისკზე წავედი და ანდერსონი შემოვიყვანე მოედანზე. ის ძალიან კარგად ვარჯიშობდა ბოლო 10 დღე, მაგრამ ეს იყო მისი პირელი თამაში ტრავმის შემდეგ, და ძალიან გაუძნელდა. ანდერსონმა ჩვენ არ შეგვარცხვინა, ის აკეთებდა ყველაფერს, რაც შეეძლო. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ ბევრად უკეთესად შეგვიძლია თამაში, ვიდრე დღეს. ჩვენ ასეთი თამაშები არ გვექნება, როგორც დღეს გვქონდა. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ტიტულისთვის ვიბრძოლებთ.
წყარო: manutd.ru
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.