
ფერგიუსონს გული დასწყდა, იმის შემდეგ რაც მისმა გუნდმა ''ენფილდზე'' მარცხი განიცადა. თითქმის მთელი მატჩი ''წითელი ეშმაკები'' ბურთს ფლობდნენ. დანიელ აგერმა 21-ე წუთზე მასპინძლები წინ გაიყვანა, ხოლო პარკმა პირველი ტაიმის დასრულებამდე ექვსი წუთით ადრე ანგარიში გაათანაბრა. ყველაფერი მიდიოდა იმაზე, რომ მოწინააღმდეგეები ერთმანეთს ''ოლდ ტრაფორდზე'' შეხვდებოდნენ, მაგრამ მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე დირკ კუიტმა საბოლოო წერტილი დაუსვმა ამ შეხვედრას და გუნდი ფინალში გაიყვანა.
''მე არ ვიცი როგორ წავაგეთ ეს მატჩი. ზოგადად, ჩვენ ძალიან კარგად გამოვიყურებოდით. თუმცა ინგლისის თასზე ეს შესაძლებელია, როდესაც ერთი გუნდი თითქმის მთელი მატჩი გიტევს, მაგრამ მოულოდნელად ზუსტად ის გუნდი მარცხს განიცდის. ჩვენ არაერთხელ შევხვედრივართ ასეთ სიტუაციას. კუიტის გოლი ცუდი იყო იმ მხრივ, რომ ჩვენ ამას არ ვიმსახურებდით. მე კმაყოფილი ვარ ჩემი ფეხბურთელებით. ისინი ძალიან კარგად მოქმედებდნენ, ჰქონდათ უპირატესობა და აჩვენეს ძალიან კარგი სანახაობრივი ფეხბურთი. ისინი მარცხს არ იმსახურებდნენ. ჩვენ უკეთესი გუნდი ვიყავით და გამარჯვებას ვიმსახურებდით. მაგრამ ინგლისური ფეხბურთი, ყოველთვის სახიფათოა. რა თქმა უნდა დამარცხება ჩვენთვის დიდი დარტყმა იყო. ორივე გოლის აცილება თავისუფლად შეიძლებოდა. ჩვენ ნამდვილად არ ვართ ასეთ ეპიზოდებში ძლიერები, პირველ შემთხვევაში, მეკარესთან ძალიან ბევრი მცველი იყო, ხოლო მეორე შემთხვევაში ''ლივერპულს'' გაუმართლა. ჩვენ ძალიან კარგად ვაკონტროლებდით ბურთს, ბურთის გარეშე მოძრაობა არაჩვეულებრივი გვქონდა, პარკის გოლის დროს, შეტევა შესანისნავი გამოვიდა. მეორე ტაიმში გამარჯვებისკენ ვიბრძოდი და ამიტომაც შემოვიყვანე მოედანზე ჩიჩარიტო. ის ძალიან სწრაფად მოქმედებს და დიდ პრობლემებს უქმნის მცველებს. მოითმინო ასეთი მარცხი, მერწმუნეთ, ნამდვილად ძალიან რთულია''.
წყარო: manutd.ru