
''სტოკ სიტისთან'' გასამართ მატჩზე ფერგიუსონმა მოწინააღმდეგე გუნდზე ისაუბრა და ასევე კომენტარი გააკეთა თუ რა ელის გუნდს უახლოეს მომავალში.
''თქვენ იცით, რომ ტონი პულის გუნდი 100% ით ასრულებს დავალებას. ისინი მოედანზე ბოლომდე იბრძვიან. მე ყოველთვის მომწონდა მათ წინააღმდეგ მატჩის ჩატარება. როდესაც ''უიმბლდონი'' პრემიერ ლიგაში პირველად გადმოვიდა, არავის სურდა მათ წინააღმდეგ მატჩის ჩატარება, მაგრამ მე და ჩემ ბიჭებს ყოველთვის მოგვწონდა მათთან თამაში, ისინი ყოველთვის ცდილობენ რომ მოწინააღმდეგე გუნდს ბურთი ფეხში არ დააჭერინონ, არამედ პირიქით თვითონ სურთ ბურთის კონტროლი. რა თქმა უნდა ''სტოკი'' განსხვავდება იმ ''უიმბლდონისგან'' მაგრამ მათ ერთი საერთო რამ აქვთ - არასდროს დანებდნენ! ისინი ყოველთვის იბრძვიან ბოლომდე და ამიტომაცაა მათთან მატჩის ჩატარება სასიამოვნო.
''სტოკ სიტისთან'' მატჩის შემდეგ სერ ალექს ფერგიუსონის გუნდს გასვლაზე ''ჩელსისთან'' უწევს მატჩის ჩატარება შემდეგ ''ლივერპულთან'' ''ოლდ ტრაფორდზე'' და ორი გასვლითი მატჩი ''ნორვიჩთან'' და ''ტოტენჰემთან''.
''ჩვენ ძალიან რთული გრაფიკი გველოდება. როდესაც მე პირვლეად გრაფიკს გავეცანი, იანვრის და თებერვლის შუა რიცხვები ძალიან საშიში მოჩანდა. მაგრამ ჩვენ წლების განმავლობაში საკმარისად გვქონდა ასეთი პერიოდები, სადაც აუცილებლად უნდა მოგვეგო და ახლაც ეს დავალებაა შესასრულებელი.
წყარო: manutd.ru