
ანდერს ლინდეგაარდის და დავიდ დე ხეას არყოფნაში, სერ ალექს ფერგიუსონი იძულებული გახდა კარში 21 წლის ინგლისელი ბენ ამოსი ჩაეყენებინა. ამ უკანასკნელმა "სტოკთან" მატჩში კარი სუფთად შეინახა და მზადაა "სტემფორდ ბრიჯზეც" იგივე გააკეთოს თუ მისი კონკურენტები ვერ გამოჯნმრთელდებიან 5 თებერვლმადე. "მე დიდი ხნის განმავლობაში ველოდი ჩემს შანს და მა მადლობა ღმერს ეს დროც დადგა." თქვა ბენ ამოსმა. "მე ვფიქრობ რომ საკმაო დონეზე ვდგავარ, რათა "იუნაიტედის" კარი დავიცვა. არსებობდა ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორი იმისა რომ მე ძირითადში ვერ ვხვდებოდი, მაგრამ მომეცა შანსი და მე ბედნიერი ვარ რომ ეს შანსი გამოვიყენე. თქვენ ხედავთ რომ ბევრი გამოუცდელი მეკარე თავს ფსიქოლოგიურად იტვირთავს და ამის გამოა ხშირად უაზროდ გაშვებული გოლები. მე ეს აზრი დამტრიალებდა თავში მთელი მატჩის განმავლობაში. არ მინდოდა მსგავსი შეცდომა დამეშვა და მგონი კარგადაც შევასრულე საკუთარი თავისგან დაკისრებული ვალდებულება. სიმართლე გითხრათ მინდოდა ყველა ჩემი გადადგმული ნაბიჯი მოედანზე გუნდისთვის პოზიტიური ყოფილიყო. ეხლა მე რაც შემიძლია არის ის რომ, დაველოდო მორიგ შანს და შევინარჩუნო კარები "მშრალად". გუნდში გადაწყვეტილებებს სერ ალექსი იღებს და მე მზად ვარ ჩემ ორ კონკურენტს ვაიძულო უკეთ თამაში, რათა არ დაკარგონ საკუთარი ადგილი გუნდში. მე მათ დიდი სიამოვნებით გავუწევ კონკურენციას." დაამატა ამოსმა.
შეგახსენებთ რომ 21 წლის ინგლისელს არ მოუწია ხშირად თამაშში ჩართვა "სტოკის" წინააღმდეგ, თუმცა ის მაინც კმაყოფილია თავისი თავით.