გავლენიანი გამოცემის, The Mirror -ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედის" დანიელი მეკარე, ანდერს ლინდეგაარდი 4 კვირას იუქმებს. როგორც მოგეხსენებათ, ლინდეგაარდმა ტრამვა "სტოკ სიტისთან" გასამართი მატჩის ვარჯიშზე მიიღო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ანდერსი გუნდს ვერ დაეხმარება "ჩელსისთან" , "ლივერპულთან", "ნორვიჩთან" და შესაძლებელია "ტოტენჰემთანაც".
ლინდეგაარდის მსგავსად ტრამვა დე გეამაც მიიღო, რომელიც საბედნიეროდ არ აღმოჩნდა სერიოზული, მას შეუძლია ითამაშოს კვირას "სტემფორდ ბრიჯზე", "ჩელსის" წინააღმდეგ
წყარო:manutd.ru