"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი ეშლი იანგი, რომელსაც მუხლზე პობლემები ჰქონდა ბრუნდება.
"სანამ ეშლი იანგი ტრავმას მიიღებდა ფულემთან მატჩში, რამდენიმე თამაშით ადრე ეტყობოდა, რომ დაღლილი იყო, ის ისეთი აღარ იყო როგორც სეზონის დასაწყისში. მე ძალიან მოხარული ვიყავი მისი თავდაპირველი ფორმით, მაგრამ რაც დაღლა დაეწყო მივხვდი, რომ დასვენება სჭირდებოდა, მას ტრავმა რომ არ მიეღო ჩვენ მაინც დავასვენებდით. ის ახლა მთლიანად განტვირთული და დასვენებულია. მისი სავარჯიშო ფორმა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ნამდვილად კარგია. ფეხბურთელები როცა მოედანს უბრუნდებიან ყოველთვის კარგია".
წყარო:ManUtd.Com