"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველი, რიო ფერდინანდი განცხადებას აკეთებს მისი ძმის გრძნობაზე, როდესაც მას "ჩელსის" კაპიტანმა, ჯონ ტერიმ რასისტული შეურაწყოფა მიაყენა.
"ჩემს ოჯახს ძალიან უჭირდა,-ციტირებს ფერდინანდის სიტყვებს Daily Mail-ი-ჩემი ძმა არავის არ აყენებდა შეურაწყოფას, მაგრამ თვითონ ყოველთვის უხდებოდა შეურაწყობის ატანა უტვინო ხალხისაგან.მე ანტონის გაზრდაში დიდი მონაწილეობა მივიღე.მე ყოველთვის ვაქცევდი ყურადღებას მას, რთულ მომენტებში კი გვერდში ვედექი.ვიმედოვნებ, ამ ინციდენტის შემდეგ ისეთი ადამიანები, როგორიცაა ტერი ჯერ დაფიქრდებიან სანამ რაიმეს იტყვიან."
შეგახსენებთ, ტერის ბრალი მიუძღვის რასისტული გამოთქმების გამოყენებაში "ქუინზ პარკ რეინჯერსის" მცველის, ანტონ ფერდინანდის მიმართებაში.ამ შემთხვევის შემდეგ ტერის ნაკრებში კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს, ამის საპასუხოდ კი ჯონიმ ინგლისის ნაკრები დატოვა.
წყარო:manreds.com