"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველი და კაპიტანი, პატრის ევრა გაკვირვებულია ტრავმირებულების რიცხვით მის გუნდში.
"უბრალოდ წარმოუდგენლია, რომ გუნდში ბევრი ფეხბურთელი ტრავმირებულია.მე იშვიათად მესმის სხვა კლუბების წუხილი რომელიმე ფეხბურთელის დაკარგვის გამო, მაგრამ ჩვენთვის ასეთი ფუფუნება წარმოუდგენელია-ჩვენ ხომ უძლიერესი ფეხბურთელი, ნემანია ვიდიჩი სეზონის ბოლომდე დავკარგეთ."
"ტრავმების მიუხედავად ჩვენ მაინც ვიბრძვით ჩემპიონობისთვის და ვცდილობთ პირველ ადგილზე გადასვლას.ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ გამარჯვებულის მენტალიტეტი და ბრძოლის ჟინი გვაქვს.ეს ყველაზე მნიშვნელოვანია გუნდურ კოლექტივში.არაა მნიშვნელოვანი, თუ რა გველოდება საბოლოოდ და ამის გამო არ ღირს თავის მართლება.სამუშაო ჯერ არ დამთავრებულა, ის ახლა იწყება."-განაცხადა ფრანგმა "მანჩესტერის" ტელევიზიასთან საუბრისას.
წყარო:manreds.com