
პრესკონფერენციაზე სერ ალექს ფერგიუსონმა განმარტა, თუ რატომ დატოვა ''მანჩესტერში'' რაიან გიგზი ბერბატოვი და ევრა.
''რაიან გიგზი და დიმიტარ ბერბატოვი ტრავმირებულები არიან, ხოლო პატრის ევრასთვის დასვენება ვარჩიეთ. წინა კვირა ევრასთვის ძალიან ემოციური გამოდგა, ვფიქრობ, რომ ჩვენ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ის ინგლისში დავტოვეთ. თუმცა ჩვენ მაინც ძლიერი შემადგენლობით ჩამოვედით. რაიანმა ''ლივერპულთან'' მატჩში მიიღო ტრავმა, ხოლო დიმიტარ ბერბატოვმა კვირას ვარჯიშზე. თავდასხმაში უეინ რუნის, ჩიჩარიტოს და უელბეკის დაყენება შემიძლია. ასე, რომ თავდასხმაშთან დაკავშირებით პრობლემები არ მაქვს. ასევე ეშლი იანგის და ლუის ნანის დაყენება შემიძლია თავდასხმელის უკან. ჩვენ გადავწყვიტეთ და ბერბატოვი ინგლისში დავტოვეთ. მას ძალიან სერიოზული ტრავმა არ მიუღია, მატჩის ჩატარებას შეძლებდა, მაგრამ რისკზე ვერ წავედი და ამიტომაც არ წამოვიყვანე.
ფერგიუსონსმა ასევე განაცხადა, რომ მას ევროპის ლიგის მოგება სურს.
''ჩვენ ევროპის ლიგაზე თავს დისკომფორტულად არ ვგრძნობთ. ჩვენ ამ ტურნირის მოგებას შევეცდებით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რათა ევროპის ლიგა მოვიგოთ. ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფურ ეტაპზე ჩარჩენას არ ველოდით, და ახლა გვაქვს შანსი რათა შეცდომები გამოვასწოროთ. ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან კარგ ფორმაში ვიმყოფებით. ჩვენ ტრავმირებული ფეხბურთელები გვიბრუნდებიან და ეს შესანიშნავია. შევეცდები ყველა მატჩში უძლიერესი შემადგენლობა დავაყენო, ვფიქრობ, რომ ფეხბურთელებს, რომლებიც ჩემს განკარგულებაში არიან, წესით და რიგით ევროპის ლიგის გამარჯვება არ უნდა გაუჭირდეთ.
''ჩვენ ყველა ჩვენ მოწინააღმდეგეს პატივს ვცემთ. ''ბაზელმა'' ჩვენ ძალიან კარგი გაკვეთილი ჩაგვიტარა. ნებისმიერ ევროპის ლიგის გუნდს შეუძლია პრობლემები შეგვიქმნას. აიაქსის ისტორია ძალიან მხიბლავს, და პატივს ვცემ მათ. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც, არის მათ თავისი ფილოსოფიის შენარჩუნება მოახერხეს. ისინი იგივე სტილში, ტაქტიკით თამაშობენ, ეს უბრალოდ შესანიშნავია!
''მე არ მაქვს ჰოლანდიურ გუნდებთან ისტორიული დაპირისპირებები, მაგრამ ვიცი რომ ძალიან მაღალი დონეა. ნებისმიერი ჰოლანდიელი სპეციალისტი გეტყვით, რომ ერთადერთი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მათი საუკეთესო ფეხბურთელები ძალიან მალე ტოვებენ ქვეყანას. სამწუხაროდ, ეს ყველა ჰოლანდიურ გუნდში ხდება, მაგრამ ისინი მაინც განაგრძობენ ფეხბურთელების ზრდას და ზრდას.
სერ ალექსმა უარყო ჭორები იმის შესახებ, რომ თითქმის პოლ სქოულზი მზად არის ''იუნაიტედში'' არამარტო ერთი წლით დარჩეს, არამედ ინგლისის ეროვნულ ნაკრებში დაბუნდეს.
'' სქოულზის უბრალოდ სიტყვებით აღწერა ჩემთვის ძნელია. გასულ შაბათს, ის წარმოუდგენელი იყო! მას შემდეგ ჩვენ ვისაუბრეთ და ვუთხარი, რომ სეზონში მას 25-30 მატჩს ვათამაშებ, მაგრამ მან მითხრა, რომ ეს მისთვის საკმარისი არ იქნება. ასე, თუ ისე ფეხბურთელი, რომელიც 37 წლის ხდება, მას ისეთ მაღალ დონეზე აღარ შეუძლია თამაში. მიუხედავად ამისა, როდესაც სქოულზმა გუნდში დაბრუნება გადაწყვიტა, მე მას უარი ვერ განვუცხადე, მე ეს გააწყვეტილება დიდი სიხარულით მივიღე. მე არაფერ ნეგატიურს ვხედავდი ამაში, რომ მან კარიერის განახლება გადაწყვიტა, სანამ ის კარიერას განაახლებდა, ის ძალიან ბევრს ვარჯიშობდა. ის მიხვდა, რომ მან შეცდომა დაუშვა. ის განახლებული, საუცხოო ფორმაში დაბრუნდა. ეს ძალიან მოულოდნელი იყო. სქოულზი ''იუნაიტედში'' ისეთ როლს თამაშობს, როგორიც ხავი ''ბარსელონაში''.
ბოსმა ასევე განაცხადა, რომ პოლი კარგ ნაბიჯს არ გადადგავდა თუ ის ინგლისის ნაკრებში დაბრუნდებოდა, რადგანაც ზაფხულში მას დასვენება არ მოუწევს.
''ბოლო დროს მან უარი განაცხადა მსოფლიო ჩემპიონატზე, რადგანაც თვლიდა რომ ის ამისთვის დაბერდა. ის გრძნობა, რომ გუნდს ადვილად ვერ შეეჩვეოდა. მას შემდეგ 2 წელი გავიდა, და ნაკრებში დაბრუნება შვიდი წლის არ ყოფნის განმავლობაში - ეს სერიოზული ნაბიჯია!
''რაც შეეხება სქოულზის კიდევ ერთი წლით დარჩენა გუნდში, ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ არ გვისაუბრია, თუმცა მისი ფორმით და შესაძლებლობისა, მე ვერ ვხედავ მიზეზებს - თუ რატომ არ შეიძლება მან ითამაშოს ჩვენთან კიდევ ერთი წელი!
წყარო: manutd.ru