,,მანჩესტერ იუნაიტედმა" გადაწყვიტა, რომ ნანის ახალი კონტრაქტი შესთავაზოს და კვირაში 130.000 ფუნტამდე გაუზარდოს ხელფასი.
Sun - ის განცხადებით პრემიერ ლიგის ჩემპიონები აწარმოებენ მოლაპარაკებას პორტუგალიელთან განახლებული 4 წლიანი ხელშეკრულების გასაფორმებლად კვირაში 130.000 ფუნტით.
,,მანჩესტერის" მოგება ბოლო 6 თვის განმავლობაში შეადგინა 175 მლნ ფუნტი, ასევე შემცირდა დავალიანება 508 მლნ-დან 439 მლნ-მდე.
24 წლის ფეხბურთელს 2 წელში უმთავრდება კონტრაქტი და მისი ამჟამინდელი ხელფასი 90.000 ფუნტია კვირაში.