
როგორც იცით, გარი ნევილმა რომელმაც ეხლახან დაასრულა თავისი საფეხბურთო კარიერა, ჟურნალისტობას შეუდგა. მას უკვე თავისი ადგილი აქვს Daily Mail_ში და დაწერა საკუთარი წიგნი სახელად : "Red: My Autobiography". წიგნი ძალიან საინტერესოა და ბევრად ჯობია იმ ფეხბურთელების ბიოგრაფიებს, რომლებიც ამაში ფულს შოულობენ.გარი ცდილობს საკუთარი კარიერის ყოველ მონაკვეთზე გვიამბოს.ესეთი გულრწფელი ავტობიოგრაფია ჯერ არც კი დაწერილა.
ჩაქვრა შუქი.უეცრად ოლდ ტრაფორდის გასახდელში დაიწყო ტელევიზორის შიშხინი და ეკრანზე ჩემს თვალ წინ გაირბინა მთელმა ჩემმა კარიერამ.
ის, თუ როგორ გამომყავს გუნდი მოედანზე კაპიტნის სამკლაურით, ავღნიშნავ ყოველ გამარჯვებას რუნისთან, სკოულზთან და ბექსთან ერთად, ასევე იმ ვიდეოში ნაჩვენებია ჩემი გოლები (ალბათ მათი მოძებნა ავტორს ძალიან გაუჭირდებოდა) და რა თქმა უნდა ფერგის არაჩვეულებრივი სიტყვები "დიდი მადლობა, შვილო".მე გადავწყვიტე, რომ ყველა გუნდის წევრი გასახდელში შემეკრიბა და ისე გამომეცხადებინა მათთვის, რომ კარიერას ვასრულებდი.ჩვენ ყველა ვთამაშობთ ფეხბურთს და გვიყვარს სპორტის ეს სახეობა, მაგრამ უმეტესად საუკეთესო მოგონებები გასახდელს უკავშირდება.ეს ის ადგილია, სადაც ჩვენ ერთმანეთს ვუზიარებდით საკუთარ აზრებს, ადგილი სადაც ვხუმრობდით და ვღნიშნავდით ყოველ გამარჯვებას.ამბობენ, რომ არიან იმ ფეხბურთელთა კატეგორიებიც, რომლებიც კარიერის ასრულების შემდეგ დეპრესიაში ვარდებიან და ცხოვრებაში ახალ მიზანს ვერ პოულობენ.მგრამ მე არ მეშინოდა კარიერის დასრულების, როდესაც ამ ჩანაწერს ვუყურებდი მე მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, თუ როგორ გამიმართლა.მთელი ჩემი ცხოვრება "იუნაიტედში" ვთამაშობდი, მსოფლიოში უდიდეს გუნდში.ნებისმიერს ჩვენთაგანს აქვს მიზანი, ჩემი ცხოვრების მიზანი კი "იუნაიტედი" იყო.ჩვენს შეხვედრებზე ბევრჯერ დავკირვებულვარ ბანერს, რომელიც დაახლოებით უკვე 15 წელიწადია არსებობს - "იუნაიტედი, შვილები, ცოლი".ზუსტად ესეთი სათაურით მინდოდა დამეწერა ეს წიგნი და მერწმუნეთ ჩემს ცოლს სულაც არ გაჰკვირვებია.ეს გუნდი მთელი ჩემი ცხოვრება იყო.აქ მე ერთგული მეგობრები გავიჩინე "ბექსი, სკოულზი, ბატი და სკოულზი."ბავშვობიდანვე მე მწვრთნიდა მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი.ვხედავდი, თუ როგორ ქმნიდა "იუნაიტედთან" ერთად ისტორიას.მე ვთამაშობდი გუნდის ისტორიის საუკეთესო პერიოდში და კარიერის მიწურულში მათთან ერთად რეკორდული მე-19 ტიტული მოვიგე.ვის შეეძლო ამის წარმოდგენა, რომ "მანჩესტრი" ამდენს მიაღწევდა.ჩემი დებიუტი 1992 წელს შედგა და გუნდს, მხოლოდ 7 ჯერ ქონდა ტიტული მონაგები.ჩემი კარიერიდან არაჩვეულებრივი მოგონებები დამრჩა, თუმცა იყო ცუდი მომენტებიც.უამრავი წარმატებებისა და რამოდენიმე ჩავარდნების შემდეგ, მე მივხვდი, თუ რამდენს ნიშნავს ამ გუნდის ფორმის ტარება.როდესაც "იუნაიტედში" თამაშობ, შენ არ გაქვს უფლება უკმაყოფილო დარჩე ამ გუნში გატარებული რომელიმე დღით. ამ სიტყვებს ყოველთვის ვეუბნებოდი ახალწვეულ ფეხბურთელებს.თუ შენ ფიქრობ, რომ საქმე ძალიან ცუდად არის, უბრალოდ დახედე იმ ადგილს, სადაც "იუნაიტედის'' ემბლემაა და მიხვდები, რომ ამ გუნდში გატარებული ყოველი დღე უდიდესია.ამას საკუთარი გამოცდილებით გეუბნებით, "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორმა 20 წელიწადი ვატარე და ყოველი გატარებული დღე ჩემთვის დაუვიწყარია.
გაგრძელება იქნება ...