
ნევილების ოჯახი არაფრით არ განსხვავდებოდა იმ ოჯახებისაგან, რომლებიც ქალაქ ბიორში ცხოვრობდნენ.ჩვენ, როგორც სხვა დანარჩენი მეზობლები გავიზარდეთ პატარა ორ სართულიან სახლში.დავიბადე 18 თებერვალს 1975 წელს.მე უფროსი ვიყავი და ტყუპები "ტრეისი და ფილი" დაიბადნენ ორი წლის შემდეგ.ჩვენ, ჩვეულებრივი ოჯახი ვიყავით.ჩემი შთამომავლობიდან სპორტსმენი არავინ არ ყოფილა, მაგრამ ჩვენ სამივემ ერთად 218 მატჩი ჩავატარეთ ინგლისის ნაკრებში ნეტბოლით და ფეხბურთით.ტრეისიმ ნაკრებში 74 მატჩი ჩაატარა, სანამ პრობლემები შეექმნებოდა ჯამრთელობასთან.ფილმა 59 მატჩი და დღეესაც შეუძლია მათ დაეხმაროს.რაც შემეხება მე, ნაკრებში 85 მატჩი ჩავატარე და მონაწილეობა მივიღე ხუთ უდიდეს საერთაშორისო ტურნირზე.შეიძლება, სხვა ოჯახები-ძმები მარეისები, დები ვილიამსები და მსოფლიოში ცნობილი გვარი ჩარტლონი - შეუძლიათ ნახონ ბანალური ახსნა იმისა, თუ როგორ მიაღწიეs მათ ამხელა წარმატებას სპორტში.რაც შეეხება ნევილების ოჯახს, შემიძლია მხოლოდ უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩემს მშობლებს, რომლებმაც სპორტის სიყვარული ჩასახეს ჩვენში და დაგვეხმარეს წარმატების მისაღწევად.მე ხშირად მეკითხებიან, თუ ვინ არის ჩემი კუმირი და მე ყოველთვის ვპასუხობ, რომ მე მხოლოდ ერთადერთი ფეხბურთელი მივარს - ბრაიან რობსონი, მაგრამ სინამდვილეში ჩემი გმირები დედა და მამაა.ისინი არაჩვეულებრივი მშობლები იყვნენ, ახლა ისინი შესანიშნვი ბაბუა ბებია არიან.ყველა ჩვენ წარმატებას, მხოლოდ მათ უნდა ვუმადლოდეთ.ისინი არასდროს არ ყოფილან პროფესიონალური სპორცმენები, მაგრამ გიჟდებოდნენ, როდესაც საქმე ფეხბურთს ან სპორტის სხვა სახეობას ეხებოდა.დედაჩემი ახალგაზრდობაში ნეტბოლსა და ჰოკეის თამაშობდა, ჩვენ ყოველთვის დავდიოდით მასთან ერთად და საშუალება გვეძლეოდა იმისათვის, რომ მასთან ერთად გვევარჯიშა.მამაჩემი კი კრიკეტს თამაშობდა.როდესაც ჩვენ ვიზრდებოდით, მამაჩემი სატვირთო მანქანის მძღოლი იყო და ტვირთი ჩვენი ქალაქიდან ოლდჰემამდე გადაქონდა.ის სახლს დილით ადრე ტოვება, იმისათვის რომ ტვირთი უცებ ჩაეტანა დანიშნულ ადგილს და დარჩენილ დროში სპორტის რომელიმე სახეობით დაეკავა თავი.როდესაც ჩვენ უკვე გავიზარდეთ ის მამაჩემი ყოვეთვის გვეჩხუბებოდა, რომ :"გაიღვიძე, საქმეს მიხედე, ნუ ზარმაცობ, დროს ტყვილად ნუ კარგავ.მე ყოველთვის ადრე ვდგები და არასდროს არ ვჩერდები საწოლში დიდხანს, როცა მღვიძავს.მშობლები ასევე გვასწავლიდნენ, რომ ერთმანეთის მიმართ სიყვარული გამოგვემჟღავნებინა ერთმანეთის მიმართ.ბავშვობაში ხანდახან ვჩხუბობდით, მაგრამ შემდეგ მივხვდით, რომ ოჯახზე მთავარი არაფერი არ არის.ჩვენ გვიყვარდა ერთმანეთი.ეს კავშირი დაუნგრეველია იმიტომ, რომ ეს ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.ჩვენ ხომ, იმის გარდა რომ პატრნიორები ვიყავით, ერთმანეთის წინააღმდეგ ვბრძოლობდით შემადგენლობაში მოსახვედრად.შემიძლია ვთქვა, რომ ოჯახი ყოველთვის პირველი იქნება ჩვენთვის.ოთახში ერთად ვცხოვრობდით, სანამ მე აქტიურად არ დავიწყე თამაში ძირითად შემადგენლობაში.ალბათ თქვენ ფიქრობთ, რომ მე საკუთარ ძმას ჩემს ჭკუაზე ვატარებდი, მაგრამ არა, ძმობის გარდა კიდევ ერთი მიზეზი გვაკავშირებდა, ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვიყავით ერთმანეთისათვის.ადამიანები ერთმანეთისაგან საკუთარი ბუნებით განსხვავდებიან, მაგრამ ყოველთვის მეგობრული ოჯახი იყო.მამაჩემი სასმელის გიჟია და ძალიან ბევრი ლაპარაკი უყვარს, მაგრამ სახლში იშვიათად ვერთობოდით.როგოც იცით "ჩემი სახლი, ჩემი ციხესიმაგრე", მამაჩემს არ უნდოდა, რომ სახლში ვინმე უცხო პირი შემოსულიყო.მეც იგივე გამომყვა მისგან, არ მიყვარს როდესაც სახლში დაუპატიჟებელი ხალხი მოდის.ჩემებისაგან კიდევ ერთი ზნე გამომყვა - სიჯიუტე.იმისათვის, რომ გაიგოთ თუ როგორი ჯიუტები იყვნენ ნევილები, მოგიყვებით ერთ ამბავს მამაჩემს, თუ როგორ დაარქვეს მას ნევილ ნევილი.როდესაც ის დაიბადა, პალატაში აკუშერი შემოვიდა და მამაჩემი ხელში აიყვანა :"ნევილი?-თქვა მან.ძალიან კარგი სახელი აგირჩევიათ თქვენი ბიჭისათვის.მამაჩემის დეიდაც იქ იყო და როდესაც ეს გაიგონა უცებ წამოხტა სავარძელიდან და თქვა:არა ეს ნევილი მისი სახელი არ არის, ეს გვარია.ნევილ ნევილი?ჩვენ არ შეგვიძლია ამის დაშვება.ბებიაჩემი ისეთი ადამიანი იყო, რომ მასთან წაკამათებაც კი არ ღირდა:"ნევილ ნევილი?!ჰმ, ცუდი არარის". თუ მან გადაწყვიტა რომ ბავშვს ნევილ ნევილი რქმეოდა, ქვეყანა დაინგრეოდა მაგრამ ის თავის გადაწყვეტილებას მაინც არ შეცვლიდა.საოცარი ისტორიაა არა?ალბათ, უმეტესობა იმ ხალხისაგან ვინც მე მიცნობს თვლის, რომ ჩემი სიჯიუტე ბებიაჩემისაგან მივიღე.დედაჩემი განსხვავდება სიმშვიდით და მინდა გითხრათ ფილიც მას დაემსგავსა.ჩვენ სამიდან ფილი ყველაზე წყნარია, მე კი ყველაზე ჯიუტი, ტრეისი კი სადღაც შუაში.ხანდახან ვცელქობდით ხოლმე, თუმცა მშობლები არაფერს არ გვეუბნებოდნენ, მაგრამ თუ ეს ნორმაზე მეტს აღწეევდა მაშინ მამაჩვენი ცოტას გვცემდა კიდევაც.დისციპლინა აუცილებელია.არასდროს არ ვკადრულობდით ზედმეტს ჩვენს მშობლების თანდასწრებით.თუ ჩვენ გვეტყოდენ მოვსულიყავით სახლში 9-ზე, ესეიგი უნდა მივსულიყავით 9-ზე.ერთხელ მახსოვს 15 წუთით დავაგვიანე სახლში მისვლა და მამაჩემა ისე მცემა, რომ იმის შემდეგ არასდროს არ დამიგვიანებია.პირველ რიგში მე და ფილს სპორტი გვაკავშირებს.როდესაც ჩვენ თავისუფლები ვიყავით, ყოველთვის ან კრიკეტს ან ფეხბურთს ვთამაშობდით.ორი წელიწადი არც თუ ისე დიდი განსხვავებაა და ამიტომ ჩვენ ყველაფერს ერთად ვაკეთებდით.ძალიან ხშირი იყო მომენტები, როდესაც მე და ჩემი ძმა ვარჯიშის შემდეგ, სახლში ერთმანეთზე გაბრაზებულები ვბრუნებოდით, მაგრამ ეს ყველაფერი ზომიერად ხდებოდა და ერთმანეთს ყოველთვის ვურიგდებოდით.იმის მიუხედავად, რომ ფილზე 2 წლით უმფროსი ვიყავი, ის ფიზიკურად ჩემზე ძლიერი იყო.სულ მალე ცხადი იყო, რომ ფეხბურთში მას დიდი მომავალი ექნებოდა.ის ორივე ფეხს არაჩვეულებრივად ხმარობდა.როდესაც კრიკეტს ვთამაშოდით, მას ჩოგანი მარცხენა ხელში ეკავა და როგორც მემარცხენე ბურთსაც მარცხენა ხელით მოიგერიებდა, მაგრამ მას ისე ქონდა ორივე ხელი დახვეწილი, რომ მარჯვენა ხელსაც ხმარობდა ვითომ არაფერი.ამით გამოირჩეოდა ის ყველასაგან.ჩემზე ლაპარაკობდნენ, რომ მე შემიძლია ფეხბურთელი გავხდე, მაგრამ ფილს რომ დიდი მომავალი ქონდა მაგაზე ორი აზრი არ არსებობდა.გუნდებს სურდათ, რომ მე მათ გუნდში მეთამაშა, მაგრამ ფილს ისინი თხოდნენ, რომ კონტრაკტს ხელი მოეწერა.მე ძალიან აგრესიული მემარჯვენე-ბეტსმენი ვიყავი, მქონდა ძალიან ძლიერი დარტყმა მარჯვენა ფეხში.13 წლის ასაკში "გრინმაუნტში" მოვხვდი, რომელიც ბოლტონის ლიგაში ასპარეზობდა.მე ძალიან კარგი ქულები დავაგროვე და თავიდან ლანკაშირის ნაკრებში გამომიძახეს 14 წლამდე, შემდეგ კი ჩრდილოეთ ინგლისის სკოლაში.ჩემი თამაში საშვალო დონეზე იყო, მაგრამ ფილი ამ დროს უკვე ბრწყინავდა.ფეხბურთი, რომ არა მას შეეძლო კარიერა კრიკეტში გაეგრძელებინა, დარწმუნებული ვარ არც იქ მიაღწევდა ნაკლებ შედეგებს.ჩვენ ერთმანეთში ყოველთვის გვქონდა კონკურენცია.მე პატარა ძმა მყავს, რომლის წარმატებები ერთი წუთით მოსვენებას არ მაძლევდა.ფილს ყავს ძმა, რომელიც მასზე უფროსია და ყველაფრით უნდა აჯობოს.ფილი ყოველთვის პირველი იყო ყველაფერში.ძალიან ზრდილობიანი და ტექნიკური ახალგაზრდა.ის თავის საქმის პროფესიონალი იყო და ყველაფრით მჯაბნიდა მე.როგორც სხვა ბავშვები ჩემი ოცნება ფეხბურთი იყო.თავს მეორე ბრაიან რობსონად ვთვლიდი, მაგრამ სინამდვილეში ჩემს ოჯახშიც კი არ ვიყავი საუკეთესო სპორტსემნი.
გაგრძელება იქნება ...