
მე მაშინ არც ვიცოდი და ვერც წარმოვიდგენდი, რომ ახალ მწვრთნელს გეგმაში ჰქონდა ახალგაზრდულ კლუბში სისტემის სრულიად შეცვლა. მას უნდოდა მთელი ყურადღება ახალგაზრდებზე გადმოეტანა. ის ხედავდა კლუბის მომავალს ჩვენში. ფერგიუსონი სერ მატ ბასბის ტრადიციებს მიჰყვებოდა და უნდოდა გუნდი თავისივე აკადემიის ახალგაზრდების დახმარებით შეექმნა. ვინ იცის, რა მოხდებოდა ბოსი ასეთი მამაცი და გამბედავი არ ყოფილიყო, ის ხომ ძალიან რთული პოლიტიკით ხელმძღვანელობდა. მან ხელი მოკიდა დიდ კლუბს, რომელიც იმ დროისთვის ცუდად გამოიყურებოდა. ყველას უნდოდა მისგან სწრაფი რეზულტატი და მოგებები, მაგრამ მწვრთნელს სულ სხვა გეგმები ჰქონდა, მას ჰქონდა იმის ძალა, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში შეექმნა ახალგაზრდებისთვის შესანიშნავი სავარჯიშო სისტემა. ხოლო შემდეგ ის პირველ გუნდს ნიჭიერ ბავშვებს ამატებდა აკადემიიდან ამატებდა. ასევე მისი ერთ-ერთი შესანიშნავი გადაწყვეტილება იყო აკადემიის მწვრთნელად ბრაიან კიდის დანიშვნა. ის ერთ-ერთი ის გმირი იყო რომლებმაც შეძლეს თასები თასის მოგება 1968 წელს. კიდი ძალიან ნიჭიერი იყო. ის თვიდან შენი პარტნიორი ხდებოდა, შენ ყოველთვის გრძნობდი მის მეგობრულ ხელს შენს მხარზე. მე ყოველთვის მომწონდა მისი მეგობრულობა. ბრაინ კიდი და ერიკ ჰარისონი „კარგი და ცუდი“ პოლიციელების დუეტი იყვნენ. კიდს თუ შევადარებთ ერიკს , ერიკი ცოტათი ბრაზიანი იყო, მაგრამ დიდ როლს ასრულებდა ჩვენს ვარჯიშებში. ჩვენ, რომ უფრო განვითარებულიყავით და გუნდისთვის სასარგებლო ვყოფილიყავით პირველი გუნდის მწვრთნელებიც ხშირად გვეხმარებოდნენ ვარჯიშის დროს. ის გამოცდილება, რაც მე შევიძინე ვარჯიშის დღეებში - ორშაბათს და ხუთშაბათს, ძალიან დამეხმარა მომავალში. მთავარი მწვრთნელის თანაშემწე, არჩი ნოკსი, ხშირად ესწრებოდა ჩვენს ვარჯიშებს, ხანდახან მასთან ერთად თავად ფერგიუსონიც. ის დილიდან საღამომდე მუშაობდა. არჩი ყოველთვის აქცევდა ბავშვებ ყურადღებას, ეს ჩვენ ძალიან დაგვეხმარა პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში. როცა ჩვენ დარბაზში ვვარჯიშობდით და არჩი შემოვიდოდა - შენ გრძნობდი, რომ შენს ყველა მოძრაობას აკვირდებიან. ის ხშირად ჩვენ გვაწყვეტინებდა დავალებებს და იწყებდა ლაპარაკს. მისი მეტყველება სუფთა შოტლანდიური იყო, ამიტომ ცოტას თუ ესმოდა რაღაც მისი ნალაპარაკებიდან, სანამ ის არ გვიყვირებდა, ყვირილის დროს მისი ყველა სიტყვა ძალიან ხმამაღალი და გასაგები იყო.ინტენსიურობა ჩვენი ვარჯიშისა ძალიან გასაოცარი იყო. "პასი","პასი","პასი", ისევ "პასი". მიიღე-მიეცი. რამეს არასწორად გააკეთებდი, მაშინ ყველაფერს თავიდან გაკეთებინებდნენ. ძალიან გვიჭირდა, როგორც მორალურად, ასევე ფიზიკურადაც. არაფერისთვის არ გვქონდა დრო. გააკეთე სწორად, ან გააკეთე ყველაფერი თავიდან. შენ უნდა იყენებდე ბურთს და არა პირიქით. ყოველთვის უნდა იყო პირველი ბურთზე. გადაეცი პასი და იმოძრავე. აკონტროლე ბურთი. ჩვენ ძალიან დიდ გამოდილებას ვღებულობდით, ვხვეწავდით ჩვენს ტალანტს და უფრო თავგაბედულად ვთამაშობდით.ყველაფერს სწრაფად გვაკეთებინებდნენ.დღესაც მახსოვს არჩის ყვირილი : "იმოძრავე, შე ნაგვით სავსე მეშოკო".ძალიან გვიჭირდა. როდესაც ჩვენთან ახალი ძალიან ნიჭიერი ბიჭები მოდიოდნენ, უფრო ბევრი გვიწევდა ვარჯიში იმისათვის, რომ მათ არ ჩამოვრჩენოდით.ერთ-ერთი მათგანი 14 წლის ბექჰემი იყო. ერთხელ, ჩვენ ერთად ვარჯიშობდით და თვით ბოსი მოვიდა და ხელი დაადო მას ბეჭზე. ბექჰემს თანამედროვე სპორტული ფორმა ეცვა და ვარჯიშობდა ყველაზე მაგარი ბუცებით. მან მოიგო ბობი ჩარლტონის სახელობის ტურნირი.ის ისეთი სუსტი იყო, რომ ყოველ დატაკებაზე იქცეოდა. პირველ დანახვაზე გეგონებოდა, თითქოს მას არაფერი შეეძლო, მაგრამ როდესაც ის ბურთს მიიღებდა ყველანი გაოცებულები რჩებოდნენ. ის ყველაზე კარგ გადაცემებს იძლეოდა.ბექსი, როგორც მე ნახევარდაცვაში თამაშობდა, ამიტომ ერთი კონკურენტით მეტი მყავდა. რობი სევიჯმა უელსიდან და კიტ გილესტი სამხრეთ ირლანდიიდან, ვითომ არაფერი, ისე წამართვეს ადგილი ძირითად შემადგენლობაში.ყველაზე სერიოზული მატჩი, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო, იყო საფეხბურთო ასოციაციის გუნდთან. ამ გუნდში შედიოდნენ ყველა კარგი ახალგაზრდა ფეხხბურთელი. ყველა მწვრთნელები და სელექციონერები იქ იმყოფებოდნენ და რა თქმა უნდა არც ჩემი მწვრთნელი იყო გამონაკლისი. მე შეცვლაზე გამოსასვლელად ვემზადებოდი, როდესაც რაიან უილსონმა, უკეთ ცნობილმა როგორც რაიან გიგზი, გაიტანა არაჩვეულებრივი მაკრატელა. მე მახსოვს, თუ როგო ვუკრავდი მას თაშს, მაგრამ უეცრად ჩავფიქრდი: " რა ლამაზი გოლია." მე ოცნებაც კი არ შემეძლო ესეთ გოლზე. მე არასდროს არ მქონია განსაკუთრებული მონაცემები, როგორც სხვებს ქონდათ, მაგრამ თავს ყოველთვის იმით ვიმშვიდებდი, რომ ვიყავი ძალიან ზრდილობიანი ბავშვი და ყველაფერს ადვილად ვითვისებდი. საკუთარ თავს ყოველთვის მთავარად მივიჩნევდი, ალბათ იმიტო რომ ოჯახში უფროსიძმა ვიყავი. არასდროს არ ყოფილა შემთხვევა, რომ ვარჯიში გამეცდინოს, პირიქით ბოლომდე ვიხარჯებოდი და ვაკეთებდი მას რასაც მეტყოდნენ. მოვია დრო და ჩვენ, ბექსი, სკოულზი, ბატი და სხვა ფეხბურთელები გავემგზავრეთ, იმისათვის რომ გაგვეგო გამოვადგებოდით,თუ არა "მანჩესტრს".
გაგრძელება იქნება ...
სტატიაზე მუშაობდნენ: ViDa და RazMa.