
სერ ალექს ფერგიუსონი კმაყოფილი დარჩა ანგარიშით, რომელიც ''მანჩესტერ იუნაიტედმა'' ამსტერდამში მოიპოვა. მაგრამ უკმაყოფილო დარჩა თავისი ბიჭების ქმედებებით. ''წითლებმა'' პირველ ნახევარში არანაირი შთაბეჭდილება დატოვეს და მხოლოდ შესვენების შემდეგ ''იუნაიტედმა'' ეშლი იანგის და ჩიჩარიტოს წყალობით ორი გოლის გატანა მოახერხა.
''კმაყოფილი ვარ ანგარიშით, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ საშუალოდ ვითამაშეთ. ჩვენ ამ თამაშში არაფერი განსაკუთრებული გვიჩვენებია. ჩვენ ჩვენი ქმედებები მეორე ნახევარში გამოვასწორეთ, და ვფიქრობ, რომ დამსახურებულად გავიმარჯვეთ, მაგრამ ზოგადად ვთვლი, რომ მაინც არ ვითამაშეთ კარგად. არ იყო ჩვენი ჩვეული რიტმის თამაში. ''აიაქსი'' ბურთს კარგად ფლობდა, მაგრამ პირველ ნახევარში ჩვენ სწრაფ ფეხბურთს არ ვაჩვენებდით. მხოლოდ მეორე ნახევარში გამოვასწორეთ ჩვენი თამაში, მაგრამ მაინც რთულია ამის თქმა, რომ ჩვენ ბრწყინვალედ ვითამაშეთ.
''რა თქმა უნდა ამ გამარჯვებამ, ჩვენ კარგი შანსი მოგვცა, მაგრამ ჩვენ არ უნდა ვიყოთ თავისუფლად, ჯერ არაფერია გარანტირებული.
ფერგი თვლის, რომ ხავიერ ერნანდეზს თითქმის მატჩის დიდი ნაწილი არ უმართლებდა, მაგრამ მოხარულია, რომ უეინ რუნის გადაცემის შემდეგ გოლის გატანა მოახერხა. ''ხავიერს არ უამრთლებდა, იმ მხრივ, რომ მას ბოლო პასი არ მისდიოდა. მაგრამ ის მაინც მცველებს საფრთხეს უქმნიდა. შესაძლოა, მეორე ნახევარში მასზე პენალი უნდა დაედოთ. იმ ადგლით, საიდანაც მე ვიყურებოდი, კარგად არ ჩანდა ის ეპიზოდი. ის ყოველთვის ცდილობდა მეტოქის კარის დალაშქვრას, და გამოუვიდა კიდევაც.
''გამარჯვება - ეს ყოველთვის კარგი ჩვევაა. ჩვენ კარგად ვთამაშობდით, მართალია ჩვენ ეს პირველ ნახევარში არ გამოგვივიდა. მაგრამ ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ გასვლაზე ვთამაშობდით. ჩვენ შაბათს თამაში არ გვაქვს. მინდა, რომ ჩვენ იმპულსი შევინარჩუნოთ. ჩვენ შემდეგ ხუთშაბათს გვიწევს თამაში, ხოლო მის შემდეგ ჩემპიონატია.
წყარო: manutd.ru