vs
"Manchester City" vs "Manchester United"
სტადიონი: "Etihad Stadium" (Manchester)
დრო: 08.01.12 (17:00) PM
"მანჩესტერ სიტი"
ტრავმები: Balotelli.
ეჭვქვეშ: Džeko.
დისკვალიფიცირებული: Barry.
ხელმიუწვდომელი: K. Touré, Y. Touré ().
შემადგენლობა: Hart, Pantilimon. Richards, Kompany, Zabaleta, Lescott, Kolarov, Savić, Clichy. Milner, A. Johnson, Nasri, Hargreaves, David Silva, de Jong, A. Razak. Agüero, Tévez.
მწვრთნელი: R. Mancini.
"მანჩესტერ იუნაიტედი"
ტრავმები: Evans, Smalling, Fábio, Cleverley, A. Young, Owen, Vidić.
ეჭვქვეშ:
დისკვალიფიცირებული:
ხელმიუწვდომელი: Fletcher (შეწყვიტა კარიერა).
შემადგენლობა: De Gea, Lindegaard, Amos. Evra, Jones, R. Ferdinand, Rafael, Fryers. Anderson, Giggs, Scholes, Ji-Sung Park, Carrick, Nani, Valencia, Gibson, Pogba, L. Cole. Berbatov, Rooney, Welbeck, Hernández, Diouf, W. Keane.
მწვრთნელი: A. Ferguson.
ცოტა რამ მოწინააღმდეგის შესახებ

ეს გუნდი ინგლისის პროფესიული ფეხბურთის ერთ-ერთი კლუბია, რომელიც დაფუძნებულია ქალაქ მანჩესტერში, ისევე როგორც მათი მოსისხლე მტერი "იუნაიტედი." დაარსდა 1880 წელს როგორც St. Mark's (West Gorton), 1894-ში კი "მანჩესტერ სიტი" ეწოდა.
კლუბის ყველაზე წარმატებული სეზონი იყო 1960/70 იანი წლების პერიოდი, სადაც მათ მოიგეს ლიგის ჩემპიონატის ტიტული, ასოციაციის თასი, ლიგის თასი და ევროპის თასების მფლობელთა თასი, ჯო მერსერისა და მალკოლმ ალისონის ხელმძღვანელობით. 1981 წელს FA Cup-ის ფინალში მარცხის შემდეგ, კლუბი 1998-ში დაქვეითდა პირველად თავის ისტორიაში. აქედან მოყოლებული ისინი გამოდიან ინგლისის პრესტიჟულ ტურნეში, სადაც წარმატებულად ასპარეზობენ. 2011 წელს "სიტიმ" მოახერხა ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა და შეძლო FA Cup-ის ტიტულის მოპოვება.
დღესდღეობით, "ცისფერები" პირველ პოზიციას არ თმობენ პრემიერ ლიგაში, სადაც ორმოცდარვა დაგროვებული ქულით ლიდერობენ. მათ წინა შეხვედრაში დაამარცხეს "ლივერპული" (3:0).
რობერტო მანჩინის გუნდს პრემიერ ლიგაში აქვს 100%-იანი მაჩვენებელი საკუთარ კედლებში და ყველა ტურნირში უკვე 18 შეხვედრაა "ეტიჰედის სტადიონზე" არ წაუგია.
წინა სეზონში ასოციაციის თასის მფლობელებს, ეს ტიტული ასევე მოგებული აქვთ შემდეგ წლებში: 1904, 1934, 1956 და 1969-ში.
გასულ წელს მათ მოიგეს პირველი ტიტული ბოლო 34 წლის მანძილზე, როდესაც ასოციაციის თასის ფინალში "სტოკ სითი" დაამარცხეს ანგარიშით 1:0.
ამ ტურნირში ბოლო ხუთი შეხვედრაა "მანჩესტერელები" კარის მშრალად შენახვას ახერხებენ.
მოპოვებული ტიტულები
ურთიერთშეხვედრები
"მანჩესტერ იუნაიტედისა" და "მანჩესტერ სიტის" პაექრობათა ისტორიას XIX საუკუნის მიწურულს გადავყავართ. 1881 წლის 12 ნოემბერს ამ გუნდებს, უფრო სწორად კი მათ წინამორბედებს შორის, პირველი პაექრობა გაიმართა. "ნიუტონ ჰითმა" ("იუნაიტედის" წინამორბედმა) "უესტ გორდონს" (შემდგომში "მანჩესტერ სიტი"-დ წოდებულს) 3:0 სძლია. იმ თამაშის მიმომხილველმა გაზეთ "ეშტონ რეპორტერში" გამოქვეყნებულ სტატიაში, ნანახს "სასიამოვნო თამაში" უწოდა...
მეტოქეთა პირველი პაექრობა ჩემპიონატში 1894-95 წლების სეზონში შედგა, პირობითად მეტოქის მოედანზე. "ჰაიდ როუდზე" გამართული პაექრობა "ნიუტონ ჰითმა" 5:2 მოიგო. ამ დროს მის მეტოქეს უკვე ერქვა "მანჩესტერ სიტი"...
პირველ დივიზიონში ანუ ინგლისური საკლუბო ფეხბურთის ელიტაში, (პრემიერლიგის დაარსებამდე უმაღლეს ლიგას პირველი დივიზიონი ერქვა) მანჩესტერის ორი კლუბის პაექრობა პირველად 1906 წლის დეკემბერში გაიმართა, "მანჩესტერ სიტიმ" 3:0 იმარჯვა. ამ თამაშზე დასასწრები ბილეთების გაყიდვით "ცისფერებმა" ათასი გირვანქა სტერლინგი მიიღო, იმ დროისთვის ეს ძალიან დიდი თანხა იყო.
საინტერესოა, რომ მეორე მსოფლიო ომამდე კლუბებს ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ, ქალაქის მცხოვრებნი კი ორივე კლუბის საშინაო მატჩებს ესწრებოდნენ. ომის შემდეგ, რამდენიმე წლის მანძილზე, "მანჩესტერ იუნაიტედი" "სიტის" სარბიელით, "მეინ როუდით" სარგებლობდა. ფაშისტური გერმანიის ავიაციამ "ოლდ ტრაფორდი" დაბომბა და თითქმის მთლიანად გაანადგურა...
XX საუკუნის70-იან წლებში კლუბებს შორის ურთიერთობა საგრძნობლად დაიძაბა და ქალაქის მოსახლეობაც ორად გაიყო, "სიტის" ქომაქებს "იუნაიტედის" მხარდამჭერები სძულდათ.
1970 წლის დეკემბერში "ოცნების თეატრის" ვარსკვლავმა ჯორჯ ბესტმა მორიგი დერბისას მეტოქე გლინ პარდოუს ფეხი მოსტეხა. ტრავმა იმდენად მძიმე გამოდგა, რომ ამ უკანასკნელს კინაღამ ფეხის ამპუტაცია დასჭირდა...1973-74 წლების სეზონში. პირველი დერბის დროს, რომელიც "მეინ როუდზე" გაიმართა, მსაჯმა მასპინძელი მაიკ დოილი და იუნაიტედელი ლუ მაკარი გააძევა, თუმცა მათ მოედნიდან გასვლა არ ისურვეს. საქმე იქამდე მივიდა, რომ თამაში შეწყდა, არბიტრმა გუნდები გასახდელში გაუშვა და მატჩი არ განაახლა, ვიდრე თანაგუნდელებმა გაძევებულები არ დააშოშმინეს...
იმ სეზონის მეორე მატჩი, 1974 წლის 27 აპრილს, რომელიც შედგა "ოლდ ტრაფორდზე", მანჩესტერული დერბის ისტორიაში "დენის ლოუს თამაშის" სახელითაა შესული. იმ დროს ლეგენდარული შოტლანდიელი უკვე "სიტის" ღირსებას იცავდა, "იუნაიტედი" კი პირველ დივიზიონში დასარჩენად იბრძოდა და საამისოდ გამარჯვება სჭირდებოდა. სათქმელია ისიც, რომ ოლდტრაფორდელთა ელიტაში დარჩენა "ნორვიჩ სიტისა" და "ბირმინგემ სიტის" მატჩის შედეგზეც იყო დამოკიდებული, ნორვიჩელებს უნდა მოეგოთ. მე-80 წუთისთვის ანგარიში 0:0 იყო. სტუმართა ნახევარმცველმა ფრენსის ლიმ "იუნაიტედის" საჯარიმოსთან მყოფ დენის ლოუს მიაწოდა ბურთი, რომელსაც კარისკენ არც გაუხედავს, პირდაპირ დაარტყა, მასპინძელთა მეკარე ალექს სტეპნიმ გუნდის გადარჩენა ვერ შეძლო და შესაბამისად, "მანჩესტერ სიტი" 1:0 დაწინაურდა. თანაგუნდელები ლოუს ულოცავდნენ, ის კი თავჩაქინდრული გავიდა მოედნიდან, მწვრთნელმა უმალ შეცვალა. ეს იყო ევროპის 1964 წლის საუკეთესო ფეხბურთელის კარიერაში, უკანასკნელი მატჩი ინგლისის ჩემპიონატში. "მანჩესტერ იუნაიტედმა" ის თამაში 0:1 წააგო და ლიგიდან გავარდა, თუმცა რომც მოეგო, მაინც ვერ დარჩებოდა, რადგან ნორვიჩელებმა ბირმინგემელებთან ვერ გაიმარჯვეს. წლების შემდეგ დენის ლოუმ "იუნაიტედის" კარში იმ შეხვედრაში გატანილ გოლს კარიერის უცუდესი მომენტი უწოდა: "19 წლის მანძილზე ყველანაირად ვცდილობდი გოლის გატანას და როცა მიზანს ვაღწევდი, უზომოდ მიხაროდა. ის გოლი კი ერთადერთია, რომელმაც გული ძალიან მატკინა..."
პრემიერლიგის დაარსების შემდეგ ქალაქურ დაპირისპირებებში სერ ალექს ფერგიუსონის გუნდმა იძალა, 2011 წლის 23 ოქტომბერი კი "ოლდ ტრაფორდზე" მაპინძლებმა გამანადგურებელი ანგარიშით 1:6 დამარცხდნენ "სიტისთან," რაც ფეხბურთელებისა და გულშემატკივრებისთვის ძალიან მძიმედ გადასატანი გამოდგა, გუნდმა ამ მარცხის შემდეგ, დიდი ხანი გონზე მოსვლა ვერ მოახერხა, თუმცა ამ კვირას ყოველი მათგანი მოუთმენლად ელის ამ დაპირისპირებას, იმის მოლოდინში, რომ საპასუხო დარტყმას მიაყენებს დაუძინებელ მტერს. ეს "ცისფერების" ყველაზე დიდი გამარჯვება იყო ამ ორი გუნდის დაპირისპირების ისტორიაში.
ამ გუნდებს შორის ყველა შეხვედრა
English FA Cup
16.04.2011 Manchester City 1-0 Manchester United
14.02.2004 Manchester United 4-2 Manchester City
18.02.1996 Manchester United 2-1 Manchester City
10.01.1987 Manchester United 1-0 Manchester City
24.01.1970 Manchester United 3-0 Manchester City
29.01.1955 Manchester City 2-0 Manchester United
27.03.1926 Manchester City 3-0 Manchester United
სტატისტიკა
ბოლო ექვსი შეხვედრა
გუნდების გოლეადორები
გუნდების ასისტენტები
ბარათები: ყვითელი/წითელი
გატანის წუთები
მთავარი არბიტრი: კრის ფოი
FA Cup Promo/Trailer(08.01.2012)
გუნდების ბოლო შეხვედრა პრემიერ ლიგაში
2011 წლის 23 ოქტომბერი. "Old Trafford"
გუნდების ბოლო შეხვედრა FA Cup-ზე
2011 წლის 16 აპრილი. "Etihad Stadium"