"კვირას, ლონდონში, "სტემფორდ ბრიჯზე" ინგლისის პრემიერლიგის მორიგ ტურში ერთმანეთს ორი დიდი კლუბი - "ჩელსი" და მანჩესტერიდან ჩასული გათამაშების თანალიდერი "იუნაიტედი" შეხვდებიან. "ტიტანების ბრძოლად" გავრცელებულ შეხვედრას როგორც ყოველთვის აქაც მილიონობით ადმაიანი ელოდება მსოფლიოს ნბეისმიერ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი ინგლისში და კერძოდ ორ ქალაქში - ლონდონსა და მანჩესტერში. შეხვედრის წინ თავ-თავისი მიზნები აქვთ როგორც "ჩელსის", ისე "იუნაიტედს", არის საუბრები იმასთან დაკავშირებით რომ "არისტოკრატები" ჯერაც საჩემპიონოდ იბრძვიან, თუმცა რეალურად ეს ასე აღარაა და თუნდაც მანჩესტერული კლუბი დაამარცხონ ამ ბრძოლაში ვერც ჩაებმებიან, გამოჩნდა, რომ ამ სეზონში საჩემპიონოდ მხოლოდ ორი გუნდი ცენზურალება ერთმანეთს და ორივე მანჩესტერული. რაც შეეხება "ჩელსის", იგი "ტოტენჰემთან", "არსენალთან და "ლივერპულთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად თუ იბრძოლებს, ჯერჯერობით ლონდონელები ამ მიზანს ასრულებენ და მეოთხე ადგილზე იმყოფებიან, თუმცა იყო მატჩები, სადაც გუნდმა ძალიან სუსტად ითამაშა, რაც შეეხება "იუნაიტედს", ეს გუნდი გასულ ტურში "სიტის" გაუთანაბრდა ქულებით და ყველაფერი გააკეთებს ახლა რომ გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგას დ აფაქტობრივად პირველად ამ სეზონში პირველ ადგილზე ერთპიროვნულად გადავიდეს, თუმცა ამისთვის "სტემფორდ ბრიჯზე" უმძიმესი 90 წუთის გადატანა მოუწევს, თამაშის ხარისხით და შედეგებით ფავორიტი "იუნაიტედია", მაგრამ "სტემფორდ ბრიჯზე" ფავორიტი მხოლოდ ერთ კლუბია ხოლმე და ეს მასპინძელი "ჩელსია", ასე რომ ქომაგებს მორიგი შესანიშნავი სანახოაბა ელით წინ.
შესაბამისად საინტერესოა თუ რომელ ფეხბურთელებს ენდობიან ამ გადამწყვეტ შეხვედრაში ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელები - ახალალგაზრდა ანდრეს ვილაშ ბოაში და გამოცდილზე გამოცდილი სერ ალექს ფერგიუსონი. პირველი დაპირისპირება ამ მწვრთნელებს შორის "ოლდ ტრაფორდზე" ანუ პირველი წრის მატჩი 3:1 "იუნაიტედის" დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა, თუმცა იქ იყო მომენტები, როდესაც "ჩელსიმ" თავზეხელაღებული ფეხბურთი აჩვენა და მეტოქე საკმარისად შეაშინა, შინ თავისთავად "არისტოკრატები" გაცილებით უფრო ძლიერნი იქნებიან, მიუხედავად იმისა, რომ გუნდს ორი ძირითადის ფეხბურთელი - მარცხენა მცველი ეშლი კოული დისკვალიფიკაციის და ძირითადი ფორვარდი დიდიე დროგბა აფრიკის თასის გამო არ ეყოლება, ასევე აფრიკის თასის გამო არ იქნება სოლომონ კალუ, აი ესაა ლონდონელების დანაკლისი უახლოეს შეხვედრაში, რომელიც მართალია რაოდენობრივად მანჩესტერელებისას ჩამორჩება, თუმცა ხარისხობრივად ალბათ არცთუ ისე, სხვა ყველა ფეხბურთელი ვილაშ ბოაშის განკარგულებაშია, მათ შორის ფრანკ ლამპარდიც, რომლის თამაშიც ჯერ 100% გადაწყვეტილი არაა, თუმცა როგორც "ჩელსის" სამწვრთნელო შტაბი იუწყება ლემპარდი მომჯობინდა და სავარაუდოთ ძირითად შემადგენლობაში ვერა, თუმცა სათადარიგოთა სკამზე აუცილებლად იქნება, სათადარიგოებზე მეტად კი ალბათ საინტერესოა თუ როგორ ძირითად თერთმეტეულს გამოუყვანს ვილაშ ბოაში ფერგიუსონს, რომელთანაც პირველი წრის პირადი დაპირისპირება პირწმინდად წააგო.
კარებში რასაკვირველია ჩეხი მეკარე პეტერ ჩეხი დადგება, რომელიც მართალია ეს სეზონი მთლად დამაჯერებლად არ გამოიყურება, თუმცა როდესაც გუნდს ამ დონის მეკარე ჰყავს ასეთ შეხვედრაში რასაკვირველია ბოაში სწორედ მას ენდობა, რაც შეეხება დაცვის ხაზს, როგორც იცით ამ რგოლში ლონდონელები საკმაოდ გაძლიერდნენ და ზამტღის სატრანსფერო ბაზარზე ერთ-ერთი საინტერესო ტრანსფერიც სრულყვეს - გარი კეჰილის დამატება "ბოლტონიდან", ბევრი სპეციალისტი ფიქრობს რომ შესაძლოა ბოაშმა გარისკოს და ის სულაც ძირითადში დააყენოს, თუმცა ასეთი ქმედება ასეთ შეხვედრაში მართლაც გაუმართელებლად დიდი რისკი იქნებოდა, ასე რომ ბოაში უფრო შეთამაშებულ გვარდიას ენდობა, კოულის არყოფნაში, რომელიც გუნდის ძირითადი მარცხენა მცველია იქ დადგება ნომინალური ცენტრალური მცველი ბრანისლავ ივანოვიჩი, ხოლო მარჯვივ ჩვეულად ჟოზე მოსინგვა, დავის ცენტრს შესაბამისად გუნდის კაპიტანი ჯონ ტერი და დავიდ ლუისი გაამაგრებენ, რომელიც ამ გუნდების მონაწილეობით ამ სტადიონზე პრემიერლიგის მაშტაბით გასული წლის გმირი გახდა, როდესაც გოლი გაიტანა. ნახევარდაცვაში ლამპარდი ალბათ ძირითადში არ იქნება, შესაბამისად სამი ნახვარმცველის ადგილს რამირესი-მეირელეში-მალუდას ტრიო დაიკავებს, ნაკლები შანსია, რომ ძირითადში ვიხილოთ ასევე დიდი ხნის უთამაშებელი მიკაელ ესიენი, როგორც ხედავთ "ჩელსის" სათადარიგოთა სკამი საკმაოდ ძლიერი ეყოლება, რაც შეეხება შემტევ ტრიოს ეს ძალიან ადვილი მისახვედრია - ხუან მატა, დანიალ სტარიჯი და ფერნანდო ტორესი, რომელმაც ამ გუნდებს შორის პირველი წრის შეხვედრაში არანორმალურად კარგი მომენტი გააფუჭა და მის თამაშს ახლაც გამადიდებელი შუშით დააკვირდებიან მიმომხილველები.
რაც შეეხება სერ ალექს ფერგიუსონის გუნდს, ამ გუნდის გულშემატკივრებისთვის ძალიან კარგი ინფორმაციები ვრცელდებოდა გუშინდელი და დღევანდელი დღის განმავლობაში, კერძოდ გუნდს ერთბაშად რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაუბრუნდა, რომელთა ნაწილიც ძირითად შემადგენლობაშიც იქნება, როგორც მოგეხსენებათ გასულ ტურში გუნდს ერთბაშად 11 მოთამაშე აკლდა, თუმცა მათი მნიშვნელოვანი და რაც მთავარია ძირითადი ნაწილი "ჩელსისთან" მოედანზე იქნება, კერძოდ: დავიდ დე ხეა, ტომაშ კლევერლი, ლუიშ ნანი, ეშლი იანგი და უეინ რუნი. ხუთი ფეხბურთელის დაბრუნება ცოტა ნამდვილად არ არის, მითუმეტეს რომ ყველა მათგანი ძირითადის ფეხბურთელია, ამის მიუხედავად "იუნაიტედს" ამ შეხვედრაში არ ეყოლება: ანდრეს ლინდეგარდი, ნემანია ვიდიჩი, ფილ ჯონსი, დრაენ ფლეტჩერი, ოლივეირა ანდერსონი და მაიკლ ოუენი. აქედან ყველაზე სერიოზული ძირითადი მეკარე ლინდენგარდის დანაკლისია, თუმცა რომელია მასსა და დე ხეას შორის ძირითადი ამის თქმა რთულია. ასე რომ გამოჯანმრთელებული ფეხბურთელები ფერგის როტაციის მეტ საშუალებას მისცემენ, ძალიან ბევრი დავა ატყდა იმასთან დაკავშირებით თუ ვინ უნდა იდგეს "ჩელსისთან" კარში, ლინდენგაარდის ჯანმრთელად ყოფნის შემთხვევაში იგი უალტერნატივოდ იქნებოდა, რადგან ბრწყინვალე ფორმაშია, აი ახლა კი ფერგის დე ხეასა და ახალგაზრდა ბენ ამოსს შორის დიდი არჩევნის გაკეთება მოუწევს, საქმე იმაშია, რომ დე ხეა სეზონის ყველაზე ცუდ კონდიციებშია, ხოლო ამოსმა უკანასკნელი მატჩში კარი მშრალად შეინახა, ამის მიუხედავად უმრავლესობის აზრით კარებს სწორედ დე ხეა დაიცავს, რომელსაც ასეთ შეხვედრებში თამაშის უფრო დიდი გამოცდილება აქვს.
დაცვის ხაზი წინა მატჩის იდეანტური იქნება, ვიდიჩის და ჯონსის არყოფნაში დაცვის ოთხეულს: კრის სმოლინგი, ჯონათან ევანსი, რიო ფერდინანდი და გუნდის კაპიტანი პატრის ევრა შეადგენენ. სწორედ ევანსი-ფერდინანდის დუეტს მოუწევს ფერნანდო ტორესის გაუვნებელყოფა იმ ფეხბურთელის, რომელიც როგო ფორმაშიც არ უნდა იყოს და ფაქტია რომ ის საშინელ ფორმაშია, "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ ყოველთვის შედეგიანია, პირველ წრეშიც ერთადერთი საპასუხო გოლი დე ხეას სწორედ მან გაუტანა და მეორეს გატანაც შეეძლო, მაგრამ ცარიელ კარს ააცილა და წლის კურიოზულ ეპიზოდებშიც ალბათ პირველი ადგილი გარანტირებულად დაიკავა, რაც შეეხება "იუნაიტედის" ნახევარდაცვას, აქ მარჯვინ აუცილებლად იდგება ანტონიო ვალენსია, რომელიც ფანტასტიკურ ფორმაშია, აი მარცხნივ შესაძლოა ყოფილიყო კორეელი პარკიც, მითუმეტეს ასეთ გასვით შეხვედრაში, მაგრამ ფერგი უფრო მეტად ახლადდაბრუნებულ ლუიშ ნანის ენდობა, მითუმეეტს რომ ამ სეზონში ფერგი გასვლაზე თამაშს შეტევიდან აწყობს, ნახევარდაცვის ცენტრში საყრდენის ადგილზე ჩვეულად მაიკლ ქერიკი დადგება, ხოლო გამთამაშებლის ადგილზე პოლ სქოულზს მეორე ვეტერანი რაიან გიგზი შეცვლის, რომელსაც ფერგი ასევე გასვლით მატჩებში უფრო იყენებს, შემტევი დუეტი ადვილი მისახვედრია რუნის დაბრუნების შემდეგ, მას ძირითადში მეორე ინგლისელი დანი ველბეკი შეუწყვილდება, სათადარიგოთა შორის იქნებიან ხავიერ ერნანდესი და დიმიტარ ბერბატოვი, როგორც ხედავთ ორივე გუნდის შემადგენლობები ფაქტობრივად ოპტიმალურია, სათადარიგოთა შორის იქნებიან ტომაშ კლევერლი და ეშლი იანგიც, ასე რომ "სტემფორდ ბრიჯზე" შეკრებილ ათასობით და ტელეეკრანებთან მყოფ მილიონობით ადამიანს შესანიშნავი და სანახაობრივი 90 წუთი ელის, როგორც ეს განსაკუთრებით ამ სეზონში ამ სტადიონზე და განსაკუთრებით დიდ მატჩებში ხდება".