ავტორი: zauri7   2-12-2011, 00:16   ნანახია: 587 [ 22 ]
  
მატჩის ანალიზი

"კრისტალ პალასმა" შეძლო გამოეგდო "იუნაიტედი" ლიგის თასის გათამაშებიდან ოთხშაბათს "ოლდ ტრაფორდზე" დამატებით დროში, რის შემდეგაც ნახევარფინალში მოიპოვა თამაშის უფლება.
"არწივები" შეუერთდნენ: "სიტის," "ლივერპულს" და "კარდიფ სიტის," მას შემდეგ რაც დარენ ემბროუზმა და გლენ მურრეიმ გუნდს მოუტანეს სენსაციური გამარჯვება.
პირველ ნახევარში ემბროუზმა გახსნა ანგარიში და გუნდი წინ გაიყვანა, თუმცა მალე ფედერიკო მაკედამ შეძლო წონასწორობის აღდგენა 11 მეტრიანი ნიშნულიდან. ამის გამო მათი ბრძოლა დამატებით დროში გადაიზარდა და 98' წუთზე მურრეიმ შეძლო თავით გამარჯვების ბურთის შეგდება პრემიერ ლიგის ჩემპიონების კარში. "მანჩესტერი" არა მხოლოდ წაგებითაა იმეგაცრუებული, არამედ იმით, რომ ტრავმა მიიღო სამმა ფეხბურთელმა: ფაბიომ, რაფაელმა და დიმიტარ ბერბატოვმა.

არ შეიძლება იმის თქმა, რომ "წითლების" ტრენერმა გამოიყვანა მხოლოდ ერთი გამოუცდელი ახალგაზრა, ძირითადი 11 ფეხბურთელიდან 8-ს ჰქონდა დებიუტი ან ადრე ჰქონდათ ნათამაშები თავიანთ ნაკრებებში.
"კრისტალ პალასი," რომელიც ჩემპიონატში დღეს მე-12 პოზიციაზე იმყოფება, თამაში ძალიან კარგად დაიწყეს ერთგული გულშემატკივრების დახმარებით, პირველი 10 წუთის განმავლობაში ზაჰა და ისტერი მწვავედ უტევდნენ "მანჩესტერის" კარს.
თუმცა, "იუნაიტედი" ხელებდაკრეფილი არ იჯდა, ბურთს აკონტროლებდა და მოთმინებით ელოდა ხელსაყრელ მომენტს. დარენ გიბსონი პირველად გამოჩნდა მოედანზე ბოლო 6 თვის განმავლობაში, სუფთად ასრულებდა თავის სამუშაოს და ხშირად გზავნიდა ბურთს ფლანგებზე.
და მაინც, პირველ ტაიმში იყო ძალიან ცოტა რეალური საგოლე მომენტი. შესვენებამდე არც ერთ მეკარეს არ ჰქონია იმხელა საქმე, რათა გადაერჩინა საკუთარი გუნდის კარი. პირველ ნახევარში ყველაზე სახიფათო მომენტი შეიქმნა 44' წუთზე, როცა მამე ბრაიამ დიუფმა აკრობატული ნახტომით შეძლო ბურთის კარისკენ გაგზავნა, თუმცა არ გაუმართლა და ზემოდან გადაცდა.

ბულგარელი ფეხბურთელის მაგივრად სერ ალექსმა მოედანზე შეიყვანა რაველ მორისონი, ახალგაზრდა ნიჭიერი მოთამაშე უიტენშოდან, რომელსაც აქვს არაჩვეულებრივი უნარი შეუტიოს მოწინააღმდეგეს, ენერგია და საქმისადმი სერიოზული დამოკიდებულება. მისი შესვლის შემდეგ გუნდს შეტევაში უფრო გაუადვილდა და მეორე ნახევარში პირველი რეალური მომენტი მისი კარგი დარტყმით შეიქმნა, ასევე მაკარტის შეცდომით ისარგებლა ვალენსიამ და პირისპირ გავიდა "კრისტალ პალასის" მეკარესთან, თუმცა ბურთი მცირე მანძილით ააცდინა.
შემდეგ ისევ მორისომა გამოიჩინა თავი, კარიდან 23 მეტრის დაშორებით, თუმცა ბურთი პირდაპირ მეკარის ხელებში აღმოჩნდა. 57' წუთზე კი მაკედამ გაუშვა შანსი ხელიდან, რაფაელის დარტყმის შემდეგ. ნელ-ნელა "იუნაიტედმა" გააძლიერა ზეწოლა მოწინააღმდეგის მცველებზე და ცდილობდნენ ნანატრი გოლის გატანას.
მაგრამ გოლი იმ კარში არ გავიდა სადაც მათ სურდათ, თან რა გოლი! 65' წუთზე დარენ ემბროუზმა "მანჩესტერს" კარიდან 32 მეტრის დაშორებით, უძლიერესი დარტყმით გაუტანა ბურთი მარცხენა მაღალ კუთხეში, ალბათ ეს გოლი უნდა ჩაითვალოს საუკეთესო ბურთად, რომელიც "არწივებმა" გაიტანეს "ოლდ ტრაფორდზე," მაგრამ მხოლოდ იმ გოლის შემდეგ, რომელიც გაიტანა დინა ეშტონმა 2008 წელს. მიუხედავად ამისა, მათი სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა.
მხოლოდ 3 წუთი იყო გასული, როცა "იუნაიტედმა" წონასწორობა აღადგინა, კერძოდ კი ფედერიკო მაკედამ 11 მეტრიანი ნიშნულიდან შეძლო გათანაბრება.
ამის შემდეგ "წითელი ეშმაკები" ეძებდნენ გზას გადამწყვეტი გოლის გასატანად. პოლ პოგბა მოედანზე შემოვიდა ემბროუზის ბრწყინვალე დარტყმიდან ძალიან მალე და დაიკავა პოზიცია ცენტრის მარჯვენა მხარეს. ბოლო 10-მა წუთმა ერთი ამოსუნთქვით ჩაიარა, ისე რომ ვერცერთმა მხარემ ვერ შეძლო სასურველი შედეგის დაფიქსირება. ასე რომ დამატებით დროს უნდა გადაეწყვიტა ყველაფერი.
იმის მიუხედავად რომ "მანჩესტერი" დიდ ზეწოლას ახდენდა მოწინააღმდეგეზე, "არწივებმა" პირველებმა შეძლეს დარტყმის მიყენება 98' წუთზე, შეცვლაზე შემოსულმა გლენ მორრეიმ შეძლო თავით ბურთის კარში გაგზავნა და "კრისტალ პალასი" დააწინაურა.
პირველ დამატებულ დროში მაკედა და გიბსონი ახლოს იყვნენ მეორეჯერაც გაეთანაბრებინათ ანგარიში ამ შეხვედრაში, თუმცა ვერ მოახერხეს, მანამდე კი შორეული დარტყმით ემბროუზმა კიდევ ერთხელ გამოსცადა ამოსის რეაქცია.
ბოლო 15 წუთი "მანჩესტერმა" მეტოქის ნახევარზე გაატარა, თუმცა ლონდონელებმა ბოლომდე იბრძოლეს და დამსახურებულად გავიდნენ ნახევარფინალში.

წყარო: manutd.ru

ავტორი: zauri7   (2 დეკემბერი 2011 00:19)
#1

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 48

კომენტარები: 1247

რეგ.დრო: 16.05.2010

თუ შეცდომები იქნება გავასწორებ smile









ავტორი: e}{cess   (2 დეკემბერი 2011 00:22)
#2

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 89

რეგ.დრო: 10.03.2011

ლივერპული -სითი მომეწონა, ორივე მონატრებულია თასებს და თავს გაიგიჯებენ, დაღლაც დაეტყობათ და ჩემპიონატშიც ეგაა მთავარი ვინ გაუძლებს ამ რთულ კალენდარს, მითუმეტეს საახალწლო თამაშებიც ახლოოვდება... :)









ავტორი: GUGUNA   (2 დეკემბერი 2011 00:24)
#3

ჯგუფი: Administrator

სიახლეები: 196

კომენტარები: 1449

რეგ.დრო: 22.12.2009

zauri7,
ყოჩაღ request









ავტორი: dato_manchester   (2 დეკემბერი 2011 00:28)
#4

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 225

რეგ.დრო: 22.12.2009

ევანსს რო კაპიტნის სამკლაური ეკეთება ის თამაში დადებითი შედეგით როგორ დასრულდება?! 1




ავტორი: armani17   (2 დეკემბერი 2011 00:28)
#5

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 368

კომენტარები: 737

რეგ.დრო: 25.04.2011

საღორ ავტორ




ავტორი: taVerAa. man.united   (2 დეკემბერი 2011 00:29)
#6

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 1024

რეგ.დრო: 20.10.2011

საღოლ ავოტრ. ჩემი აზრით კარგიც არის რომ გამოვვარდით ბიჭები დაისვენებენ

საღოლ ავოტრ. ჩემი აზრით კარგიც არის რომ გამოვვარდით ბიჭები დაისვენებენ









ავტორი: zauri7   (2 დეკემბერი 2011 00:34)
#7

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 48

კომენტარები: 1247

რეგ.დრო: 16.05.2010

GUGUNA,
armani17,
taVerAa. man.united,
7 BELIEVE









ავტორი: chicharitoo14   (2 დეკემბერი 2011 00:45)
#8

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 90

რეგ.დრო: 2.08.2011

აქ არ შემოვიდნენ მანიუს მლანძღველები?? lol ესეც თასია და რო მოგვეგო კაი იქნებოდა, მაგრამ ეგ არაფერი, წაგება კარგი არასდროსაა მაგრამ შეიძლება შარი ხეირად გვექცეს.
7









ავტორი: cotninio   (2 დეკემბერი 2011 01:43)
#9

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 806

რეგ.დრო: 18.07.2010

We are best fans because we B E L I E V E









ავტორი: davidgiggs   (2 დეკემბერი 2011 01:47)
#10

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 44

რეგ.დრო: 11.03.2010

ერთი იმით ვიმშვიდებ თავს რომ ეს არც ისეთი დიდი თასია და თან მოიხსნეს დამატებითი მატჩები,რაც პრემიერ ლიგისთვის გამოადგება გუნდს....მაგრამ მაინც არ უნდა აგებდე კრ.პალასის დონის გუნდთან თან ოლდ ტრაფორდზე....









ავტორი: creep   (2 დეკემბერი 2011 01:53)
#11

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 1177

რეგ.დრო: 10.11.2010

მოკლედ, საქმე იმაში კი არაა რო წააგეს, უნაუსო ვიყო ძირიტადს რო წაეგო თუ ასე გამტყდომოდა, ლიგიდან რო გამოვარდნენ ეგრე თუ გავაკრიტიკო...პროსტა ისაა, რომ ახალგაზრდა ხარ და გეძლევა შანსი მანუს ღირსება დაიცვა და გამოდიხარ და რავი რა.... მაგარი სუსტი სასტავია, მაკედიან მორისონიანად, შეიძლენა ნიჭიერები არიან მარა ფაქტია, კლუბი თუ არ გიყვარს და პატივს არ სცემ გაიკეთე ერთ ადგილას ეგ ნიჭიერება









ავტორი: Ashley Young 18   (2 დეკემბერი 2011 02:02)
#12

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 82

კომენტარები: 1604

რეგ.დრო: 23.10.2010

უბრალოდ კომენტარს არ ვაკეთებბბ .. არვიცი რა ვთქვა









ავტორი: SaNdRoOo   (2 დეკემბერი 2011 02:06)
#13

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 246

რეგ.დრო: 23.05.2010

გვერდში დავუდგეეთ ჩვენ გუნდს : )))) ჩავარდნაა ყველას აააქვს !!! ძაან განვიცდიი მაგრაამმ მაინც მჯერაა რო იზაამს ფერგი რამეს : )









ავტორი: mandangus   (2 დეკემბერი 2011 02:19)
#14

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 387

რეგ.დრო: 14.12.2010

თვითონ ის ფაქტი რომ კრისტალ პალასთანაც ვაგებთ უკვე რათქმაუნდა გულს შუაზე გვიპობს ''წითლების'' გულით გულშემატკივრებს თუმცა გარკვეულწილად კარგია თუ საერთოდ მხოლოდ ლიგაზე და პრემიერლიგაზე დავრჩებით :) თუმცა ახალგაზრდებისთვის შესანიშნავი შანსია ასეთ ტურნირებში თავის გამოჩენის მაგრამ არაუშავს სამაგიეროდ გუნდი უფრო დასვენებული იქნება იუნაიტედივით გრძელი სკამი კი ბევრს არ აქვს და ეს მათ გადაღლილობაზეც აისახება იმედია :)









ავტორი: nika_123   (2 დეკემბერი 2011 03:20)
#15

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 1447

რეგ.დრო: 8.09.2010

საბოლოო ჯამში ახალგაზრდობისგან უკმაყოფილო დავრჩი, მორისონი და პოგბა რაღაცას ცდილობდენ მაგრამ არ გამოუვიდათ ევანსი როგორც ყოველტვის "მოწოდების სიმაღლეზე იყო" სმოლინგმა მართლა კარგად იტამაშა, გიბონი გამოსწორდა და უაზრო დარტყმებით არ გაგვიწყალა გული თუმცა ცუდი ის არი რო თითქოს ეკიდათ ზოგ ზოგიერთებს ბერბას და მაკედას ვგულისხმობ.









ავტორი: Xeka   (2 დეკემბერი 2011 03:44)
#16

ჯგუფი: Footballer

სიახლეები: 0

კომენტარები: 172

რეგ.დრო: 4.06.2010

გამოიღო იუნაიტედმა :| :| :| ფუ თქვენი წუკლაკი დედიკოებს რო ვტენე რააა :|









ავტორი: teko   (2 დეკემბერი 2011 03:45)
#17

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 110

რეგ.დრო: 2.05.2011

მართალია ეს თასი არაა მნიშვნელოვანი,მაგრამ...:(:(:(:(:(გული მტკივა მანუს ასეთ თამაშს რომ ვუყურებ,თუნდაც მეორე შენადგენლობის:(ძალიან ვინერვიულე,მაგრამ იმედი მაქვს რომ ყველაფერი კარგად იქნება love




ავტორი: WaZza.Rooney10   (2 დეკემბერი 2011 04:33)
#18

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 15

კომენტარები: 881

რეგ.დრო: 25.02.2011

არაუშავს იმედია ბოლო და უკანასკნელი იქნება









ავტორი: Great M.U   (2 დეკემბერი 2011 05:20)
#19

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 25

კომენტარები: 749

რეგ.დრო: 26.09.2011

რაღა დროს ანალიზია , სტატისტკა დაადეთ ასტონ ვილასთან შეხვედრების, კიდე რაღაცეები რა და პრევიუც გააცოცხლეთ რა : ))))))))))))))))))))




ავტორი: Ami   (2 დეკემბერი 2011 06:29)
#20

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 165

რეგ.დრო: 22.11.2011

კაროჩე დაანებეთ რა ამ წაგებას თავი რა!! ჯობია მომავალზე ვიფიქროთ:) და ზოგზოგიერთები ლანდზგვა გინებით ნუ გამოხატავენ მანჩეს ფანობას!









ავტორი: aleko86   (2 დეკემბერი 2011 18:04)
#21

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 42

რეგ.დრო: 1.03.2010

ფაბიოს და რაფაელის ტრავმებმა ხო წაიღეს რა. თამაშს ვერ ამთავრებენ ბოლომდე ,ხან კუნთი ეჭიმებათ ,ხან მყესი უწყდებათ და რაღაც სირობა. თანაც არც ისეთი საიმედოები არიან დაცვაში.









ავტორი: love united   (3 დეკემბერი 2011 02:10)
#22

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 52

კომენტარები: 6293

რეგ.დრო: 19.03.2010

ევანსმა უნდა გაა*ვას გუნდიდან...










ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.