ავტორი: [B]ek...   3-12-2011, 14:02   ნანახია: 595 [ 18 ]
  
''მანჩესტერული'' ევროპა...

დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირისთვის, ''ეურო 2012''-სთვის მზადება.გუშინ 16 გუნდი თავის მეტოქეებს ელოდებოდა, დღეს უკვე ყველაფერი ცნობილია და ფეხბურთელებს უკვე იმაზე აქვთ საფიქრალი, წავლენ თუ არა უკრაინა-პოლონეთში.ამისათვის პირველ რიგში კლუბში მონდომება და კარგი თამაშია საჭირო. კაპელო, ვან მაარვიკი, მორტენ ოულსენი, იოახიმ ლიოვი, სლავენ ბილიჩი და 11 გუნდის მთავარი მწვრთნელი, დიდი საფიქრალის წინაშე არიან.მათ უნდა აირჩიონ საუკეთესო 23 ფეხბურთელი, რომლებიც პრესტიჟულ სანაკრებო ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას.ჩვენ რათქმაუნდა, ყველას გვსურს, რომ ტურნირზე რაც შეიძლება მეტი ''მანჩესტერელი'' მოხვდეს.შანსი ბევრს აქვს, ვნახოთ როგორ გამოიყენებენ...

A ჯგუფი

ეს ჯგუფი ბევრი რამით არის გამორჩეული, თუნდაც იმით რომ ძალინ სუსტია.ამ ჯგუფში, რუსეთი, ჩეხეთი, საბერძნეთი და პოლონეთი ითამაშებენ.ჩვენ ყველაზე მეტად ეს უკანასკნელი უნდა გვაინტერესებდეს.მასში ტომას კუშაკი გამოდის. კუშაკი დიდი ხანია ნაკრების ღირსებას იცავს.''მანჩესტერული'' ევროპა...პირველად ''მანჩესტერელების'' 29 ნომერმა, ნაკრების მაისური, 8 წლის წინ, 21 წლის ასაკში 2003 წელს მოირგო.მოხვდა 2006 წლის მსოფლიო ჩემპინატზე პოლონელთა განაცხადში, ასევე იყო გუნდის 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის განაცხადშიც.მომავალ წელს კი მას ყველაზე ნაკლებად უნდა ველოდოთ, 29 წლის მეკარე, კლუბში სათამაშო პრაკტიკს ნაკლებობას განიცდის.ნაკრებშიც ამ ბოლო დროს ლონდონის ''არსენალის'' ვოიცეხ შენსი დგას და ის თუ ევრო ''2012–ზე'' წავა, ალბად მის სათადარიგო შემადგენლობის მეკარეობას უნდა ველოდეთ.
ამ ჯგუფში სხვა, არცერთი ''მანჩესტერელი'' არ მიიღებს მონაწილეობას.


B ჯგუფი

ყველაზე საინტერესო და ყველაზე გამორჩეული ჯგუფი, ფეხბურთის ექსპერტებმა ამ ჯგუფს სიკვდილის ჯგუფი უწდეს.ამ ჯგუფში, ხომ ერთმანეთის წინააღმდეგ 3 ევროპის ჩემპიონი ითამაშებს.ჰოლანდია და დანია თითო-თითო, ხოლო გერმანია 3 გზის ევროპის ჩემპიონია.ჯგუფი საინტერესოა იმითაც, რომ ამ ჯგუფში 2 ''მანჩესტერელი'' ითამაშებს.დანიის ეროვნულ გუნდში უნდა ველოდეთ, ანდერს ლინდეგაარდს.''მანჩესტერული'' ევროპა...27 წლის მეკარეს ბოლო დროს ხშირად იძახებენ ნაკრებში და ალბად უკრაინა-პოლონეთშიც მას ენდობა დანიელთა მთავარი მწვრთნელი.რაც შეეხება მეორე ''ეშმაკუნას'' ის სავარაუდოდ ლუიშ ნანი იქნება. ფეხბურთელი ბოლო დროს ეროვნული გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა და ალბად თუ რამე დაუგეგმავმა არ შეუშალა ხელი, ნანის ''ეურო 2012''-ზე ვიხილავთ.მიუხედავად ასაკისა, ნანიმ უკვე 2006 წლიდან მოყოლებული, 52 შეხვედრა ჩაატარა ნაკრების შემადგენლობაში და 12-ჯერ გაახარა გოლით საკუთარი გულშემატკივარი.ითამაშა ''ეურო 2008''-ს საკვალიფიკაციო ეტაპზე, სადაც გოლის გატანაც მოახერხა ბელგიის წინააღმდეგ გასვლით მატჩში(ის შეხვედრა პორტუგალიელებმა ანგარიშით 1-2 მოიგეს).ნანიმ ფინალურ ეტაპზე წასასვლელი მოწვევაც მიიღო ლუიშ ფელიპე სკოლარიგან.ითამაშა 3 თამაში, მათ შორის ერთხელ იყო სასტარტო შემადგენლობაში.


C ჯგუფი

საინტერესოა ეს ჯგუფიც.აქ ერთმანეთს ესპანეთი, ირლანდია, ხორვატია და იტალია დაუპირისპირდებიან. ირლანდიელთა შემადგენლობაში, უნდა ველოდოთ დარონ გიბსონს.''მანჩესტერელთა'' 28 ნომერმა, ნაკრების შემადგენლობაში 17 ჯერ ითამაშა, მათ შორის ერთხელ გოლიც გაიტანა.''მანჩესტერული'' ევროპა...2007 წელს გიბსონმა ''ეურო 2008''-ს საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა. დებიუტი დანიასთან 4:0 მოგებულ შეხვედრაში ჰქონდა.პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი გოლი კი მან 2011 წლის 8 თებერვალს, უელსის ნაკრებს გაუტანა. ის შეხვედრა მისმა გუნდმა 3-0 მოიგო და ანგარიში დარონმა გახსნა.
ამ ჯგუფში შესაძლოა გამოჩნდენ დავიდ დე ხეა და ფედერიკო მაკედაც.არცერთ მათგანს ნაკრებში დებიუტი ჯერ არ ჰქონიათ თუმცა.U21 გუნდებში ორივე რეგულარულად თამაშობს და გუნდის ლიდერებიც არიან.მითუმეტეს, რომ იტალიელთა მთავარი მწვრთნელს, უკრაინა-პოლონეთში ახალგაზრდული გუნდის ჩაყვანა სურს და თუ 21 წლამდე ნაკრებში დაიწყებს ფეხბურთელების მოძიებას, წასვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი სწორედ კიკო იქნება.


D ჯგუფი

ბოლო, D-ჯგუფი ''მანჩესტერლთა'' ნაკლებობას არ უჩივის. ''ეურო-2012''-ზე მოხვედრის რეალური შანსი ამ ჯგუფიდან 9 ფეხბურთელს აქვს.უკარინა, შვეთიდან არავის თუმცა ინგლისიდან და საფრანგეთიდან სავარაუდოა, რომ ნაკრებში ვიხილავთ უეინ რუნის, ფილ ჯონსს, დენი უელბექს, კრის სმოლინგს, მაიკლ კერიკს, ეშლი იანგს, ტომ ქლევერლის, რიო ფერდინანდს და პატრის ევრას.ინგლისის ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს უეინ რუნის, ეროვნული გუნდის შემადგენლობაში 73 შეხვედრა ჩაუტარებია და 28 გოლი გაუტანია.დებიუტი 17 წლის ასაკში, 2003 წლის 12 თებერალს ჰქონდა, ამხანაგურ შეხვედრაში ავსტრალიის წინააღმდეგ.ფილ ჯონსი, დენი უელბექი,კრის სმოლინგი და ტომ ქლევერლი ნაკრების დებიუტანტები არიან. ''მანჩესტერული'' ევროპა...თუმცა რამოდენიმე მათგანმა ადგილი უკვე თითქმის დაიმკვიდრეს.ჯონსმა და უელბექმა 3-3 შეხვედრა, სმოლინგმა კი 2 თამაში ჩაატარა ნაკრების შემადგენლობაში.რაც შეეხება ტომ ქლევერლის, ის ერთხელ იყო გამოძახებული კაპელოს გუნდში, თუმცა არ უთამაშია.ეშლი იანგი და მაიკლ კერიკი, უეინ რუნის მსგავსად დიდი ხანია ნაკრების წევრები არიან.ეშლის 18 შეხვდრა და 4 გოლი, კერიკს კი 22 შეხვედრა და ჯერჯერობით არცერთი გოლი აქვთ.ნაკრების კიდევ ერთი გამოცდილი წევრია რიო ფერდინანდი.რიომ ინგლისის ნაკრების მაისური უკვე 81-ჯერ მოიგო და 3-ჯერ გოლის გატანაც მოახერხა.რაც შეეხება გუნდის კიდევ ერთ გამოცდილ ინგლისელს, მაიკლ ოუენს.მას დიდი ხანია ნაკრების შემადგენლობაში აღარ უთამაშია და უკრაინა-პოლონეთში მის გამოჩენას არ უნდა ველოდოთ. პატრის ევრა საფრანგეთის ნაკრების დაცვის ერთ-ერთი ლიდერია,ხშირად კაპიტნის სამკლაურითაც გამოდის ხოლმე.მან 2004 წლიდან ნაკრებში 39 შეხვედრა ჩაატარა და ალბად ისიც იქნება ''ეურო 2012''-ზე თუ რაიმე გაუთვალისწინებელმა არ შეუშალა ხელი.

ავტორი: BeEk:X   (3 დეკემბერი 2011 14:22)
#1

ჯგუფი: Staff

სიახლეები: 231

კომენტარები: 1456

რეგ.დრო: 19.06.2010

ინგლისი მეორე იუნაიტედია 1









ავტორი: GUGUNA   (3 დეკემბერი 2011 14:50)
#2

ჯგუფი: Administrator

სიახლეები: 196

კომენტარები: 1449

რეგ.დრო: 22.12.2009

[B]ek...,
საღოლ smile









ავტორი: ...RooNeY...FaN...   (3 დეკემბერი 2011 15:14)
#3

ჯგუფი: Staff

სიახლეები: 289

კომენტარები: 4507

რეგ.დრო: 20.12.2009

D-ჯგუფი ''მანჩესტერლთა'' ნაკლებობას არ უჩივის. ''ეურო-2012''-ზე მოხვედრის რეალური შანსი ამ ჯგუფიდან 9 ფეხბურთელს აქვს

არ ვიცოდი მანჩესტერი ევრო 2012 ზეც თუ გამოდიოდა laughing
საღოლ









ავტორი: zatara   (3 დეკემბერი 2011 15:27)
#4

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 541

რეგ.დრო: 2.04.2010

BeEk:X,

კარში ჰარტი რო არე ეყენოს და კაპიტანი ტერი რო არ იყოს :D დანარჩენი კიდე ჩვენ ვართ :D :D :D









ავტორი: zauri7   (3 დეკემბერი 2011 15:57)
#5

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 48

კომენტარები: 1247

რეგ.დრო: 16.05.2010

საღოლ კარგია smile









ავტორი: Rooney   (3 დეკემბერი 2011 16:23)
#6

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 60

კომენტარები: 5241

რეგ.დრო: 7.03.2010

fellow









ავტორი: maniutwilight   (3 დეკემბერი 2011 16:24)
#7

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 613

რეგ.დრო: 7.11.2010

ინგლისი ხო სუფთა მანჩეა, მარა ისე უნდა ვთქვათ რა: ჯო ჰარტზე უკეთესი მეკარე მეეჭვება იყოს ბევრი









ავტორი: achiko14   (3 დეკემბერი 2011 16:57)
#8

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 88

რეგ.დრო: 16.05.2011

დე ხეა რო ინგლისელი ყოფილიყო!ინგლისის ნაკრები მაშინ იქნებოდა ნაღდი მანჩესტერი




ავტორი: nika_123   (3 დეკემბერი 2011 16:59)
#9

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 1447

რეგ.დრო: 8.09.2010

ინგლისის სულ მანჩე როგორ იქნება ლამპარდი ტერი ჟერარდი ჰარტი ბენტიც ხშირად თამაშობს პარკერი და ვოლკოტი ძირითადში მარტო რუნი, იანგი და ფერდინანდი არიან ხოლმე მანჩესტერიდან.









ავტორი: RED DEVILS   (3 დეკემბერი 2011 17:00)
#10

ავტორი: taVerAa. man.united   (3 დეკემბერი 2011 17:26)
#11

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 1024

რეგ.დრო: 20.10.2011

აუ ინგლისი არ მიყვარს მე ტერი ლამპარდიდა მეზიზღება ჯერარდი. მექსიკა უკეთესია კარში გიჟი ნემოა ჩოა ძაან მაგარი მეკარეა love









ავტორი: Berckley   (3 დეკემბერი 2011 17:27)
#12

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 194

კომენტარები: 1558

რეგ.დრო: 16.02.2011

ევანსი გამოგრჩათ იქნება ეგეც ირლანდიაში









ავტორი: Malboro007   (3 დეკემბერი 2011 17:49)
#13

ჯგუფი: User

სიახლეები: 8

კომენტარები: 3712

რეგ.დრო: 3.04.2010

ინგლისი love

nika_123,
9 ფეხბურთელიდან ყველას ხომ არ გამოიძახებს




ავტორი: nika_123   (3 დეკემბერი 2011 18:23)
#14

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 1447

რეგ.დრო: 8.09.2010

malboro,
მეც მაგას ვიძახი რო მაქსიმუმ 4 კაცი იქნება ინგლისის ძირითადში იანგი რუნი ფერდინანდი და ჯონსი.









ავტორი: Great M.U   (3 დეკემბერი 2011 20:48)
#15

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 25

კომენტარები: 749

რეგ.დრო: 26.09.2011

ამ ჯგუფში შესაძლოა გამოჩნდენ დავიდ დე ხეა და ფედერიკო მაკედაც.არცერთ მათგანს ნაკრებში დებიუტი ჯერ არ ჰქონიათ თუმცა.U21 გუნდებში ორივე რეგულარულად თამაშობს და გუნდის ლიდერებიც არიან.მითუმეტეს, რომ იტალიელთა მთავარი მწვრთნელს, უკრაინა-პოლონეთში ახალგაზრდული გუნდის ჩაყვანა სურს და თუ 21 წლამდე ნაკრებში დაიწყებს ფეხბურთელების მოძიებას, წასვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი სწორედ კიკო იქნება.

როცა უწოდებენ კიკოს ცუდ ფეხბურთელს, ჯერ ამას გადახედონ და კიდე სხვა ინფორმაციას და მერე თქვან რამე )))

ინგლისის ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს უეინ რუნის, ეროვნული გუნდის შემადგენლობაში 73 შეხვედრა ჩაუტარებია და 28 გოლი გაუტანია.დებიუტი 17 წლის ასაკში, 2003 წლის 12 თებერალს ჰქონდა, ამხანაგურ შეხვედრაში ავსტრალიის წინააღმდეგ

12 თებერვალი ბედნიერი დღეა )) პირველი ეს თარიღი, მეორე სიტის ამ დღეს გაუტანა ერთ-ერთი საუკეთესო გოლი მფოფლიოში (მაკრატელა) და თან მაგ დღეს ჩემი დაბადების დღეა : )))))))))))) 1 lol tongue winked




ავტორი: reddevil666   (3 დეკემბერი 2011 22:15)
#16

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 169

რეგ.დრო: 19.05.2011

აუ რა მაგარი ჯგუფები მოხდა, მაგრამ პორტუგალია შემეცოდა ნანიმ და კრიშტიმ მინდა წარმატებებს მიაღწიონ









ავტორი: [B]ek...   (3 დეკემბერი 2011 23:25)
#17

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 208

კომენტარები: 679

რეგ.დრო: 25.12.2009

Berckley,
ეგ ჩრდ. ირლანდიელია...









ავტორი: love united   (3 დეკემბერი 2011 23:52)
#18

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 52

კომენტარები: 6293

რეგ.დრო: 19.03.2010

იმედია ამ ჩემპიონატის დროს B ჯგუფში უკვე სამი მანჩესტერელი ითამაშებს:ნანი,ლინდეგაარდი და სნეიდერი...










ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.