
მას შემდეგ რაც, მთავარმა პრეტენდენტმა პრემიერ ლიგის მოგების მიაღწია დამაჯერებელ გამარჯვებას მოწინააღმდეგეზე, "იუნაიტედი" უბრალოდ ვალდებული იყო "ვილა პარკიდან" 3 ქულა წამოეღო, საბედნიეროდ სტუმრად "ასტონ ვილასთან," როგორც წესი, მთავრდება "წითლების" წარმატებით, ამჯერადაც სერ ალექს ფერგიუსონმა არ უღალატა ტრადიციას. "მანჩესტერს" გამარჯვება ფილ ჯონსმა მოუტანა და ამ სეზონში "ეშმაკების" რიგებში, პრემიერ ლიგაში პირველი ბურთი გაიტანა.
ამ ერთადერთი გოლის შემდეგ, რომელიც მე-20' წუთზე გავიდა, მასპინძლები პრაქტიკულად არ აწუხებდნენ სტუმრებს, რომლებსაც "ვილა პარკზე" არ წაუგიათ 1995/96 წლის სეზონის შემდეგ. რასაკვირველია, სერ ალექსმა ამ მატჩში დაამყარა რეკორდი, რომელიც ეკუთვნოდა სერ მეტ ბასბის, ჩაატარა 972 შეხვედრა მთავარი მწვრთნელის რანგში, რასაც პირად აქტივში ჩაიწერს.
ეშლი იანგმა პირველად ჩაატარა შეხვედრა თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ. მაიკლ კერიკმა და ფილ ჯონსმა დაიწყეს მატჩი ცენტრალურ ნახევარდაცვაში, კრის სმოლინს კი წინა კვირაში ნაჩვენები კარგი თამაში დაუფასეს და მარჯვენა მცველის ადგილი მისცეს. ესპანელი მეკარის ნაცვლად მენეჯერმა ანდრეს ლინდეგაარდი ამჯობინა.
მატჩი საკმაოდ კარგად დაიწყო, მაგრამ შემდეგ დიდი პაუზა მოჰყვა, როცა ჩიჩარიტო თავისით წაიქცა მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე, ექიმების შემოწმების შემდეგ ის მოედნიდან საკაცით გაიყვანეს, მის მაგივრად კი ვალენსია შევიდა სათამაშოდ, ნანიმ გადაინაცვლა ცენტრში და ჩემპიონებმა ყველაფერი ხელში იგდეს, სმოლინგს ჰქონდა შანსი, როცა ვიდიჩის თავიდან ასხლეტილი ბურთი მიუვიდა, თუმცა მას "ასტონ ვილას" ერთ-ერთმა ფეხბურთელმა შეუშალა ხელი.
მე-20' წუთზე "მანჩესტერმა" ფილ ჯონსის ძალისხმევის შედეგად, შეძლეს გოლის გატანა. პატრის ევრამ ფლანგზე ნანის მისცა პასი, პორტუგალიელმა კი ბრწყინვალედ ჩააწოდა და ჯონსმა ერთი შეხებით გაგზავნა ბურთი შეი გივენის კარში, რის შემდეგაც სიხარული სახეზე გადაედოთ სერ ალექსს და მის სამწვრთნელო შტაბს.
ამის შემდეგ რიჩარდ დანმა დაუშვა შეცდომა, მისცა რუნის ბურთის ფლობის უფლება, რომელმაც სწრაფად მისცა ვალენსიას, შემდეგ ერთი შეხებით ნანის ჩაუწოდა, ამ უკანასკნელმა კი თავით ბურთი კარში გაგზავნა, თუმცა შეი გივენმა კარგად ითამაშა. ჩანდა თითქოს, "იუნაიტედმა" მთლიანად დაჯაბნა მოწინააღმდეგე: 32' წუთზე ვალენსიამ ბრწყინვალე დარტყმით ბურთი კარს ზემოდან გადააცდინა.
შეხვედრა გრძელდებოდა, როცა პაუზის შემდეგ, გივენი შეცვალეს მას შემდეგ რაც, ფეხებში ჩავარდნით ბურთი აუტზე გაგზავნა, მის მაგივრად მოედანზე შემოვიდა ბრედ გუზანი, რომელმაც აქამდე პრემიერ ლიგაში მხოლოდ ერთხელ მიიღო მონაწილეობა, თუმცა , "მანჩესტერმა" პირველ ნახევარში ვერ მოახერხა ამ მეკარის გამოცდა, იმის მიუხედავად, რომ მთავარმა არბიტრმა შეხვედრას 8 წუთი დაამატა.
შესვენების შემდეგ, "წითელ ეშმაკებს" მაინც არ გამოუვიდათ "ასტონ ვილაზე" დიდი ზეწოლის განხორციელება, თუმცაღა "იუნაიტედი" მოწინააღმდეგეს ჯობნიდა. ბარი ბენანის გამო, რუნიმ კარში დაარტყა, თუმცა რიკოშეტის მიუხედავად კუთხური არ დანიშნულა. შემდეგ გუზანმა ადვილად მოახერხა ნანის შეტევის გაჩერება. მასპინძლებმა ორჯერ თვითონ ჩააბარეს ბურთი სტუმრებს, თუმცა ორივეჯერ შეძლეს "წითლების" რუნისა და ჯონსის შეჩერება, სტივენ უორნოკისა და ჯეიმს კოლინზის ძალისხმევით.
მატჩი კი არ დამთავრებულა ისე, როგორც უნდოდათ: ჟერმაინ ჯენასი გახდა ტრავმის ბოლო მსხვერპლი, მანამდე კი რიო ფერდინადი გავიდა მოედნიდან, რომელიც ალბათ, ცოტათი დაშავდა, მის გასვლამ სერ ალექსს გეგმები შეუცვალა და ჯონსი დაბრუნდა დაცვაში.
ამის შემდეგ, "ასტონ ვილამ" რამოდენიმეჯერ შეუტია მწვავედ, შეცვლაზე შემოსულმა ემილ ჰესკიმ ვერ მოახერხა ბურთის შორეულ კუთხეში გაგზავნა. ასევე იყო კიდევ ერთი თავური, ამჯერად ავტორი ჯეიმს კოლინზია, რომელიც საშიში ზონიდან ანდრეს ლინდეგაარდმა გაანეიტრალა.
იანგმა რამოდენიმეჯერ დაარტყა "ვილას" კარში, ერთ-ერთი აცდა მიზანს, მეორე კი პირდაპირ გუზანს მიუვიდა. "წითელი ეშმაკები" ხვდებოდნენ რომ გუნდს კიდევ ერთი ბურთი სჭირდებოდა, რომ ნორმალური რეზულტატი დაეფიქსირებინათ. ამის გამო მენეჯერმა მოედანზე ახლახანს ტრავმამოშუშებული დენი ველბეკი შემოუშვა, რომელმაც ეშლი იანგი ჩაანაცვლა. 88' წუთზე რუნი მიზანთან ახლოს იყო, როცა მან კერიკის გადაცემა კარგად დაამუშავა და ოდნავ ააცდინა ზემოდან მოწინააღმდეგის კარებს.
ველბეკი ტყუილად არ შემოსულა მოედანზე, როცა ბოლო წუთზე ბურთი ბადეში მოახვედრა, თუმცა გვერდითმა მსაჯმა სამართლიანად დააფიქსირა თამაშგარე მდგომარეობა. საბოლოო ჯამში "იუნაიტედმა" მიაღწია დამსახურებულ გამარჯვებას და ისევ შეამცირა "სიტისთან" სხვაობა 5 ქულამდე.
წყარო: manutd.ru