
"ქალაქი მანჩესტერი აგონიაშია - სრული უიმედოობა და ინგლისური ფეხბურთის ტრაგედია, როგორც დღეს ინგლისური პრესის ფურცლები გუშინდელი საღამოს შემდეგ საუბრუბდნენ, ინგლისის პრემიერლიგის ორი ფავორიტი და შესაბამისად ინგლისური ფეხბურთის ორი ახლანდელი მთავარი იმედი - "მანჩესტერ იუნაიტედი" და "მანჩესტერ სიტი" უეფას ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობნენ. ტრაგედია, რომელიც ამ ქალაქს ძალიან დიდი ხანი ემახსოვრება, განსაკუთრებით მტკივნეული ალბათ "იუნაიტედის" გამოკლებაა, გუნდის, რომელიც უკანასკნელ წლებში ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად ითვლებოდა, გუნდი, რომელიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სამჯერ გავიდა ლიგის ფინალში და აქედან ერთხელ იმარჯვა კიდეც, დღეს ჯგუფში რჩება და მესამე ადგილზე გასული ევროპის ლიგაზე განაგრძობს ასპარეზობას. ამის პარალელურად "მანჩესტერ სიტი", რომელშიც მილიარდები დაიხარჯა, მიუხედავად მიუნხენის "ბაიერნთან" გამარჯვებისა ჯგუფში ასევე რჩება და მეორე ადგილს იტალიურ "ნაპოლის" უთმობს, რომელსაც არანაირად არ აქვს ის ფინანსური შესაძლებლობები, როგორც "სიტის". ამის მიუხედავად გზას ლიგაზე სწორედ იტალიელები აგრძელებნ და არა ინგლისელები, რაც ყველაზე უარესია დღეს პრმეიერლიგის ორ საუკეთესო კლუბად სწორედ მანჩესტერელები ითვლებიან, მაგრამ ლიგაზე, ანუ საერთაშორისო ასპარეზზე ეს რეალურად არ გამოჩნდა, ვერ ვიტყვით, მანჩესტეროს რომელ მხარეს უფრო უჭირს - წითელს თუ ცისფერს, ალბათ ორივეს, ამიერიდან ჩემპიონთა ლიგა ორი ფავორიტის გარეშე ჩაივლის.ალბათ "მანჩესტერ სიტის" შესახებ ბევრს ვერ ვისაუბრებთ, მართალია ამ გუნდისგან ელოდა ყველა რომ გავიდოდა, თუმცა რეალურად მისი ვერგასვლა სენსაციად ნამდვილად არ მოინატLება, ეს უფრო გუნდის მესვეურებისთვის არის ტრაგედია, რომლებმაც დაინახეს რომ ის მილიარდები რაც ამ გუნდში დაიხარჯა დიდწილად გადაყრილია, რაც შეეხება "სიტის" თანაქალაქელ - "იუნაიტედს" აი ამ გუნდისთვის კი ჯგუფში ჩარჩენა და თანაც ასეთ ადვილ ჯგუფში ჩარჩენა ნამდვილი ტრაგედიაა, მოდით ვთქვათ, რომ "იუნაიტედმა" ეს დაიმსახურა, მეტოქეების შეუფასებლობა, მონდომების ნაკლებობა და ალბათ რწმენის ნაკლებობაც - ეს ის ძირითადი მიზეზებია რატომაც "იუნაიტედი" ასეთ ჯგუფში ჩარჩა, რასაკვირველია ეს ამბავი არავის ახარებს, რადგან ჩემპიონთა ლიგამ გაცილებით მეტი დაკარგა "იუნაიტედის" ვერ გასვლის გამო, ვიდრე იმით რომ მერვედფინალში შვეიცარიული "ბაზელი" ითამაშებს, ამიერიდან "იუნაიტედი" ევროტურნირებს ევროპის ლიგაზე გააგრძელებს, ალბათ სერ ალექს ფერგიუსონი არ დაეყრდნობა ძირითად შემადგენლობას ამ ტურნირზე, ყოველ შემთხვევაში გუნდისთვის, რომლის მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგება იყო რამდენად მოტივირებული იქნება ევროპის ლიგაზე რთული სათქმელია, თუმცა სწორედ ეს მოტივაციის ნაკლებობა იყო მიზეზი იმისა, რომ "იუნაიტედი" უწმვავეს კრიზისში აღმოჩნდა, ასე რომ პირველ რიგში ფეხბურთელებს მოუწევთ საკუთარი გუნდის ფანებისთვის თამაში და დარჩენილ ყველა ტურნირსა და ყველა თამაშში უკანასკნელ წამებამდე ბრძოლა.
იყო კიდევ ებვრი სხვა მიზეზიც რატომაც დაემართა ასეთი ტრაგედია "იუნაიტედს". იყო დაუსრულებელი ტრამვიანობა დღეს გუნდს რაფაელ დ აფაბიო და სილვები, ტომაშ კლევერლი, ოლივეირა ანდერსონი, ხავიერ ერნანდესი და დიმიტარ ბერბატოვი აკლია, მათ სერბი ნემანია ვიდიჩიც დაემატა, ასეთი დანაკლისის ფონზე გუნდმა ვეღარ გაძლო, საერთოდაც როგორც იცით კლევერლი, ანდერსონი და ჩიჩარიტო კიდევ დიდი ხანი ვერ გამოვლენ მოედანზე, მათ ალბათ ვიდიჩიც დაემატება, რაც შეეხებათ ძმებს და ბულგარელს ისინი შემდეგი შეხვედრისთვის უნდა დაბრუნდნენ, შემდეგ მატჩს კი არ აქვს მნიშვნელობა ვისთან იქნება, ერთი რამ ფაქტია, დღეს მერე როდესაც "მანჩესტერ იუნაიტედმა" დასაკარგი დაკარგა მათთვის ყველა რიგითი ტურის მატჩი, თამაშები ასოციაციის თასზე თუ ევროპის ლიგის თითოეული შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის ფინალის ტოლფასი უნდა იყოს. გასაგებია, რომ გუნდს ნახევარდაცვაში უჭირს რადგან ორი ძირითადი გამთამაშებელი არ არის, თუმცა პრობლემები შემადგენლობაში - ეს მეორეხარისხოვანია, გუნდს აშკარად აქვს ფსიქოლოგიური პრობლემები, თუმცა სერ ალექს ფერგიუსონის გუნდის ძალაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ამ პრობლემებს ის ძალიან მალე ამარცხებდა, ასე რომ გუნდში მყოფ ჯანმრთელ ფეხბურთელებს არა რაიმე მიზეზით და ტურნირების მოსაგებად, არამედ დარჩენილ თითოეულ შეხვედრაში მხოლოდ საკუთარი გულშემატკივრებისთვის და ღირსებისთვის მოუწევთ მოედანზე გასვლა.უეინ რუნი - გუნდის ლიდერი, რომელმაც გუშინ ვერაფერი გააკეთა ალბათ ამ სეზონის დარჩენილი დროის განმავლობაში მოუწევს იმის საბოლოოდ დამტკიცება არის თუ არა იგი უმაღლესი კლასის ფეხბურთელი, თუ უბრალოდ რიგითი კარგი მოთამაშე. ისევე როგორც გუნდის ახალწვეულებს დავიდ დე ხეასა და ეშლი იანგს მოუწევთ იმის დამტკიცება ნამდვილად შეეფერებიან თუ არა "მანჩესტერ იუნაიტედის" დონეს, პრინციპში დასამტკიცებელი ყველა "იუნაიტედის" ფეხბურთელს აქვს, რიო ფერდინანდსაც, იქნებ მისი დრო მართლაც წავიდა? ფაქტია, რომ გუნდში არაფერი არაა წესრიგში, ერთადერთ ფეხბურთელი, რომელიც ყოველ შეხვედრაში 90 წუთი იბრძვის ეს ახალგაზრდა ფილ ჯონსია, რომლისთვისაც ჯგუფში ჩარჩენა კიდევ უფრო რთულად გადასატანი იქნებოდა, თუნდაც იმიტომ, რომ სწორედ მისი ავტოგოლით აგებდა გუნდი "ბენფიკასთან", ალბათ ამიტომაც იყო, რომ გუშინდელ შეხვედრაში მთელ შვეიცარიულ გუნდს მარტო ჯონსი ებრძოდა და გოლი გაიტანა კდიეც, საუბედუროდ მისი გუნდისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ბევრი იტყვის, რომ "იუნაიტედმა" თავისი შანსი ხელიდან მაშინ გაუშვა, როდესაც შინ "ბენფიკას" ვერ მოუგო, თუმცა ამის დიდი მცდელობები არც ჰქონია, ისევე როგორც არც ახლა "ბაზელის" წინააღმდეგ, ალბათ ერთადერთი შეხვედრის გახსენება შეიძლება სადაც "იუნაიტედის" ფეხბურთელებმა მთელი გულით ითამაშეს - ეს "ნიუკასლთან" პრემიერლიგის მატჩი იყო, თუმცა მიზანს იქაც ვერ მიაღწიეს და გუნდი დიდწილად ამის გამოც გატყდა.ბევრი კი მიიჩნევს, რომ გუნდმა ჯერაც ვერ დაივიწყა საშინაო მარცხი მანჩესტერულ დერბიში - 1:6. ფაქტია, რომ იმ მატჩამდე ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა, როგორც ლამაზ ზღაპარში, სწორედ დერბიში შინ განადგურების შემდეგ ამ გუნდში რაღაც შეიცვალა, გუნდი ვერადავერ წამოდგა ფეხზე და საბოლოოდ ყველაფერი ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნით დამთავრდა. ამის მიუხედავად ცხოვრება გრძელდება, ზემოთ ვთქვით რატომაც უნდა ითამაშონ "იუნაიტედის" ფეხბურთელებმა გაცილებით უფრო მოტივირებულად ვიდრე აქამდე თამაშობდნენ, არ აქვს მნიშვნელობა ვინ არ ეყოლება გუნდს, როგორც იცით ტრამვირებულთა სიას ვიდიჩიც დაემატა ოთხიდან-ექვს თვემდე გუნდის კაპიტანი მოედანზე ვერ გამოვა, ამის მიუხედავად სწორედ ახლა უნდა გამოჩნდეს ის თუ რამდენად შეკრულია დღევანდელი "მანჩესტერ იუნაიტედი", ბევრი ამბობს, რომ ამ გუნდისგან არაფერი არ გამოვა, რომ აქ არ არის პერსპექტივა, ბევრი კი მიიჩნევს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" საბოლოო გატეხვა ასე ადვილად ვერ ხდება, უფრო მეტი კი ელის "იუნაიტედისა" და "სიტის" თამაშებს, როგორც პრემიერლიგაში, ისე ინგლისის თასზე და ასევე ევროპის ლიგაზე, პირველი მათი შეხვედრა სწორედ ინგლისის თასზე შედგება, ზემოთ ტყუილად არ ვახსენეთ რომ იმ 1:6-ს შემდეგ შეიცვალა ამ გუნდში რაღაცა, ასე რომ წართმეულის დაბრუნება მხოლოდ "სიტის" შეუძლია, შესაძლოა მანჩესტერულ დერბიში გამარჯვება და რევანშის აღება გამოდგეს კიდეც გადამწყვეტი ფაქტორი, თანაც იმის ფონზე რომ არც "სიტია" კარგ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში, ფაქტია, რომ ქალაქ მანჩესტერს დღეს ძალიან უჭირს, რომელი მხარე უფრო გამოვა ამ მდგომარეობიდან - წითელი თუ ცისფერი ამას მომავალი გამოაჩენს".
წყარო: "The Daily Express"