
"მანჩესტერ იუნაიტედი" უეფას ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა. გუნდი, რომლისგანაც ამ სეზეონში ძალიან ბევრს ელოდნენ აბსოლუტურად უამბიციო და უთავმოყვარეო გუნდი აღმოჩნდა. "იუნაიტედი" ახალგაზრდები, რომელთა მოტივაციის შესახებ ძალიან ბევრი იწერებოდა სინამდვილეში მხოლოდ გამოუცდელი ბიჭების ბრბო აღმოჩნდა, საბოლოო ჯამში ის რაც "იუნაიტედის" თავს მოხდა აბსოლუტურად დამსახურებულია ამ გუნდისთვის, რომელსაც მთელი ამ სეზონის განმავლობაში არც ერთ თამაშში არ გამოუჩენია ის ბრძოლისუნარიანობა რასაც ამ გუნდისგან შევეჩვიეთ. შეიძლება მხოლოდ ერთი შეხვედრის გახსენება "ნიუკასლ იუნაიტედის" წინააღმდეგ, სადაც გუნდმა მაინც ვერ მოიგო, სხვა ყველა შეხვედრაში "იუნაიტედის" გამოცდილ თუ ახალგაზრდა ფეხბურთელებს არანაირი მოტივაცია არ გააჩნდათ, რთულია ამ შემთხვევაში გუნდის მთავარ მწვრთნელ სერ ალექს ფერგიუსონზე საუბარი, ფერგიუსონს უფრო რთული დროებიც ჰქონია, ბოლოს და ბოლოს ბოლოს როდესაც გუნდი ჯგუფში ჩარჩა მაშინ უეფას თასზეც ვერ გადავიდა და ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა, ამჯერად კი მესამე ადგილით "ალისფერი ეშმაკუნები" ევროპის ლიგაზე გადავიდნენ და როგორც უკვე აქედან აცხადებენ მხოლოდ და მხოლოდ ამ ტურნირის მოგება თუ დააკმაყოფილებთ. კიდევ უფრო ემოციურად საუბრობდნენ დღეს გუნდის სხვა ფეხბურთელები და მთავარი მწვრთნელი, გასაგებია, რომ "იუნაიტედი" კრიზისშია, თუმცა შესაძლოა სწორედ ეს დაცემა გამოდგეს გადამწყვეტი მანჩესტერელებისთვის და აღმავლობის ახალი პერიოდიც დაიწყოს, ეს უკვე მომდევნო შეხვედრიდან გამოჩნდება, სადაც გუნდი შინ "ოლდ ტრაფორდზე" თავისი გულშემატკივრების წინაშე "ვულვზს" მიიღებს.ჯერ კიდევ "სიტისთან" 1:6-ს წაგების შემდეგ ყველა ელოდა, რომ ეს გუნდი გარდაიქმნებოდა და ყველას და ყველაფერს გაანადგურებდა რაც წინ დაუდგებოდა, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ ასეთი ფსიქოლოგიური დარტყმის გადატანა, მითუმეტეს ისეთ ახალგაზრდულ გუნდს, როგორიც დღევანდელი "მანჩესტერ იუნაიტედი" იყო ძალიან გაუჭირდებოდა, საბოლოოდ ასეც მოხდა. ახლა საკითხავი უკვე სხვაა - ამჯერად თუ მაინც შეძლებენ "იუნაიტედის" ფეხბურთელები იმ ტრაგედიის დავიწყებას რასაც ჩემპიონთა ლიგიდან გამოთიშვა ჰქვია? ალბათ დროა რომ მათ ეს მოახერხონ. რეალურად გუნდის პრობლემა ფეხბურთელების თავშია, ის, რომ სერ ალექსი გუნდს განაწყობს ეს მარტივი მისახვედრია, ისიც მარტივი მისახვედრია, რომ ტრამვირებული ფეხბურთელების შეცვლას სხვა მოთამაშეები მოახერხებენ, ვინ ჰყავს ტრამვირებული დღეს გუნდს? ნემანია ვიდიჩი, რომელიც მღატალია გუნდის კაპიტანია, თუმცა ცენტრში მისი ადგილის დაკავება ფილ ჯონსს არ უნდა გაუჭირდეს, არიან სხვა ფეხბურთელებიც - კრის სმოლინგი და ჯონათან ევანსი, განა რომელიმე მათგანი ცუდი ფეხბურთელია? თუმცა ყველა მათგანი ახალგაზრდაა და შესაბამისად მოუწევთ იმის დამტკიცება რომ პირველ რიგში ფსიქოლოგიურად ისინი მზად არიან "მანჩესტერ იუნაიტედში" სათამაშოდ, ტრამვირებულნი არიან ოლივეირა ანდერსონი და ტომაშ კლევერლი, მათი ადგილის დაკავება მაიკლ ქერიკს და დარენ ფლეტჩერს მოუწევთ, წესით მათ ეს უნდა მოახერხონ, რაც შეეხება ხავიერ ერნანდესს გუნდში არის უეინ რუნი, დანი ველბეკი, დიმიტარ ბერბატოვი, მართალია ისიც ტრამვირებულია თუმცა როგორც ბულგარელი ისე ძმები და სილვები შემდეგი მატჩისთვის ფეხზე უნდა დადგნენ.
რეალურად გუნდმა ამ სეზონში ძალიან ბევრი რამ დაკარგა - 1:6-ის წაგების შემდეგ ხალხის პატივისცემა, თასზე "კრისტალ პალასთან" მარცხის შემდეგ ლიგის თასს გამოემშვიდობა, ხოლო "ბაზელთან" 1:2-ის წაგების შემდეგ უკვე ჩემპიონთა ლიგიდანაც გამოვარდა, კიდევ რა დარჩა ამ გუნდს დასაკარგი? არც არაფერი. ახლა ამ გუნდს მხოლოდ იმისთვის მოუწევთ ბრძოლა რისი მოპოვებაც ჯერ კიდევ შეუძლიათ - ინგლისის ასოციაციის თასის, პრემიერლიგის და ევროპის ლიგის. წარმოვიდგინოთ, რომ გუნდი დარჩენილ სმაივე ტურნირს იგებს, ეს კიდევ ერთი დასტური იქნება იმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" გატეხვა უბრალოდ შეუძლებელია, ხოლო თუ გუნდმა ვერც ერთი მათGანი ვერ მოიგო ნათლად გამოჩნდება, რომ ამ გუნდში სერიოზული ცვლილებებია საჭირო, შესაძლოა იმის დროც მოვიდა, რომ გუნდიდან წავიდეს სერ ალექს ფერგიუსონი, მაგრამ საქმე იმაშია, რომ პრობლემა უფრო გუნდის ფეხბურთელებში ჩანს ვიდრე მწვრთნელში, არ ვამბობთ რომ გუნდს შემადგენლობის მხრივ აქვს პრობლემები, მაგრამ თითქოს აქ ისეთი ფეხბურთელები და ახალგაზრდები შეიკრიბნენ, რომლებიც ვერ ახერხებენ მარცხის გადატანას და ფსიქოლოგიურად აშკარად უჭირთ, სავარაუდოთ ლიგიდან გამოვარდნა ის მთავარი ფაქტორი უნდა გამოდგეს რის გამოც გუნდი უნდა ათამაშდეს, ყოველ შემთხვევაში თუ თავად ფეხბურთელების განცხადებებს დავაკვირდებით, რომელსაც ამ სტატიის ბოლოს გთავაზობთ მიხვდებით, რომ შესაძლოა ახლა მოხდეს ის რაც აქამდ ეუნდა მომხდარიყო და დარჩენილ შეხვედრებში მაქსიმალურად მოტივირებული "იუნაიტედი" ვიხილოთ.გამოსავალიც დავინახეთ - ანუ პირველ რიგში ფეხბურთელებმა რამენაირად უნდა მოახერხონ და რაც მოხდა დაივიწყონ, შემდეგი შეხვედრა გუნდს "ვულვზთან" აქვს სახლში. სხვათაშორის გონზე მოსვლა არამარტო გუნდს არამედ ფანებსაც ჭირდებათ, ამ სეზონში იყო შემთხვევები როდესაც "ოლდ ტრაფორდი" ნაადრევად იცლებოდა, თუნდაც "სიტისთან" 1:6-ის წაგების შემდეგ, იგივე ლიგაზე და ზოგადად სწორედ ლიგაზე შინ სუსტად ჩატარებული შეხვედრები გამოდგა იმის მიზეზი, რომ "იუნაიტედი" ჯგუფში ჩარჩა, სამი მატჩი და მხოლოდ ერთი მოგება, "ოცელულთან", "ბენფიკასთან" ფრე და "ბაზელთან" ფრე, ამას დაემატა სტუმრად ვერ მოგება პორტუგალიაში, "ოცელულთან" გამარჯვება და "ბაზელთან" მარცხი როდესაც გუნდს ფრეც აწყობდა, საბოლოოდ ის, რომ "იუნაიტედი" ლიგიდან გავარდა აბსოლუტურად ლოგიკური იყო, აბსოლუტურად ლოგიკურად ვერ გახდება გუნდი ჩემპიონი თუ მათ ისეთივე თამაში გააგრძელეს როგორც აქამდე თამაშობდნენ, ასე ზედმეტად თვადაჯერებული, გაცილებით დაბალ ტემპში და არაანირი ემოციებით, არადა "იუნაიტედი" სწორედ ასეთი ემოციური ფეხბურთის თამაშის გამო იმსახურებდა მილიონობით ადამიანის ყურადღებას, რასაკვირველია ყველაფერი ჯერაც არაა დაკარგული და მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ბრძოლა მხოლოდ ახლა იწყება, თუმცა მნიშვნელოვანია იმის დანახვა უკვე მომავალი შეხვედრიდან, მიხვდნენ თუ არა თავიანთ შეცდომებს ფერგის ბიჭები და შეძლებენ თუ არა ბოლოს და ბოლოს იმ თამაშის ჩვენებას რასაც გუნდი "სიტისთან" 1:6 განადგურებამდე აჩვენებდა.სერ ალექს ფერგიუსონი ცვლილებებს ალბათ შემადგენლობაშიც გააკეთებს, ჩანს, რომ გუნდს რაღაც არ გამოსდის, იყო "ნიუკასლთან" მატჩი სადაც გუნდი მთელი ძალებით უტევდა და მაინც ვერ გაიტანა, თუნდაც გუშინდელი მატჩი "ბაზელის" წინააღმდეგ უკანაკსნელ წუთებზე გუნდი მთელი ძალით ეკვეთა მეტოქის კარს, თუმცა ისე მოხდა რომ ეს უკვე ძალიან გვიანი იყო, პირველ რიგში რაც "იუნაიტედს" მოუწევს რომ დაიბრუნოს, ეს ჩვეული შედეგიანობა და ცივსისხლიანი თამაშია, თუ გადავხედავთ გუნდის სტატისტიკას დავინახავთ, რომ ბოლო ოთხ შეხვერდაში გუნდმა მხოლოდ ოთხი გოლი გაიტანა და ზოგადად თითო შეხვედრაში მხოლოდ ერთი გოლის გატანას ახერხებს, ამ ოთხ შეხვედრაში მან მხოლოდ ერთი მოიგო ერთი ფრე ითამაშა და ორჯერაც წააგო, ანუ სერ ალექს ფერგიუსონის გუნდს მოუწევს გაცილებით შედეგიანი თამაში შეტევაში რათა წარმატებას მიაღწიოს, ბოლოს გუნდმა ორი გოლი ლიგაზე გაიტანა "ბენფიკას" კარში როდესაც 2:2 ითამაშა, პრემიერლიგაში კი სულაც ბოლოჯერ ორი გოლი პირველ ოქტომბერს შეაგდო "ნორვიჩის" წინააღმდეგ "ოლდ ტრაფორდზე", როდესაც 2:0 მოიგო, მას შემდეგ გუნდი პრემიელრიგაში ერთ გოლზე მეტს ვერ იტანს შეხვედრაში, უახლოეს ტურში თუ მათ "ვულვზის" დამარცხება სურთ ალბათ მოუწევთ მინიმუმ ორი გოლის გატანაზე ფიქრი, არადა ჯანმრთელად არიან ეშლი იანგი, ლუიშ ნანი, უეინ რუნი, გამოჯანმრთელდება დიმიტარ ბერბატოვიც, ასე რომ შემდეგი, ერთი შეხედვით რიგითი მატჩი პრემიერლიგისა ძალიან ბევრ რამეს გაარკვევს, სტატიის ბოლოს კი როგორც დაგპირდით გუნდის მთავარი მწვრთნელისა და ფეხბურთელების განცხადებები გუშინდელი მარცხის შემდეგ":
"ახლა ჩვენ ევროპის ლიგაზე გადავედით და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რათა ეს ტურნირი მოვიგოთ, ზოგადად ყველა დარჩენილ ტურნირში უნდა გავიმარჯვოთ, ჩვენ ის მივიღეთ რაც დავიმსახურეთ, ბიჭებს უჭირთ ამის დაჯერება, თუმცა ეს რეალობაა, დღევანდელი რელობა და სხვა არაფერი დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ ამ რეალობად შევეგუოთ, ჩემპიონთა ლიგის საღამოებს ყოველთვის განსაკუთრებულად ველოდით, თუმცა ამ სეზონში მოგვიწევს ამ ყველაფრის დავიწყება, ამის მიუხედავად ჩვენი მიზანი ყველა იმ ტურნირის მოგებაა რომელსაც შემოვრჩით" - რიო ფერდინანდი.
"დღევანდელი დღე ყველასთვის რთულად გადასატანია - ფეხბურთელებისთვის, მწვრთნელებისთვის და განსაკუთრებით ფანებისთვის. ამის მიუხედავად არ უნდა ვიფიქროთ რომ ეს სეზონი ჩაგდებულია, ჯერ კიდევ დაგვრჩა საბრძოლი და მთელი ჩვენი გულით უნდა ვიბრძოლოთ დარჩენილ თითოეულ შეხვედრაში, "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრები იმაზე გაცილებით მეტს იმსახურებენ ვიდრე უეფას ჩემპიონთა თასიდან გამოვარდნაა". - პატრის ევრა
"ეს დიდი მარცხია, რადგან მსოფლიოში ყველაზე პრეტიჟული ტურნირიდან გამოვვარდით, მე არასდროს ვყოფილვარ ევროპის ლიგაზე ჩემს გუნდთან ერთად, ეს ნიშნავს რომ ახლა ყოველ ხუთშაბათსა და კვირას მოგვიწევს თამაში, თუმცა ეს დავიმსახურეთ, ეს ერთგვარი საზღაურია იმისთვის რაც ჩვენ გავაკეთეთ, იმედგაცურებას უნდა შეეგუო და ზოგჯერ სწორედ ეს იმედგაცრუებაა მოტივაციის საწყისი". - სერ ალექს ფერგიუსონიწყარო: "The ManchesterEveningNews"