5 მიზეზი, რის გამოც "მანჩესტერ იუნაიტედმა" მარცხი განიცადა "ბაზელთან"

"მანჩესტერს" შვეიცარიაში ქულაც კი ჰყოფნიდა იმისთვის რომ ჯგუფური ეტაპი დაეძლიათ, თუმცა "იუნაიტედი" დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოემშვიდობა, მათ მიიღეს მხოლოდ იმედგაცრუება და ტანჯვა, არ იყო შემოქმედებითი უნარის შესრულება, კონცენტრაცია და ასევე იღბალიც.


დე ხეას ცუდი გადაწყვეტილება

5 მიზეზი, რის გამოც "მანჩესტერ იუნაიტედმა" მარცხი განიცადა "ბაზელთან"


ნებისმიერი ტოპ მცველი ეყრდნობა მეკარეს, რომელიც თავისი მშვიდი თამაშით, მათ თვითდაჯერებულობას მატებს, ის უნარი, რომელსაც ედვინ ვან დერ საარი აშუქებდა თავის ეპოქაში, როგორც ჩანს, მისი მემკვიდრე დე ხეა ამ ყველაფერს ჯერ კიდევ სწავლობს. ახალგაზრდა ესპანელი ვერ ახერხებს თავის საჯარიმოში მდგომარეობის გაკონტროლებას, ის არ იყო დამაჯერებელი მაშინ, როცა "ბაზელის" ფეხბურთელები საჯარიმოში ფლანგებიდან აწვდიდნენ ბურთს. ის ხელით ცდილობდა ამ ბურთების მოგერიებას, რომლის შედეგიც ხშირად თანაგუნდელებს პრობლემებს უქმნიდა, მისი ცუდი გადაწყვეტილება იყო ასევე მოედნის ცენტრში ბურთების გაგზავნა დაბალი ტრაექტორიით, სადაც ერთხელ მარკო შტრელერს მიეცა შანსი, რომელიც მან სიამოვნებით გამოიყენა. გადაწყვეტილების სწორად მიღება მეკარეების ფასდაუდებელი უნარია. არის მცირე ეჭვი იმისა რომ დე ხეა ამას ისწავლის, მაგრამ ოთხშაბათს საღამოს მან მიიღო განსაკუთრებით მძიმე გაკვეთილი.


ცუდი ტაქტიკური მიდგომა

5 მიზეზი, რის გამოც "მანჩესტერ იუნაიტედმა" მარცხი განიცადა "ბაზელთან"


"იუნაიტედს" მოუწია ცენტრის გაკონტროლება იმ ნახევარმცველებით, რომლებიც ხელთ ჰყავდა ფერგიუსონს და მათი მეშვეობით ელოდა წარმატებას გასვლით შეხვედრაში. ამ თამაშში უეინ რუნი მარტო იყო ცენტრალურ ფორვარდად, ამასთან "ბაზელის" მიერ საკმაოდ ადრე გახსნილმა ანგარიშმა მისცა მათ თავდაჯერებულობა და ძალა საკუთარ ნახევრზე თავი კარგად დაეცვათ, სადაც ინგლისელი სიღრმეში თუ გარეთ ცდილობდა ადგილის პოვნას და ბურთის მიღებას, რათქმაუნდა, "იუნაიტედი" ჯერ კიდევ ქმნიდა მომენტებს, მაგრამ ეს იყო მხოლოდ კარგი ინდივიდუალური თამაში გიგზისა და ნაინის და არა გუნდის ეფექტური ტაქტიკური მონახაზის შედეგი. "ბაზელს" კარგად გამოუვიდა დაცვაში თამაში, მაგრამ "მანჩესტერი" ხვდება რომ მათ ეს უკეთესად შეეძლოთ, ვიდრე მათ.


ვიდიჩის ტრავმა

5 მიზეზი, რის გამოც "მანჩესტერ იუნაიტედმა" მარცხი განიცადა "ბაზელთან"


გოლი გავიდა, მოახლოვდა პირველი ნახევრის დასასრული, "იუნაიტედი" აგებდა, მაგრამ არავინ იფიქრა იმაზე რომ ისინი გამოვარდებოდნენ. "წითელი ეშმაკები" ალბათ ამას ყველაზე კარგად აკეთებენ, ვიდრე სხვა ნებისმიერი გუნდი მსოფლიოში. არასდროს დანებდე იმის იმედით რომ თამაშს შემოატრიალებ ეს მათ სისხლში აქვთ, კაპიტანთან ნემანია ვიდიჩთან ერთად, რომელიც დაცვის ხაზის ლიდერი და სულის ჩამდგმელია. მას უნდა მიეცა რწმენა გუნდისთვის, რომ შეხვედრის გადარჩენა ყოველთვის შესაძლებელია. აი რატომაც დასრულდა ყველაფერი საშინლად, როცა სერბმა მცველმა შტრელერთან შეჯახების შედეგად მუხლის ტრავმა მიიღო, ეს იყო დიდი დარტყმა გუნდისთვის. რიო ფერდინანდი, რომელიც თავისი ასაკიდან გამომდინარე დიდი ხნით ვეღარ იქნება გუნდის ძირითად შემადგენლობაში, კრის სმოლინგი, ფილ ჯონსი, ჯონათან ევანსი, უხეშად რომ ვთქვათ უბრალოდ დარბოდნენ მოედანზე, მაგრამ ვიდიჩი არის საკვანძო ფიგურა "იუნაიტედის" დაცვაში. ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ მისი ყოფნა მოედანზე ხელს შეუშლიდა თუ არა ალექსანდრე ფრეის მეორე გოლის გატანაში, მატჩის დასრულებამდე 6 წუთით ადრე, რომელიც გამარჯვების საწინდარი აღმოჩნდა, მაგრამ სერბის გავლენას და უნარს შეეძლო მარცხის თავიდან აცილება.


დაცვითი ხარვეზები

5 მიზეზი, რის გამოც "მანჩესტერ იუნაიტედმა" მარცხი განიცადა "ბაზელთან"


"მანჩესტერის" დაცვა ჯგუფური ეტაპის გასვლით შეხვედრებში იყო ძალიან არადამაჯერებელი, ისინი უფრო თავდასხმაში თამაშობდნენ კარგად, ვიდრე კარის მშრალად შენახვაზე. როცა ტურის რამოდენიმე რაუნდმა გაიარა, ნათელი გახდა ეს პრობლემები. ამან ჯგუფიდან გასვლის იმედი ნელ-ნელა გააქრო. ჯონსი და სმოლინგი მატებდნენ გუნდს ძალას თავდასხმაში, მაგრამ ყოფილმა "ფულემის" მცველმა მისცა ფრეის უფლება უკნიდან მიპარვოდა და სულ ადვილად გაეტანა გამრჯვების გოლი, სადაც ევანსიც იყო დამნაშავე, როცა მანამდე შაქირის ჩაწოდებული ბურთი ვერ მოიგერია. "იუნაიტედს" სჭირდებოდა გამოცდილი ფეხბურთელების დახმარება, თუმცა ვერც ფერდინანდმა და ვერც პატრის ევრამ შეძლეს ამის გაკეთება.


არ არის შემოქმედებითი ნაპერწკალი

5 მიზეზი, რის გამოც "მანჩესტერ იუნაიტედმა" მარცხი განიცადა "ბაზელთან"


"მანჩესტერს" ორი გზა ჰქონდა: უკან მოუხედავად შეეტია მოწინააღმდეგისთვის ან დაცვაში ჩამდგარიყო და ფრეზე ეთამაშა. ზევით აწეული მარტოდ მყოფი რუნის პიზიკური მომზადება არ აღმოჩნდა საკმარისი, მაგრამ სერ ალექსი მაინც ცდილობდა მასირებული შეტევებით "ბაზელის" დაცვის ხაზი გაერღვია. ამ მეთოდმა არ გაამართლა, იმიტომ რომ გიგზის რამოდენიმე ჭკვიანურმა გადაცემამ მხოლოდ პირველ ნახევარში გასტანა, წითლებს კი აკლდათ ვიგაც, ვინც პასს სწრაფად გააკეთებდა და მოწინააღმდეგის დაცვას სუსტ წერტილს უპოვიდა. ასევე მოედნის ცენტრში არ იყო შემსრულებელი, ვერც ფლანგებზე ხდებოდა ნორმალური შედეგის მიღწევა, ნანის და იანგის ჩაწოდებებს რუნი ვერ იღებდა, რადგან მინიმუმ ორი მაღალი მცველი მას ყოველთვის ხელს უშლიდა.
სერ ალექსმა არ შეიძინა ამ ზაფხულს გამოცდილი ფლეიმეიქერი, რასაც გულშემატკივრების მხრიდან დიდი შეშფოთება მოჰყვა, რომელთა შიშიც მთლიანად გამართლდა ოთხშაბათს განცდილ მარცხში.

წყარო: goal.com

ავტორი: zauri7   (10 დეკემბერი 2011 00:13)
#1

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 48

კომენტარები: 1247

რეგ.დრო: 16.05.2010

მორჩა, ამ შეხვედრის გახსენება აღარაა საჭირო









ავტორი: ViDa   (10 დეკემბერი 2011 00:15)
#2

ჯგუფი: Staff

სიახლეები: 439

კომენტარები: 2601

რეგ.დრო: 17.12.2010

საღოლ ავტორ









ავტორი: Acho   (10 დეკემბერი 2011 00:16)
#3

ჯგუფი: User

სიახლეები: 9

კომენტარები: 1119

რეგ.დრო: 23.05.2010

წითლებს კი აკლდათ ვიგაც, ვინც პასს სწრაფად გააკეთებდა და მოწინააღმდეგის დაცვას სუსტ წერტილს უპოვიდა - გლეიზერებოოოოო angry









ავტორი: creep   (10 დეკემბერი 2011 00:19)
#4

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 1177

რეგ.დრო: 10.11.2010

და მე 6 მიზეზი - მილიონები ???









ავტორი: chelsea_97   (10 დეკემბერი 2011 00:26)
#5

ჯგუფი: User

სიახლეები: 1

კომენტარები: 554

რეგ.დრო: 22.12.2009

შეგიძლიათ აგვისტოს დაელოდოთ მორჩა ეს სეზონი თქვენთვის.





ავტორი: rapstar   (10 დეკემბერი 2011 00:28)
#6

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 121

რეგ.დრო: 8.12.2011


ავტორი: zauri7   (10 დეკემბერი 2011 00:29)
#7

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 48

კომენტარები: 1247

რეგ.დრო: 16.05.2010

ViDa,
rapstar,
სპს ;)









ავტორი: Malboro007   (10 დეკემბერი 2011 00:30)
#8

ჯგუფი: User

სიახლეები: 8

კომენტარები: 3712

რეგ.დრო: 3.04.2010

გამტანი არ გვყავდა კარში არავინ არ ურტყავდა




ავტორი: 23ROONEY23   (10 დეკემბერი 2011 00:31)
#9

ჯგუფი: User

სიახლეები: 3

კომენტარები: 2351

რეგ.დრო: 28.12.2009

სერ ალექსმა არ შეიძინა ამ ზაფხულს გამოცდილი ფლეიმეიქერი, რასაც გულშემატკივრების მხრიდან დიდი შეშფოთება მოჰყვა, რომელთა შიშიც მთლიანად გამართლდა ოთხშაბათს განცდილ მარცხში.


ეჰჰჰჰ

chelsea_97,

არც ჩელსია წელს რამის მომგები :)

სახლში დაახურა თავზე ყველა გრანდმა და ლიგაზე ვინ უშველის?

წელს მოიგებს რეალი ან ბაიერნი









ავტორი: Malboro007   (10 დეკემბერი 2011 00:35)
#10

ჯგუფი: User

სიახლეები: 8

კომენტარები: 3712

რეგ.დრო: 3.04.2010

chelsea_97,
წელს ლიგას ვერც ჩელსი მოიგებს ფორმაში არა და ა პრემიერ ლიგის მოგების შანსი მაNჩესტერს უფრო დიდი აქვს ვიდრე ჩელსის




ავტორი: sandro_manutd   (10 დეკემბერი 2011 00:58)
#11

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 243

რეგ.დრო: 21.12.2009

chelsea_97,

თქვენთვის ხო ნათელი წერტილივით ჩანს

chelsea_97,

თქვენთვის ხო ნათელი წერტილივით ჩანს









ავტორი: armani17   (10 დეკემბერი 2011 01:06)
#12

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 368

კომენტარები: 737

რეგ.დრო: 25.04.2011

საღორ ავტორ




ავტორი: love united   (10 დეკემბერი 2011 01:07)
#13

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 52

კომენტარები: 6293

რეგ.დრო: 19.03.2010

საროლ ავტორ ძაან მაგარი სტატიაა...









ავტორი: xvedo   (10 დეკემბერი 2011 01:12)
#14

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 585

რეგ.დრო: 8.08.2010

chelsea_97,
გამახსენე როდის გავიდა ჩელსი ფინალში და ვინ მოუგოო ჩელსის? ან როდის მოიგო ლიგა ჩელსიმ? გამახსენეეე აბააა :)


chelsea_97,
გამახსენე როდის გავიდა ჩელსი ფინალში და ვინ მოუგოო ჩელსის? ან როდის მოიგო ლიგა ჩელსიმ? გამახსენეეე აბააა :)









ავტორი: Rocket Queen   (10 დეკემბერი 2011 01:15)
#15

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 63

რეგ.დრო: 20.07.2011

chelsea_97,

არც ჩელსი ეთამაშება ვარსკვლავებს რა.. ან რისი იმედი უნდა გქონდეს გასაცოდავებული ლივერპულიც კი თქვენ გიგებთ










ავტორი: zauri7   (10 დეკემბერი 2011 01:23)
#16

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 48

კომენტარები: 1247

რეგ.დრო: 16.05.2010

armani17,
love united,
გაიხარეთ 7









ავტორი: Peter Schmeichel   (10 დეკემბერი 2011 01:38)
#17

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 183

კომენტარები: 1838

რეგ.დრო: 12.09.2010



აქ ხმა მანჩესტერი-ვულვზის თამაშს მიეცით, იქნება ვეღირსოთ გმგ-ზე.CLICK




ავტორი: VanDerFan   (10 დეკემბერი 2011 01:40)
#18

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 84

რეგ.დრო: 19.03.2011

>>>> არ არის შემოქმედებითი ნაპერწკალი









ავტორი: tornike.iva   (10 დეკემბერი 2011 01:57)
#19

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 37

კომენტარები: 2200

რეგ.დრო: 14.01.2010

ავტორს მართლა ყოჩაღ!
ვიდიჩის ტრამვა არაფერ შუაშია და საერთოდაც სკოულზის ლიგიდან ბოლო თამაშის გამო არ გავარდნილვართ. ახლა, რომ ვაანალიზებ ბოლო წუთზე გათანაბრებას ისევ ჯგუფში ჩარჩენა ჯობდა. მთლიანად ჯგუფური ეტაპი ჩავაგდეთ და გვაჯობა იმან ვინც ჩვენზე გაცილებით მეტად მოინდომა... no ყველაფერი ლოგიკურად მოხდა.











ავტორი: taVerAa. man.united   (10 დეკემბერი 2011 02:00)
#20

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 1024

რეგ.დრო: 20.10.2011

ეხ რის გამო ჩავრჩით...









ავტორი: [X]ashursky   (10 დეკემბერი 2011 02:06)
#21

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 103

კომენტარები: 6664

რეგ.დრო: 30.01.2010

რა უიღბლობა კაით რააა...


1.უფარჩაკესი ცენტრ-ნახევარდაცვა
2.არასტაბილური დაცვა
3.არანაირი შემოქმედებითი თამაში









ავტორი: APeX   (10 დეკემბერი 2011 02:25)
#22

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 29

კომენტარები: 282

რეგ.დრო: 23.09.2011

ავტორს საღოლ კარგი სტატიაა !!!
ისე ჯობდა ბასელთან დაეგო მენიუს 2 - 1 და არა მერვეთფინალში რომელიმე "კარგ" გუნდთან დიდი ანგარიშით..









ავტორი: temo983   (10 დეკემბერი 2011 02:27)
#23

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 5

რეგ.დრო: 8.12.2011

მიზეზი ერთადერთიააააა!!!!! ფერგი ბებერი თვითდაჯერებული იდიოტიააა, 25 წლის მანძილზე 2 თასი და 2 ჯგუფში ჩარჩენაააააააააა! სირცხვილიაააააააა




ავტორი: chonchxi   (10 დეკემბერი 2011 02:35)
#24

ჯგუფი: User

სიახლეები: 7

კომენტარები: 1057

რეგ.დრო: 30.11.2010

საღოლ ავტორ კაი სიახლეე იყო :)))









ავტორი: achiko14   (10 დეკემბერი 2011 02:45)
#25

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 88

რეგ.დრო: 16.05.2011

აუ ვანდერ საარი რო იყო არ ვნერვიულობდი რო გოლი გაგვივიდოდა და დე ხეა რო არის გული მისკდება




ავტორი: creep   (10 დეკემბერი 2011 02:51)
#26

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 1177

რეგ.დრო: 10.11.2010

თავიდანვე ნათელი იყო რომ ამ თამაშის მომგებები არ იყვნენ რა, მე ფრე მაგრად მეგონა მარა..... გულს მიღრღნიდა თამაშამდე სულ 1-1 ,იტრიალებდა თავში, ფერგი ძაან თავდაჯერებული საუბრობდა, ცალკე ტოტალიზატორის ფაქტორი, იქ კუშები... იგ ნათელი გახდა რომ ან ნაპოლი გათეხავდა ან მანუ...ნუ მოკლედ თამაში დაიყწო და რავიცი...1-0 ზე ისე თამაშობდნენ რომ ეტყობოდათ მოგება არ უნდოდათ, ალბათ ფრის იმედი აქვთთქო ვიფიქრე და ბოლო წუთამდე მეგონა რომ 1-1 ს ითამაშებდნენ მარა....ჯანდაბას თქვენი თავი..... რაც მე ფული წამაგებინეთ იმ დღეს და რაც მანერვიულეთ უფ....









ავტორი: Great M.U   (10 დეკემბერი 2011 03:00)
#27

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 25

კომენტარები: 749

რეგ.დრო: 26.09.2011

მალადეც ავტორ : ))




ავტორი: [G][B][7]   (10 დეკემბერი 2011 03:00)
#28

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 42

კომენტარები: 1203

რეგ.დრო: 18.06.2011

კაი მორჩა აღარაა საჭირო ამის გახსენება მორჩა!
საღოლ ავტორ!









ავტორი: aleko86   (10 დეკემბერი 2011 03:04)
#29

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 42

რეგ.დრო: 1.03.2010

ევროპის ლიგის მოგებაზე მაინც იფიქრე ფერგი, იქ მაინც ვაჯობოთ სიტის.










ავტორი: halamadrid_svanchik   (10 დეკემბერი 2011 03:12)
#30

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 3

რეგ.დრო: 10.12.2011

ელ კლასიკოს პირდაპირ ეთერში წარმოგიდგენთ : SITE URL ასევე იაქტიურეთ გამოკითხვაში, ძალიან საინტერესო გამოკითხვაა.... :)





ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.