ავტორი: zauri7   14-12-2011, 22:21   ნანახია: 295 [ 10 ]
  
მატჩის ანალიზი

"იუნაიტედის" შობამდე ჩატარებული ბოლო საშინაო მატჩი აღმოჩნდა კარგი საჩუქარი გუნდის გულშემატკივრებისთვის. სერ ალექსმა მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება "ვულვერჰემფტონთან" ანგარიშით: 4:1, რომელმაც კრიტიკოსები გააჩუმა. ეს კი დაეხმარათ წითლებს "სიტისთან" ჩამორჩენა ორ ქულამდე შეემცირებინათ, რომლებმაც ორშაბათს "ჩელსისთან" "სტემფორდ ბრიჯზე" მარცხი განიცადეს.
ფერგიუსონის სიტყვებით, ფეხბურთის არსი გამოიხატება იმაში, თუ როგორ რეაგირებს გუნდი წარუმატებლობაზე ანუ ამ შემთხვევაში, ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნაზე. "მანჩესტერმა" დაამტკიცა , რომ შეუძლია უპირატესობის მოპოვება მოწინააღმდეგეზე მთელი მატჩის განმავლობაში. ნანიმ პრემიერ ლიგაში პირველად გაიტანა ორი ბურთი ერთ შეხვედრაში, რუნიმ ასევე უპასუხა ორჯერ და შეწყვიტა რვამატჩიანი უგოლო სერია "წითლებში." მეორე ტაიმის დასაწყისში სტივენ ფლეთჩერმა მინიმუმამდე შეამცირა ანგარიში, რამაც "იუნაიტედის" გულშემატკივრები ცოტა აანერვიულა, თუმცა მასპინძლებმა ისევ აიღეს ხელთ მატჩის სადავეები და აჩვენეს მართლაც საუკეთესო ფეხბურთი, მას შემდეგ, რაც "ჩელსი" დაამარცხეს 18 სექტემბერს.

როგორც მოელოდნენ, სერ ალექსმა ტრავმირებული ნემანია ვიდიჩი, ჩაანაცვლა ჯონი ევანსით, ასევე სასტარტოში დაიწყეს ანტონიო ვალენსიამ, დენი ველბეკმა. მაიკლ კერიკი კი დაუბრუნდა მოედანს დისკვალიფიკაციის შემდეგ. სტუმრებმა შეხვედრა დაიწყეს სახიფათო შეტევით მე-20 წამზე, როდესაც სტივენ ფლეთჩერმა ბურთი ააცდინა დავიდ დე ხეას კარის ფარგლებს. შემდეგ როგორც აღმოჩნდა, ეს იყო "მგლების" ერთ-ერთი უიშვიათესი შეტევა ამ შეხვედრაში, რადგან მასპინძლები მთლიანად აკონტროლებდნენ სიტუაციას.
ვალენსია და ნანი მართლაც კარგად იყვნენ მოემზადებულები ამ მატჩისთვის. მე-7' წუთზე ეკვადორელმა მარჯვენა ფლანგიდან ჩააწოდა საჯარიმოში, სადაც კერიკმა თავით ბურთი ზემოდან ოდნავ ააცდინა ჰენესის კარს, ამის შემდეგ სტუმრების მეკარემ რამოდენიმეჯერ იხსნა თავისი გუნდი, ერთხელ როცა რუნი ცდილობდა კარის დალაშქვრას, მეორე კი უფრო სახიფათო აღმოჩნდა და ჰენესმა ფეხით შეაჩერა ბურთი და ხელი შეუშალა "წითლების" 10 ნომერს წარმატებით დაებოლოვებინა კერიკის გადაცემა.

მასპინძლების ძლიერმა ზეწოლამ მე-17' წუთზე როგორც იქნა შედეგი გამოიღო: ნანიმ მიიღო ბურთი ვალენსიასგან მარცხენა ფლანგზე, გადაიწია ცენტრში და რამოდენიმე ცრუ მოძრაობის შემდეგ, ბურთი მოწინააღმდეგის მარცხენა დაბალ კუთხეში გაგზავნა. ანგარიში გაიხსნა. "იუნაიტედის" თამაშის ხარისხი კვლავ გამოსწორდა, რამაც გულშემატკივარი ძალიან გაახარა. რუნი და ველბეკი ერთად კარგად გამოიყურებოდნენ, ფილ ჯონსი კი რეგულარულად ჩნდებოდა მეტოქის ნახევარზე და ეძებდა შეტევის გზებს.
მეორე გოლი ფერგიუსონის შეგირდებმა ასევე დამსახურებულად გაიტანეს. 27' წუთზე კრის სმოლინგმა, ნანიმ და კერიკმა ძალები გააერთიანეს და მისცეს რუნის შანსი დაემთავრებინა შეტევა პრაქტიკულად იმავე პოზიციიდან, საიდანაც პირველი გოლი გავიდა, ჰენესი არ აღმოჩნდა მზად ამ დარტყმისთვის და ბურთი ისევ მარცხენა დაბალ კუთხეში შეგორდა.
"მანჩესტერი" განაგრძობდა შეტევით თამაშს შესვენებამდე, გულშემატკივრები კი ხარობდნენ გუნდის აქტიური თამაშით. მსაჯის სასტვენამდე რუნიმ კიდევ ერთხელ მოახერხა "ვულვერჰემფტონის" კარისკენ ბურთის გაგზავნა, ველბეკმა კი ნანისგან მიღებული პასით დაარტყა, თუმცა რიკოშეტის გამო აცდა მიზანს. პირველი ნახევრის ბოლოს ნანიმ ბრწყინვალე თამაშით, რამოდენიმე მოწინააღმდეგის მოტყუების შემდეგ, დარტყმული ბურთი პირდაპირ მეკარის ხელებში მივიდა.
მატჩის დაწყებისთანავე "მგლებმა" ცოტა შეაშინეს მასპინძლები. 47' წუთზე მეთიუ ჯარვისმა მარცხენა ფლანგიდან ბურთი ჩაჰკიდა "იუნაიტედის" საჯარიმოში, სტივენ ფლეთჩერმა მეორე სართულზე ევრას მოუგო ბრძოლა და ბურთი კარის კუთხეში გაგზავნა ევანსის თავს ზემოთ.
ბოლო დროს, "წითელ ეშმაკებს" დიდი კრიტიკის ტალღები ატყდებოდა თავს, ორი ტურნირიდან გამოვარდნა ცუდად მოქმედებდა გუნდზე, ახლა კი გუნდი დადგა ამოცანის წინაშე, ეყოფოდათ თუ არა გამძლეობა ამ ყველაფრის გადასატანად. და პასუხმა მოლოდინს გადააჭარბა: "იუნაიტედმა" კიდევ უფრო გააძლიერა ზეწოლა, შეტევაში ბევრად სწრაფად და მიზანდასახულად გარბოდნენ, რომელმაც მალე შედეგიც გამოიღო. 56' წუთზე ვალენსიამ გამოავლინა თავისი პროფესიონალური თვისებები, როცა მან მიიღო ჯონსისგან პასი, მარჯვენა ფლანგიდან შევარდა სტუმრების საჯარიმოში და დაბალი ტრაექტორიით გაგზავნა ბურთი კარისკენ, სადაც ნანიმ ახლო მანძილიდან ბურთი ბადეში ადვილად გაახვია და კვლავ აღადგინა ორ ბურთამდე სხვაობა.
ევანსს ჰქონდა რამოდენიმე შანსი გაეზარდა ანგარიში. და ვალენსია რომელმაც არაჩვეულებრივად წარმოაჩინა თავი ამ შეხვედრაში გააკეთა სახიფათო შეტევა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი მიზანს აცდა. 62' წუთზე ეკვადორეკი ისევ გახდა გოლის თანაავტორი, როცა ჯონსის გადაცემა მიიღო და ბრწყინვალე პასი გაუკეთა რუნის, რომელმაც შემოტრიალებით ზუსტად დაარტყა და მოწინააღმდეგეს დაუკარგა ყოველგვარი რევანშის სურვილი.

დენი ველბეკმა ვერ შეძლო ძალიან კარგი შანსის გამოყენება, თუმცაღა აიძულა მეკარე რამოდენიმე სეივი გაეკეთებინა. მოედნის მეორე ბოლოში, ოჰარამ და ფლეთჩერმა ორჯერ გამოსცადეს დე ხეა, თუმცა "იუნაიტედი" უკვე ძალიან ახლოს იყო სამ ქულასთან, რომელიც ასე საჭირო იყო ჩემპიონატში ბრძოლის გასაგრძელებლად.
79' წუთზე, ჰენესმა შეუშალა ხელი უეინ რუნის ჰეთ-ტრიკის შესრულებაში, სკამიდან შემოსულმა მაკედამ კი პირველივე მომენტი ვერ გამოიყენა. დამთავრებისას სტუმრები შეეცადნენ ეაქტიურათ, მაგრამ ევანსი კარგად მოქმედებდა. საჯარიმოდან ბურთის მოგერიების შემდეგ, ჰანტმა "წითლების" კარისკენ დაარტყა, მაგრამ პრემიერ ლიგაში დებიუტანტმა ეზეკიელ ფრაიერსმა ბურთის რიკოშეტით მოგერიება შეძლო.


ძირითადი სტატისტიკა
მატჩის ანალიზი

გასული ბურთები


წყარო: manutd.ru

ავტორი: zauri7   (14 დეკემბერი 2011 22:23)
#1

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 48

კომენტარები: 1247

რეგ.დრო: 16.05.2010

მართალია დაგვიანებით დავდე, მაგრამ არაუშავს კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ეს მატჩი ;)









ავტორი: armani17   (14 დეკემბერი 2011 22:28)
#2

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 368

კომენტარები: 737

რეგ.დრო: 25.04.2011

საღორ ავტორ




ავტორი: ChuDiiiK   (14 დეკემბერი 2011 22:32)
#3

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 14

კომენტარები: 907

რეგ.დრო: 22.05.2011

კიდევ 4 დღე რა მოიცდის შემდეგ მატჩამდე...

კარგია ავტორ მალადეც




ავტორი: zauri7   (14 დეკემბერი 2011 22:39)
#4

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 48

კომენტარები: 1247

რეგ.დრო: 16.05.2010

armani17,
ChuDiiiK,
გაიხარეთ ბიჭებო. ყველამ იცოდეთ რო პრევიუსაც მე ვდებ, თუ რაღაც სასწაული არ მოხდა :)









ავტორი: armani17   (14 დეკემბერი 2011 22:44)
#5

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 368

კომენტარები: 737

რეგ.დრო: 25.04.2011

zauri7,
OK :)




ავტორი: giorgi   (14 დეკემბერი 2011 23:11)
#6

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 342

რეგ.დრო: 21.11.2011

სგ









ავტორი: RazMa.   (14 დეკემბერი 2011 23:13)
#7

ჯგუფი: Staff

სიახლეები: 112

კომენტარები: 1313

რეგ.დრო: 8.01.2011

საღოლ! fellow მართლაც კარგი მატჩი იყოო..









ავტორი: lika   (14 დეკემბერი 2011 23:47)
#8

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 155

კომენტარები: 3706

რეგ.დრო: 20.12.2009

ეს კი მოვიუგეტ მარა ქპრ ძაან მომწონს ძაან კარგად თამაშობენ სიტისაც ძაან მაგრად ეთამაშნენ და საერთოდ კარგები არია და მეშინია მაგრამ იმედია რო მოვიგებთ. ეხა გვაქ შანსი და უნდა გამოვიყენოთ









ავტორი: bersena   (15 დეკემბერი 2011 00:31)
#9

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 307

რეგ.დრო: 4.03.2011

სრულ მატჩებს დავდებ არაა პრობლემა მარა წერს User ID invalid თუ რაღაცა თორე ყველა სრულ მატჩს დავდებ ოღონდ ფლვ ხარისხში მარა კაი ხარისხია. და იმას რატო წერს უსერ ID ინვალიდ სტატუსი უნდა?









ავტორი: taVerAa. man.united   (15 დეკემბერი 2011 20:07)
#10

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 1024

რეგ.დრო: 20.10.2011

კარგი თამაში იყო 7










ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.