
დღევანდელ მატჩში "იუნაიტედმა" აჩვენა ნამდვილი შეტევითი ფეხბურთი, რომელსაც შეეძლო ქვა-ქვაზე არ დაეტოვებინა მოედანზე, თუმცა უეინ რუნისა და მაიკლ კერიკის მიერ გატანილი ორი ბურთი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ "წითელი ეშმაკები" ბოლო ორი თვის განმავლობაში პირველად მოქცეულიყვნენ ცხრილის სათავეში. რუნიმ თავით პირველივე წუთზე შეძლო გოლის გატანა, კერიკმა კი მეორე ნახევარში მშვენიერი სოლო რეიდით მოახერხა კარის დალაშქვრა. მთლიანობაში "ქპრ"-ის მეკარემ რადეკ ჩერნიმ თავისი კარგი თამაშით იხსა გუნდი საკუთარ მოედანზე დიდი ანგარიშით მარცხს. "მანჩესტერი" მშვენივრად გამოიყურებოდა როგორც თავდასხმაში, ასევე დაცვაში, თუმცა გუნდმა ყველაზე დამაჯერებლად თავი ნახევარდაცვაში წარმოაჩინა. ჯონი ევანსი და რიო ფერდინანდი უზრუნველყოფდნენ სიმტკიცეს კარის მშრალად შენახვაში, კერიკისა და ჯონსის ტანდემი ბრწყინავდა მოედნის ცენტრში, რუნი კი შეტევაში.
სერ ალექსის გუნდმა დაიბრუნა ბერბატოვი და ჩიჩარიტო, თუმცა მან მინდორზე გამოიყვანა იგივე შემადგენლობა, რომლებმაც წინა კვირას "მგლების" წინააღმდეგ გამარჯვებაში მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრის 52-ე წამზე სმოლინგმა თავით გადააგდო ბურთი ცენტრში, სადაც რუნი იმყოფებოდა, უეინმა ბურთი მარჯვენა ფლანგზე გაგზავნა, თვითონ კი საჯარიმოსკენ გაიქცა, ანტონიო ვალენსიამ კი მშვენივრად ჩააწოდა მოწინააღმდეგის კართან, სადაც "წითლების" მე-10 ნომერმა თავით გაგზავნა ბურთი მეკარისგან დაბალ კუთხეში, ჯერჯერობით ეს არის "იუნაიტედის" ყველაზე სწრაფი გოლი ამ სეზონში. სამი წუთი არ იყო გასული როცა სტუმრებს ჰქონდათ შანსი ანგარიშის გაზრდის. რუნის დამაბნეველი პასებით, ნანიმ გადააწოდა ველბეკს "ქუიინზ პარკ რეინჯერსის" საჯარიმოში, თუმცა მეკარემ მოგერიება შეძლო.
კონოლის მძიმე შეჯახება რუნისთან არბიტრს უყურადღებობის გამო თვალთა ხედვიდან გამორჩა, ამის გამო ფერდინანდმა სიბრაზე გამოხატა და ყვითელი ბარათიც დაიმსახურა. ასევე დენი გაბიდონმაც მიიღო გაფრთხილება ვალენსიას წინააღმდეგ უხეშობის გამო. მიუხედავად ამისა ფერგიუსონის ბიჭები თავდაჯერებულები იყვნენ და ეძებდნენ გზას მეორე გოლის გასატანად. 23' წუთზე რუნიმ ველბეკი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა და მან ბურთი ბადეშიც მოახვედრა, თუმცა გვერდითმა მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. პირველი ნახევრის დამთავრებამდე "იუნაიტედმა" მოწინააღმდეგეს თავდასხმის ტალღა დაატეხა თავს, რომელსაც შეეძლო ამ მატჩში ყველანაირი ინტრიგა მოესპო.
ჯერ ევანსმა ახლო მანძილიდან თავით მოწინააღმდეგის ზემოთა ძელს გაარტყა და ააცდინა, შემდეგ ფილ ჯონსმა ჩერნისთან ერთი-ერთზე გასულმა ვერ შეძლო მეკარის დაჯაბვნა და ბოლოს, ვალენსიამ ვერ მოახერხა კარის დალაშქვრა, მას შემდეგ რაც რადეკმა გამოავლინა არაჩვეულებრივი რეაქცია, მომენტალურად დაუხვედრა მუშტი ეკვადორელის ახლო მანძილიდან დარტყმულ ბურთს და მოიგერია. ამას მოჰყვა კუთხური და ისევ მოხერხდა ევანსის შეჩერება, თუმცა ამჯერად კარის ხაზიდან ბურთი ალეხანდრო ფაულინიმ გამოიტანა. მეორე ნახევარი განახლდა საკმაოდ უჩვეულოდ, რადგან მსაჯმა მატჩი დაიწყო მანამ, სანამ დენი გებიდონი მოედანზე გავიდოდა, ჩანდა თითქოს "იუნაიტედი" აპირებდა რიცხვითი უპირატესობის გამოყენებას, თუმცა რუნის დარტყმული ჩერნის პირდაპირ ხელებში მიუვიდა.
"წითელმა ეშმაკებმა" შეინარჩუნეს შეტევითი თამაში და ეძებდნენ გზას კიდევ ერთი გოლის გასატანად, რომელიც შედგა 56' წუთზე, ავტორი კერიკი გახდა, რომელმაც გაიტანა თავისი პირველი ბურთი ბოლო 70 მატჩის განმავლობაში. მან ჯო ბარტონის მიერ დაშვებული შეცდომით ისარგებლა და მოედნის ცენტრში ჩაჭრა ბურთი, მან მსრტოდ-მსრტო მიაღწია მოწინააღმდეგის საჯარიმოს, საიდანაც გაზარდა ანგარიში, ამ მომენტში მეკარემ შეცდომა დაუშვა, თუმცა რეპუტაციის აღდგენა მალევე მოახერხა როდესაც ბრწყინვალე სეივით ველბეკის დარტყმული ბურთი საჯარიმოს ცენტრში მოიგერია, სადაც რუნიმ შეძლო ბურთის კარისკენ გაგზავნა, თუმცა ზემოდა გადააცილა.
ანგარიშის შემცირების მიზნით, უორნოკმა მოედანზე შემოიყვანა ადელ ტაარაბტი და დადლი კემბელი, ამ ორმა ფეხბურთელმა მაშინვე შეძლეს "ეშმაკების" კარისკენ დარტყმა, თუმცა შედეგი არ შეცვლილა.
ეს მომენტი შევიდა იმ ყველა იშვიათ შეტევებში, რომლებიც მასპინძლებმა ამ შეხვედრაში შექმნეს. "იუნაიტედმა" დაცვაშიც და თავდასხმაშიც მშვენივრად ითმამაშა. ახლა მათ პრემიერ ლიგაში ჩატარებულ ბოლო შვიდ მატჩში ექვსი გამარჯვება და ერთი ფრე აქვთ. კარგად ჩანს, რომ სეზონის ამ გადამწყვეტ ფაზაში "წითლები" ძალიან კარგ შედეგს აჩვენებენ.
ძირითადი სტატისტიკა
წყარო: manutd.ru