ავტორი: Lasha Manchester   5-01-2012, 23:24   ნანახია: 430 [ 24 ]
  
ფანების იმედად!


"ინგლისურ "მანჩესტერ იუნაიტედს", რომელიც ბევრი მიმომხილველის აზრით კრიზისშია მორიგი შეხვედრა არც მეტი არც ნაკლები სტუმრად "ეტიჰად სტადიონზე" ელის "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ - იმ გუნდის, რომელმაც დაუდო კიდეც სათავე ამ სეზონში "იუნაიტედის" წვალებას და ეს წვალება ახლაც გრძელდება. შეგახსენებთ რომ "ეშმაკებმა" სეზონი ძალიან კარგად დაიწყეს და ქომაგებსაც თითქოს მორიგი დაუვიწყარი სეზონი უნდა ეხილათ, თუმცა იმის შემდეგ რაც "იუნაიტედი" შინ "სიტის" შეხვდა ყველაფერი შეიცვალა. კერძოდ "ცისფერებმა" მეტოქე 6:1 გაანადგურეს და ისტორიაში ალბათ ყველაზე მტკივნეული მარცხი აგემეს. კი ამბობდნენ "იუნაიტედის" მოთამაშეები, რომ ის წაგება დავიწყებულია და ჩვენ ყველაფერს მოვახერხებთო, მაგრამ საბოლოო ჯამში ვერაფერიც ვერ მოახერხეს, თავად გადახედეთ გუნდის შედეგებს - ისინი ლიგიდან გავარდნენ, გავარდნენ ლიგის თასიდანაც, პრემიერლიგაში ფაქტობრივად მესამე ადგილზე რაინ და ლიდერს, რომელიც სწორედ "სიტია" სამი ქულით ჩამორჩებიან. ინგლისის ასოციაციის თასს კი სწორედ კვირის მატჩით იწყებენ "სიტის" წინააღმდეგ, როგორც მოგეხსენებათ გუნდი ევროპის ლიგაზე გადავიდა, სადაც ჰოლანდიურ "აიაქსს" ხვდება, თუმცა ყველაფრის მიუხედავად სეზონი ჯერ დაკარგული ამინც არაა, დაუმატეთ ამას ისიც, რომ გუნდს ზედიზედ ორი წაგება აქვს, თანაც ჯამში ექვსი გოლი გაშვებული, წაგება ბოლოადგილოსანთან და განადგურება "ნიუკასლში" - 0:3, აი ასეთ ფონზე ხვდება შეხვედრას "იუნაიტედი", შეხვედრას, რომელიც მას რას მოუტანს კიდევ არავინ იცის.

ბევრი თვლის, რომ სწორედ აქ ნაჩვენები შედეგი იქნება გადამწყვეტი ფსიქოლოგიური თვალსაზრისით "ეშმაკებისთვის". კიდევ ერთი წაგება ალბათ ამ გუნდს საბოლოოდ გატეხავს, თანაც წაგება მანჩესტერულ დერბიში და თანაც თუ ისევ დიდი სხვაობით დამარცხდა "იუნაიტედი", რაც ამ სეზონში ამ გუნდისთვის წარმოუდგენელი სულაც არაა, აი მაშინ უკვე ამ დარტყმისგან წამოდგომა ფერგის ბიჭებისთვის შეუძლებელი გახდება. გასაგებია, რომ ეს მხოლოდ ინგლისის ასოციაციის თასის პირველი რაუნდია, მაგრამ თავად ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ეს შეხვედრა უდავოდ გადამწყვეტია ორივე გუნდისთვის, განსაკუთრებით კი "მანჩესტერ იუნაიტედისთვის", გასაგებია, რომ მოტივაცია ამ გუნდს გაცილებით მეტი ექნება ვიდრე "სიტის", მაგრამ რა ვუყოთ იმ ფაქტს რომ შეხვედრა "ეტიჰადზეა", შესაბამისად უდავო უპირატესობა ქომაგების თვალსაზრისით "სიტის" ექნება და "იუნაიტედს" მორიგ ჯოჯოხეთურ გარემოში ცატარებული მატჩი ელის. რა ვუყოთ იმ ფაქტს, რომ "სიტი" დღეს გაცილებით უკეთესი გუნდია თუნდაც შემადგენლობით ვიდრე "იუნაიტედი, მოკლედ თავისი პლუსები ორივეს აქვს, ერთი ისაა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" პლუსი ისტორიულად სწორედ ის იყო, რომ თავისი მოტივაციით იგი ყველაფერს ჯაბნიდა, ფაქტია, რომ ეს მოტივაცია ამ ფეხბურთელებს, რომლებზედაც ბევრი უკვე სასაცილოდ ლაპარაკობს ნამდვილად უნდა ჰქონდეთ, მათ ნამდვილად აქვთ მსოფლიოსთვის დასამტკიცებელი ბევრი რამ.

ასე რომ რამდენად წარმოუდგენლადაც და რთულადაც არ უნდა ჩანდეს "იუნაიტედისთვის" ამ გუნდის ფეხბურთელებმა უნდა შეძლონ "სიტის" დმაარცხება. თუ "ცისფერები" ამ შეხვედრას წააგებენ ალბათ მათთვის ეს ბევრს არ შეცვლის, რადგან ეს არაა პრემიერლიგის მატჩი და უბრალოდ "სიტი" თასიდან გამოეთიშება, აქ მთავარი კვლავაც სტადიონის ფაქტორია, "სიტი" შინ თამაშობს და შინ წაგება "იუნაიტედთან" ასევე რთული გადასატანი უნდა იყოს. რასაკვირველია წაგებაცაა და წაგებაც, თუ "იუნაიტედმა" სასწაული მოახდინა და ასეთ ფორმაში მყოფმა გუნდმა დაახლოებით ისეთი რამ დამართა "სიტის" რაც პირიქით მოხდა ამ სეზონში, მაშინ ეს უკვე ძალიან ბევრ რამეს შეცვლის და უკვე ფსიქოლოგიურად დამუხტული "იუნაიტედის" შეჩერება რთული იქნება, თუმცა ეს უფრო არარეალურია. ზოგადად ფეხბურთელების კომენტარებით ჩანს, რომ გუნდს უნდა მოგება თითოეულ შეხვედრაში, "ნიუკასლთან" მატჩამდეც ბევრი საუბრობდა, რომ ისინი დაბრუნდებოდნენ, მაგრამ ეს ვერ შეძლეს, ახლა უკვე "ნიუკასლთან" მატჩის შემდეგ ასევე ისაუბრა გუნდის გამოცდილმა წევრმა რაიან გიგზმა, რომელმაც ქომაგებს გევრდში დადგომა სთხოვა, უშუალოდ "ეტიჰად სტადიონზეც" და ისეც, იქვე კი დაპირდა ქომაგებს, რომ რაც მათ ძალებს არ აღემატება ისინი ყველაფერს გააკეთებენ რათა ეს ურთულესი პერიოდი დაძლიონ და გამარჯვების გზას დუაბრუნდნენ, რაც მათ ეს ამ სეზონში ვერადავერ მოახერხეს.

გასაგებია ის პრობლემებიც რაც გუნდს შემადგენლობაში აქვს, მაგრამ გუნდში არიან ისეთი შემცვლელებიც, რომლებსაც შეუძლიათ კარგად თამაში, უბრალოდ ცალკე აღებული ყველა ფეხბურთელი ამ გუნდისა ძალიან ცუდ ფორმაშია და პრობლემაც ესაა, თავის თავს არ ჰგავს ხავიერ ერნანდესი, ცუდ ფორმაშია უეინ რუნიც, ვერც ლუიშ ნანი ბრწყინავს და შედეგად ის მივიღეთ, რომ გუნდმა "ნიუკასლს" გოლიც ვერ გაუტანა. ასე რომ პირველ რიგში ამ სამმა ფეხბურთელმა უნდა მოუმატოს, რაც შეეხება დაცვაში ალბათ "სიტისთან" ფერგი რაფაელი-ფერდინანდი-ჯონსი-ევრას ოთხეულს ათამაშებს, ანუ მოედანზე ოთხი მცველი იქნება. ზოგადად ცალკე აღებული ეს მცველები ძალიან კარგად თამაშობენ, მაგრამ ფაქტია, რომ იგივე ფერდინანდი-ჯონსის წყვილი ცენტრში საშინელებაა, ეს წყვილი იდგა "ბაზელთანაც" "ოლდ ტრაფორდზე" და იქ გუნდმა ასევე სამი გოლი გაუშვა და ეს დუეტი იდგა გუშინაც, სადაც ჯონსმა სულაც საკუთარ კარში გაიტანა გოლი, ასე რომ ამ მცველებსაც მოეთხოვებათ უკეთ თამაში, თუ "იუნაიტედს" მეტოქეის დამარცხება სურს, თითოეულმა ფეხბურთელმა უნდა მოუმატოს, რესურსი კი ნამდვილად არის, ისევე როგორც კარებში უშეცდომოდ თამაში მოეთხოვება დავიდ დე ხეას, რომლის თამაშსაც ვარაუდობენ კიდეც, მოკლედ "იუნაიტედმა" ამ სეზონში ძალიან ბევრ შეხვედრაში დაკარგა ქულები, უკვე ძალიან ბევრი შეხვედრა წააგო, წააგო დიდი სხვაობებითაც და ალბათ დრო მოვიდა რომ ეს ყველაფერი დასრულდეს, და იქნებ ეს იქ დასრულდეს საიდანაც დაიწყო კიდეც - მანჩესტერული დერბიდან.

სტატიის ბოლოს კი ზემოთნახსნები უელსელი ვეტერანის, რაიან გიგზის განცხადებას გთავაზობთ სრულად, რომელიც მან დღეს ინგლისურ პრესას საუბარში განაცხადა: "რასაკვირველია ყველა ვხვდებით, რომ გუნდში რაღაც წესრიგში ვერაა, მაგრამ მინდა ვუთხრა ჩვენს გულშემატკივრებს რომ ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ, თუმცა როგორც ჩანს ეს საკმარისი არაა, ამჯერად ორჯერ მეტად უნდა ვიმუშაოთ და ვივარჯიშოთ, აქამდე პრობლემები მხოლოდ დაცვაში გვქონდა ეს უნდა გამოსწორდეს, რაც შეეხება შეტევას, იქ ძალიან კარგი ფეხბურთელები გვყავს და მჯერა რომ "ნიუკასლთან" ვერ გატანა ბურთის შემთხვევითობა იყო, მჯერა რომ "სიტის" აუცილებლად გავუტანთ, ეს ასეც იქნება, მთავარია კარის მშრალად შენახვა და მატჩის მოკვლა შევძლოთ, რასაც ამ სეზონში ვერ ვაკეთებთ, თუ პირველ გოლს გავუშვებთ ამის შემდეგ კი ყურები არ უნდა ჩამოვყაროთ, რასაკვირველია ვხვდებით რა ატმოსფეროც იქნება იმ სტადიონზე, თუმცა მინდა ჩვენს ქომაგებს, რომლებიც იქნებიან ამ თამაშზე ვთხოვო, რომ არ მოგვაკლონ მხურვალე ქომაგობა, ეს იმ დღეს ნამდვილად დაგვჭირდება, ზოგადად კი ამ გუნდის მილიონობით ქომაგეს ვეტყვი, რომ მალე "მანჩესტერ იუნაიტედი" თამაშს აუცილებლად გამოასწორებს, შევეცდებით ეს დერბიდან დაიწყოს და გამარჯვების გზას დავუბრუნდეთ, დაკარგული ჯერ კიდევ არაფერია, სერ ალექს ფერგიუსონი სწორედ ამას გვეუბნება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რათა ერთხელ და სამუდამოდ დავბრუნდეთ".


წყარო: "The Trialfootball"

ავტორი: cotninio   (5 იანვარი 2012 23:26)
#1

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 806

რეგ.დრო: 18.07.2010

გიგზი ჯიგარია
მინდა სიტისთან ითამაშოს









ავტორი: BeEk:X   (5 იანვარი 2012 23:26)
#2

ჯგუფი: Staff

სიახლეები: 231

კომენტარები: 1456

რეგ.დრო: 19.06.2010

ნეტა სიტის მოვუგებდეთ რა საუკეთესო რეაბილიტაციის საშუალება იქნება









ავტორი: Lasha Manchester   (5 იანვარი 2012 23:27)
#3

ჯგუფი: Administrator

სიახლეები: 815

კომენტარები: 6622

რეგ.დრო: 19.12.2009

უნდა მოვიგოთ ეს თამაში! ზედიზედ მესამე წაგება კოშმარი იქნება სტატიაშიც ზუსტად ეგ წერია ანუ რატომაც უნდა მოვიგოთ და რატომაცაა ეს თამაში გადამწყვეტი, ერთი შეხედვით მხოლოდ ასოაციაციის თასის პირველი რაუნდის მატჩი მარა ჩვენთვის გადამწყვეტი!









ავტორი: temuka   (5 იანვარი 2012 23:38)
#4

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 596

რეგ.დრო: 2.06.2010

გვჭირდება რააა ახალი, ძლიერი, ჩამოყალიბებული პეხბურთელი რაც არ უნდა მოხდეს ამ ტამასში მაინც ! გუნდს სჭირდება სნეიდერი ....









ავტორი: maniu11   (5 იანვარი 2012 23:42)
#5

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 42

რეგ.დრო: 17.04.2011

გიგზი უბერებელი ლეგენდა!!!




ავტორი: Rooney1.0   (5 იანვარი 2012 23:45)
#6

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 49

რეგ.დრო: 24.09.2011

უნდა მოვიგოოთ სხვა გზა არ გვააქვს 7




ავტორი: Great M.U   (5 იანვარი 2012 23:58)
#7

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 25

კომენტარები: 749

რეგ.დრო: 26.09.2011

კარგი ხარ ადმინ-ავტორ lol




ავტორი: giga rooney   (6 იანვარი 2012 00:04)
#8

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 10

რეგ.დრო: 25.12.2011

აუუუუუ კიდე რო ვერ მოვიგოოოოტ ვსოოოოო დაგვერხევა რა recourse




ავტორი: W.rooney1   (6 იანვარი 2012 01:09)
#9

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 15

კომენტარები: 410

რეგ.დრო: 13.01.2011

წავაგებთ ....









ავტორი: [X]ashursky   (6 იანვარი 2012 01:17)
#10

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 103

კომენტარები: 6664

რეგ.დრო: 30.01.2010

მიდი ლომფხვოო :*:*:* გიგზი ძირითადში უნდა იყოს რა უეჭველი

W.rooney1,
საიდან მასეთი ოპტიმისტური განწყობა? :))









ავტორი: wereta   (6 იანვარი 2012 01:19)
#11

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 15

რეგ.დრო: 13.02.2011

არამგონია მოვიგოთ :) ფერგი ტრასნფერი გვინდაა!!!!!!




ავტორი: dachi_mu   (6 იანვარი 2012 01:24)
#12

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 1382

რეგ.დრო: 30.11.2010

ეხა თუ მოვიგეთ აუცილებლად დაგვეხმარება ეს ფსიგოლოგიურად და თუ წავაგეთ ჩათვალეთ დამთავრდა ყველაფერი ამ სეზონშიი... 3




ავტორი: Einstein MU   (6 იანვარი 2012 01:24)
#13

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 156

რეგ.დრო: 23.09.2011

ვიგებთ მე მჯერა იუნაიტედის ......... love









ავტორი: Believe10   (6 იანვარი 2012 01:35)
#14

ჯგუფი: User

სიახლეები: 1

კომენტარები: 126

რეგ.დრო: 17.09.2011

თუ ფრე ვითამაშეთ? :D









ავტორი: Lasha Manchester   (6 იანვარი 2012 01:45)
#15

ჯგუფი: Administrator

სიახლეები: 815

კომენტარები: 6622

რეგ.დრო: 19.12.2009

Believe10

გადათამაშება იქნება ოლდ ტრაფორდზე : )









ავტორი: Only Red   (6 იანვარი 2012 02:39)
#16

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 76

რეგ.დრო: 22.10.2011

ამ კაცს უნდა დაარქვან სულითა და გულით უბერებელი წითელი ეშმაკი









ავტორი: Shako Jones   (6 იანვარი 2012 04:07)
#17

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 89

კომენტარები: 2839

რეგ.დრო: 9.01.2011

ყველა იუნაიტედის ფანი უნდა მივიდეს ვინც კი გულშემატკივრობს მთელი ბრიტანეთი !!!! მიდიით !!! უნდა იყვიროთ გიჟებივით ყველამ !









ავტორი: rooney_gela   (6 იანვარი 2012 04:44)
#18

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 162

რეგ.დრო: 1.01.2012

gigzi runi parki es xalxi uechveli gvinda stadionze




ავტორი: shotkin   (6 იანვარი 2012 06:19)
#19

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 166

რეგ.დრო: 1.03.2011

ავტორ რა წვრილი შრიფტით წერია ტვალები მთკივა და ვერ ვკითხულობ , სემდეგისთვის გთხოვ გაითვალისწინე









ავტორი: love united   (6 იანვარი 2012 15:07)
#20

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 52

კომენტარები: 6293

რეგ.დრო: 19.03.2010

ეს თამაში ეტიჰადზეა ხო?..ანუ სიტის ფანები მეტნი იქნებიან?..









ავტორი: lonely   (6 იანვარი 2012 15:17)
#21

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 72

რეგ.დრო: 12.10.2011

WorLdStaRs.HosTeI.Com MsofLioS SaukeTeSo GundTa PorTaLi Da 50 Laris MoGeBis DiDi ShaNsi ]] ShemoT all :*:*
WorLdStaRs.HosTeI.Com MsofLioS SaukeTeSo GundTa PorTaLi Da 50 Laris MoGeBis DiDi ShaNsi ]] ShemoT all :*:*




ავტორი: Lasha Manchester   (6 იანვარი 2012 15:32)
#22

ჯგუფი: Administrator

სიახლეები: 815

კომენტარები: 6622

რეგ.დრო: 19.12.2009

shotkin

ადრე quotes ვუკეთებდი ხოლმე ეხლა არც ერთ სიახლეს აღარ უკეთდება და მაგიტომაა მასე სავარაუდოთ ვერაფერს შევცვლი : (









ავტორი: S.A.F.   (6 იანვარი 2012 21:00)
#23

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 2456

რეგ.დრო: 13.07.2010

იქნება გიგზი :)))) ლეგენდა :*

იქნება გიგზი :)))) ლეგენდა :*









ავტორი: assassnin234   (18 იანვარი 2012 03:32)
#24

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 25

რეგ.დრო: 17.01.2012

რა კაცებია










ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.