
"ინგლისის პრემიერლიგაში საჩემპიონო რბოლა და საჩემპიონო დაპირისპირება მაინც უფრო განსხვავებული სირთულის მოვლენაა, დიახ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მიუხედავად მერსისიადული "ლივერპულის" ამბიციებისა და იმისა, რომ ორივე მანჩესტერული კლუბი გამოთიშა ინგლისის თასის მატჩებს კონკრეტული შეხვედრების მოგებით, ეს გუნდი მაინც ვერ იბრძვის საჩემპიონოდ რაც იმის დასტურია, რომ პრემიერლიგა გაცილებით უფრო რთული და ხანგრძლივი ტურნირია ვიდრე ნებისმიერი სხვა შეჯიბრი და აქ მხოლოდ ღირსეული იმარჯვებს, "ლივერპულის" მსგავსად ვერადავერ ახერხებს საჩემპიონო გუნდის გაკეთებას ლონდონის "არსენალი", მიუხედავად იმისა, რომ გუნდს წლიდან წლამდე ემატება გამოცდილება და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მთავარი მწვრთნელი ჰყავს შედეგი მაინც ისაა, რომ "მეთოფეები" ამ სეზონშიც ვერ იბრძოლებენ საჩემპიონოდ, რეალურად კი დარჩა ორი კანდიდატი, რომლებიც იბრძვიან კიდეც ორი ცხენის რბოლაში - ორი მანჩესტერული კლუბი, რომლებიც უკვე ერთმანეთს ქულებით გაუთანაბრდნენ და შესაბამისად გადამწყვეტი ბრძოლაც პირველობისთის დაიწყო, როგორც ჩანს ამ სეზონში ქალაქი მანჩესტერი სხვა ქალაქებთან შედარებით იზოლირებულად გადაწყვეტს საჩემპიონო ბედს, ფაქტია, რომ ტიტული მანჩესტერში ჩავა, მის რომელ - წითელ თუ ცისფერ მხარეში ეს დარჩენილ 16 ტურში გამოვლინდება.ამ სეზონიდან მოყოლებული ორივე მანჩესტერული გუნდი ძალიან დამაჯერებელი თამაშით მოდის, რაც მთავარია ორივე გუნდი ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობს და შეიძლება ითქვას, რომ ასეთი დაძაბული პრემიერლიგა და რაც მთავარია ასეთი ღირსეული მოწინააღმდეგეები ბევრს არ ახოსვს, მართალია ორივე მათგანს ჰქონდა თავისი გარკვეული ჩავარდნის პერიოდები, თუმცა ამის მიუხედავად უნდა ითქვას, რომ წლევანდელი მანჩესტერული დუელი ალბათ ერთ-ერთ ყველაზე დაძაბული და სანახაობრივია, სამწუხაროა, რომ ამაში მხოლოდ ორი მანჩესტერული კლუბი მონაწილეობს, თუმცა ამით სანახაობას ნამდვილად არაფერი უშავდება, ორი შესანიშნავი გუნდი, ორი შესანიშნავი მწვრთნელი, მაგრამ ერთი ქალაქი და მხოლოდ ერთი გამარჯვებული, თუ ვინ იქნება ეს, ამის ახლა თქმა უბრალოდ შეუძლებელია. როდესაც მე ბავშვი ვიყავი და ინგლისის ჩემპიონატს ვადევნებდი თვალყურს ვიცოდი რომ გადამწყვეტი პერიოდი საჩემპიონო რბოლაში მარტის თვეში მოვიდოდა, სწორედ იქ ირკვეოდა თუ ვინ უნდა ყოფილიყო რჩეული და სწორედ იქ იწყებოდა გადამწყვეტი ბრძოლა, შესაბამისად ყველა მოუთმენლად ველოდით იმ თვის დადგომას, მაგრამ ეს სეზონი განსაკუთრებული აღმოჩნდა, აქ დავინახეთ რომ საჩემპიონო გადამწყვეტი ბრძოლა უკვე აგვისტოდან, პირველი ტურიდან დაიწყო, სადაც თითოეული შეცდომა, თითოეული დაკარგული ქულა დამღუპველია, ეს სწორედ მაშინ და სწორედ იქ სადაც ორი მანჩესტერული ტიტანია.
ინგლისის პრემიერლიგა - ეს ემოციებისა და გამარჯვებების ადგილია, არის ტურები, როდესაც ორივე გუნდი ერთნაირად წარმატებით თამაშობს, მაგრამ იყო შემთხვევები როდესაც რომელიმე გუნდი შეხვედრას აგდებდა და მაშინ მეორე კლუბი თავის შანსს ხელიდან არ უშვებდა, ნებისმიერი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებულია ის მომენტი როდესაც საკუთარი საყვარელი კლუბის გამარჯვების პარალელურად იმავე ტურში მეტოქის ფეხის დაცდენას ხედავს, სწორედ ასე მოხდა გასულ ტურში, რომელიც "იუნაიტედის" ქომაგებს ძალიან სასიამოვნოდ ეხსომებათ დიდი ხანი, მათმა საყვარელმა გუნდმა შინ "სტოკი" მშვიდად 2:0 დაამარცხა ცალი ფეხით, კარგად დაისვენა, როგორც შემადგენლობამ ასევე იმ ფეხბურთელებმა ვინც ითამაშეს, მართალია ორივე გოლი პენალტებით გავიდა, თუმცა მსაჯს თავისუფლად შეეძლო დამატებით ორი პენალტის დადება, ასე რომ ანგარიში აბსოლუტურად სამართლიანი იყო, რაც მთავარია გოლები გაიტენს სათადარიგო ფორვარდებმა და დარჩა შთაბეჭდილება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" ყველაფერი კარგად იყო, გუნდი აღმავლობის გზას ედგა, ამის პარალელურად კი ყოფილი "იუნაიტედელის" - დარონ გიბსონის გოლით "ევერტონმა" შინ "მანჩესტერ სიტი" დასცა - 1:0, ასე რომ ეს გუნდები ერთმანეთს გაუთანაბრდნენ და ფაქტობრივად ყველაფერი თავიდან იწყება, დიახ ჩემპიონატის ამ ეტაპზე, როდესაც ნახევარზე მეტი უკვე გასულია, არანორმალურად დიდი წნეხი მაგამ ამასთანავე უდიდესი სიამოვნება რომელიც შენი საყვარელი გუნდის გამარჯვებას მოსდევს - აი ის რაც პრემიერლიგის მოყვარულებს ასე ხიბლავთ."სტოკთან" შეხვედრა ამს ეზონის უდავოდ გამორჩეული მატჩი იყო, არამხოლოდ შედეგის გამო და არამხოლოდ იმის გამო, რომ გუნდმა ჩვეული დამაჯერებელი ფეხბურთი დაიბრუნა, ამის პარალელურად იხურებოდა სატრანსფერო ფანჯარა, "იუნაიტედის" მიმართ კი იყო საუბრები, მიუხედავად იმისა, რომ სერ ალექს ფერგიუსონი უარყოფდა რომელიმე ფეხბურთელის შეძენას, გავრცელდა გარკვეული ინფორმაციები, რომ "იუნაიტედის" რიგებს შესაძლოა ლუკა მოდრიჩი ან ვესლი სნეიდერი შეერთებოდნენ, საბოლოოდ ეს ასე არ მოხდა და სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს გუნდს სულ სხვა ფეხბურთელი დაემატა, ახალგაზრდა 19 წლის მცველი ფრედერიკ ვესელი, და საიდან დაემატა? დიახ სწორედ იმ გუნდიდან, რომელიც "Iუნაიტედს" უდიდეს წინააღმდეგობას და კონკურენციას უწევს, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით რომ სწორედ "იუნაიტედი" უწევს ამ გუნდს კონკურენციას, ანუ "მანჩესტერ სიტი". ვესელი "იუნაიტედში" სწორედ "სიტიდან" გადავიდა, რასაკვირველია ის ძირითადი შემადგენლობის წევრი ვერ გახდება ასე მალე, თუმცა იგივე გუნდიდან წასულ ახალგაზრდა ფეხბურთელებს თუნდაც რაველ მორისონსა და სხვა ახალგაზრდებს წარმატებულად ჩაანაცვლებს, ეს უფრო მომავალზე გაკეთებული გათვლა იყო, ასე რომ სერ ალექსმა უტრანსფეროდ მაინც ვერ მოისვენა, თანაც 19 წლის მცველი არც იხე ახალგაზრდაა, რომ ფერგი გარკვეულ მატჩებში თუნდაც უმაღლეს დონეზე ვერ ენდოს, აი ასე დასრულდა სატრანსფერო ბაზარი "იუნაიტედისთვის", საერთოდ არავინ შეუძენია მის მოსისხლე მტერ და ამ სეზონში ერთადერთ მეტოქე - "სიტის". ამის შედეგად უნდა ითქვას, რომ დღეს ამ ორი გუნდის შემადგენლობები უფრო თანაბარია, საერთოდაც თუ გადავხედავთ ტრამვირებულთა სიას, რომელიც "იუნაიტედს" ჰყავს შევამჩნევთ რომ ამ ფეხბურთელების დაბრუნების შემდეგ "იუნაიტედი" "სიტის" შემადგენლობით აღარ ჩამოუვარდება, ამ მოთამაშეების უმრავლესობა უახლოეს ტურში ლონდონის "ჩელსის" წინააღმდეგ დაბრუნდება, საერთოდაც "ალისფერ ეშმაკების" ფანებს წინ უმძიმესი თვე ელით და ამასთანავე ძალიან სასიამოვნო - "ჩელსი", "ლივერპული" და ვეროპის ლიგაზე "აიაქსი" ზედიზედ ორჯერ - აი ამ გუნდის მომავალი ოთხი მატჩი, ამის პარალელურად არანაკლებ რთული შეხვედრები ელის "სიტის", უკანაკსნელ შეხვედრაში ბევრი აღნიშნავდა, რომ გუნდი გადაღლილი ჩანდა, ბევრმა ისიც იფიქრა, რომ "სიტის" ძალა გამოელია და "იუნაიტედს" სწორედ ახლა დანებდება, მაგრამ წლევანდელი "სიტი" არ არის თუნდაც შარჩანდელი და იმის წინანდელი მეტოქეების მსგავსი, რომლებიც "იუნაიტედს" საამისო კონკურენციას ვერ უწევდნენ და სწორედ ამიტომაა რომ "იუნაიტედს" ბოლო ხუთი გათამაშებიდან ოთჯერ აქვს პრემიერლიგა მოგებული, ამ სეზონში "სიტი" მეტოქე უაღრესად დიდ წინააღმდეგობას გაუწევს და ჯერჯერობით რაც დაიწყო ჩემპიონატი "იუნაიტედი" მხოლოდ მისდევს უკან მეტოქეს, ამ გუნდების გადამწყვეტი მატჩი და როგორც ამბობენ ფინალი პრემიერლიგის, სეზონის და შეიძლება არამხოლოდ სეზონის მატჩი პრემიერლიგის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე "ეტიჰატ სტადიონზე" შედგება, რა ფორით მივლენ გუნდები იქამდე არავინ იცის, თუმცა ფაქტია რომ როგორც არ უნდა მივიდნენ ის თამაში მართლაც გადამწყვეტი აღმოჩნდება, ტიტულის ბედს "ეტოჰად სტადიონის" მატჩი პირადად გაარკვევს".
წყარო: "Manutd.com"