გუნდი ბელგრადიდან ბრუნდებოდა, სადაც ჩემპიონთა თასის მატჩი ითამაშა. "იუნაიტედი" ჩარტერული რეისით ბრუნდებოდა სახლში და სწორედ ჩარტერის გამო აღმოჩნდა მიუნხენში. თვითმფრინავი ჩამოვარდა და პირდაპირ იმ ადგილს დაასკდა, სადაც საწვავს ივსებდნენ ხოლმე თვითმფრინავები.
ეს კატასტროფა მოხდა 1958 წლის 6 თებერვალს და 8 ფეხბურთელი შეიწირა: ჯეოფ ბენტი (Geoff Bent), როჯერ ბირნი, ედი კოლმანი (Eddie Colman), დანკან ედვარდსი, მარკ ჯონსი, დევიდ პეგი (David Pegg), ტომი ტეილორი (Tommy Taylor) და ლაიამ "ბილი" უელანი (Liam "Billy" Whelan). დაიღუპა აგრეთვე სხვა 15 მგზავრი, "იუნაიტედის" თანამშრომლების უოლტერ კრიკმერის (Walter Crickmer), ბერტ უოლლისა (Bert Whalley) და ტომ კურის (Tom Curry) ჩათვლით.
თვითმფრინავმა ორჯერ სცადა აფრენა, მესამე ცდის დროს კი ასაფრენი ბილიკის გაუმართაობის გამო თვითმფრინავის სიჩქარე შენელდა და მას არ ეყო სიჩქარე ასაფრენად. ის ჩამოვარდა ასაფრენი ბილიკის ბოლოს, გაარღვია ღობე და დაუსახლებელ სახლს შეასკდა. "იუნაიტედის" მეკარე ჰარი გრეგმა (Harry Gregg) გონება არ დაკარგა, მოახერხა შეენარჩუნებინა სიფხიზლე. მან იფიქრა, რომ თვითმფრინავი ნებისმიერ წამს შეიძლებოდა აფეთქებულიყო და შეძლო ბობი ჩარლტონისა (Bobby Charlton) და დენის ვაიოლეტის გამოხსნა ქამრებიდან და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა. ცნობისათვის, ჩარლტონს "იუნაიტედის" შემადგენლობაში დებიუტი 18 თვით ადრე ჰქონდა. გუნდის 7 ფეხბურთელი კატასტროფის ადგილზევე გარდაიცვალა, დანკან ედვარდსი კი მიუნხენის ჰოსპიტალში 2 კვირა უშედეგოდ ებრძოდა სიკვდილს.
მარჯვენა გარემარბი ჯონი ბერი (Johnny Berry) გადაურჩა ავიაკატასტროფას, მაგრამ მიღებულმა ტრავმებმა არ მისცეს კარიერის გაგრძელების საშუალება.
მიუნხენელი ექიმების აზრით ბასბის გადარჩენის შანსები ნულს უახლოვდებოდა, ინგლისში მას პარაკლისიც კი გადაუხადეს, მაგრამ ის სასწაულებრივ გადაურჩა სიკვდილს და ორ თვეზე მეტი გაატარა ჰოსპიტალში, შემდეგ კი "იუნაიტედს" დაუბრუნდა.
"არსენალი" - "მანჩესტერი" 4-5. "ჰაიბერიზე" გამართული თრილერი ბოლო ინგლისური მატჩი გამოდგა "იუნაიტედის" 9 ფეხბურთელისათვის

განწირული შემადგენლობა. . . (დგანან მარცხნიდან მარჯვნივ: ედვარდსი, კოლმანი, ჯოუნსი, მორგანსი, ბობი ჩარლტონი, ვაიოლეტი, ტომი ტეოლორი, ფოულკსი, გრეგი, სკანლონი, კაპიტანი როჯერ ბირნი)

მატჩი ბელგრადის "ცრვენა ზვეზდას" წინააღმდეგ

დანარცხებული Elizabethan Airliner

როჯერ ბირნი - კაპიტანი ტრაგედიამდე

როჯერ ბირნის დაკრძალვა

კაპიტანი ტრაგედიის შემდეგ - ბილ ფოულკსი. "იუნაიტედის" პირველი მატჩი ტრაგედიის შემდეგ. ასოციაციის თასის V რაუნდში "შეფილდ უენსდეის" (Sheffield Wednesday) წინააღმდეგ

ბობი ჩარლტონი საავადმყოფოში

ბასბი ებრძვის სიკვდილს მიუნხენის ჰოსპიტალში

ბასბი გამოწერეს 17 აპრილს

ვარაუდობდნენ, რომ "იუნაიტედი" ყველა ტურნირიდან გამოვარდებოდა და ძალიან დასუსტდებოდა, თუმცა ჯიმი მერფიმ, რომელიც ბასბის არყოფნაში ასრულებდა მენეჯერის ფუნქციებს, მოახერხა და გუნდს (უფრო სწორად რაც მისგან დარჩა) კარგი ფორმა ააკრეფინა. საბოლოოდ იმ სეზონში "მანჩესტერი" ასოციაციის თასის ფინალში გავიდა, სადაც "ბოლტონ უონდერერზთან" (Bolton Wanderers) წააგო.
სეზონის დასრულების შემდეგ UEFA-მ შესთავაზა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციას, რომ ჩემპიონთა თასის გათამაშებაში ინგლისის ჩემპიონ "ვულვერჰემპტონ უონდერერზთან" (Wolverhampton Wanderers) ერთად "მანჩესტერსაც" ეასპარეზა და ამით პატივი მიეგოთ დაღუპულთა ხსოვნისათვის, მაგრამ საფეხბურთო ასოციაციამ შეთავაზება უარყო.
ტრაგედიის მომდევნო სეზონში "იუნაიტედმა" მოახერხა ბოლო ტურამდე ებრძოლა ჩემპიონობისათვის და "ვულვერჰემპტონისათვის" კუდში ედევნა, საბოლოოდ კი გუნდი II ადგილზე გავიდა, რაც არც თუ ისე ცუდი შედეგი იყო ძირითადი შემადგენლობის 9 ფეხბურთელის დამკარგავი გუნდისათვის.
მიუნხენის ტრაგედიის აღსანიშნავი მემორიალური დაფა "ოლდ ტრაფორდზე"

მიუნხენის საათი, რომელიც ოლდ ტრაფორდის ჩრდილო აღმოსავლეთით მდებარეობს

მიუნხენის ტუნელი, რომელიც ოლდ ტრაფორდზე 2008 წელს კატასტროფის 50 წლისთავზე გაიხსნა.
