ბასბის ჩვილების დაბადება და გაბრწყინება


1930 წელს მანჩესტერ იუნაიტედი ორჯერ გამოვარდა უმაღლესი დივიზიონიდან და ახლოს იყო გაკოტრებასთან. ომის დროს ოლდ ტრაფორდი საშინელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, დაბომბვის შემდეგ. ამიტომ გუნდი, თამაშებს სიტის სტადიონდზე ატარებდა. ერთი სიტყვით, ბასბი ხვდებოდა თუ რამდენი იყო გუნდში გასაკეთებელი, მაგრამ მან მაინც მოკიდა ხელი იუნაიტედს 1946 წელს. ბელშილის მოქალაქე, ყოფილი მანჩესტერ სიტის და ლივერპულის ფეხბურთელი, რომელსაც მხოლოდ ერთი ტიტული აქვს მონაგები-ინგლისის თასი 1934 წელს.

"ლივერპულს უნდოდა, რომ შეეთავაზებინა მატ ბასბის სამსახური სამწვრთნელო შტაბში, მაგრამ ბასბის უნდოდა შეექმნა თავისი გუნდი, რომელიც არცერთ სხვა გუნდს არ გავდა. ის ხვდებოდა, რომ გუნდის წარმატებისათვის და უკვდავებისათვის ახალგაზრდობა იყო საჭირო, ესე მისი ხელმძღვანელობით იყო შექმნილი "იუნაიტედის" ჭაბუკთა გუნდი.

ბასბი ყოველთვის აქცევდა ყურადღებას ახალგაზრდა ფეხბურთელებს და არა ერთხელ ათამაშებდა მათ პირველ შემადგენლობაში.

არც ისე ხანგრძლივი, მაგრამ ძალიან კარგი მუშაობის შემდეგ, იუნაიტედმა მოიგო საკუთარი პირველი ტიტული 49 წლის შემდეგ-ინგლისის თასი. რამოდენიმე წარუმატებელი სეზონების შემდეგ, იუნაიტედმა როგოც იქნა და ლიგა მოიგა 1952 წელს. ბასბი მიხვდა, რომ მოვიდა დრო ეჩვენებინა ხალხისათვის თავისი ნამუშევარი.

როჯერ ბირნი და ჯეკ ბლენკფლაუერი იყვნენ პირველი ბიჭები, რომლებიც იუნაიტედის ახალგაზრდულში მოხვდნენ. შემდეგ გამოჩნდნენ ედდი კოლმანი და ედვარდს დუნკანი, რომელმაც თავისი პირველი მატჩი 17 წლის ასაკში ჩაატარა. მაგრამ ყველა ფეხბურთელი გუნდის ახალგაზრდულიდან არ იყო. მაგალითად, 1953 წლის მარტში გუნდმა შეიძინა ცენტრალური თავდამსხმელი ტომი ტეილორი ბარნსლიდან. 1955/56 სეზონებში, მან და დენის ვაიოლეტმა არაჩვეულებრივი და ძალიან სახიფათო დუეტი შექმნეს.

გუნდის საშუალო ასაკი 22 წელი იყო.

1955/56 სეზონში გუნდმა ჩემპიონების თასზე ითამაშეს ინგლისის ლიგის თანხმობის გარეშე. პირველ მატჩში გუნდმა 10-0 გაიმარჯვა ანდერლეხტის წინააღმდეგ. იმ გათამაშებაში იუნაიტედი ნახევარფინალამე მივიდა, სადაც დაამარცხა დორტმუნდის ბორუსია და ატლეტიკო მადრიდი. მაგრამ ნახევარფინალში იუნაიტედი მადრიდის რეალთან დამარცხდა, რომელმაც საბოლოოდ მოიგო ჩემპიონების თასი.

შემდეგ, ახალგაზრდული გუნდიდან გამოვიდა ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი-ბობი ჩარლტონი. იუნაიტედმა შეძლო ტიტულის შენახვა-ტეილორისა და ვაიოლეტას ხარჯზე. მაგრამ ჩემპიონატის ბომბარდირი მაინც ლიმა ვილანი გახდა, რომელმაც იმ სეზონში 26 გოლის გატანა მოახერხა.

მაგრამ ბასბი,მიხწეულზე გაჩერებას არ აპირებდა. მას მთელი აზროვნება ჩემპიონების თასზე ჰქონდა გადატანილი და რა თქმა უნდა გამარჯვება ინგლისის ლიგაში. იუნაიტედი ისევ გაძლიერდა ახალგაზრდებით და ასევე შეიძინა გოლკიპერი გარრი გრეგი.

ის სეზონი, ბევრად სამახსოვრო არსენალისა და მანჩესტერ იუნაიტედის მატჩის გამო დარჩა, სადაც ურთულეს ბრძოლაში იუნაიტედმა 5-4 გაიმარჯვა. ის მატჩი არაჩვეულებრი ვარჯიში იყო , მეოთხედ ფინალური შეხვედრისათვის ჩემპიონების ლიგაში, "ცრვენა ზვეზდას" წინააღმდეგ.

წყარო-manutd.ru

ავტორი: zauri7   (6 თებერვალი 2012 14:21)
#1

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 48

კომენტარები: 1247

რეგ.დრო: 16.05.2010

ბასბი ყოველთვის აქცევდა ყურადღებას ახალგაზრდა ფეხბურთელებს და არა ერთხელ ათამაშებდა მათ პირველ შემადგენლობაში.


ეს გუნდის ფილოსოფიაა
love









ავტორი: anzori1023   (6 თებერვალი 2012 18:16)
#2

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 13

რეგ.დრო: 6.02.2012

love love




ავტორი: Manchester United   (6 თებერვალი 2012 20:44)
#3

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 158

რეგ.დრო: 21.01.2011

recourse









ავტორი: MANUTD GIRL   (6 თებერვალი 2012 21:00)
#4

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 945

რეგ.დრო: 8.01.2011

love love









ავტორი: rooney-nika   (6 თებერვალი 2012 22:05)
#5

ჯგუფი: User

სიახლეები: 6

კომენტარები: 349

რეგ.დრო: 4.02.2012

ბასბი ყოველთვის აქცევდა ყურადღებას ახალგაზრდა ფეხბურთელებს და არა ერთხელ ათამაშებდა მათ პ
ირველ შემადგენლობაში.

ფერგიუსონიც აგრძელებს ამ ტაქტიკას









ავტორი: love united   (6 თებერვალი 2012 23:19)
#6

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 52

კომენტარები: 6293

რეგ.დრო: 19.03.2010

ლეგენდარული გუნდი...









ავტორი: Rooney   (7 თებერვალი 2012 01:03)
#7

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 60

კომენტარები: 5241

რეგ.დრო: 7.03.2010

love მეამაყება რო ესეთ გუნდს ვქომაგობ









ავტორი: deqstera   (7 თებერვალი 2012 02:30)
#8

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 326

რეგ.დრო: 20.12.2009

ფერგიუსონი ამ ბოლო დროს მაგრად ახურებს... პოგბას რატო არათამაშებს, ან მორისონი რატო გაუშვა ვერვხდები(კინგის პრაქტიკისთვის გაშვება კიდე ხო). ქლევერლი და ველბეკი კი ცოტა ადრე უნდა დაეწინაურებინა...










ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.