
6 თებერვალი ... ეს დღე სამუდამოდ დარჩება იმათ გულებში ვინც მანჩესტერ იუნაიტედთან არის დაკავშირებული. ამ დღეს 1958 წელს, ყველაზე საშინელ დღეს, დაიღუპა 23 ადამიანი, მათ შორის 8 ფეხბურთელი და 3 გუნდის პერსონალი. ბელგრადიდან გამგზავრებისას, სადაც გუნდმა დაამარცხა "Red Star Belgrade", თვითფრინავი გაჩერდა მიუნჰენში საწვავის დასამატებლად. პირველი ორი ცდა აფრენისათვის წარუმატებლად დამთავრდა, მესამე ცდაზე კი, თვითფრინავი დაიმტვრა.
21 მგზავრი თვითფრინავში ადგილზე გარდაიცვალა. თვითფრინავის კაპიტანი კანნეტ რაიმენტი გარდაიცვალა რამოენიმე კვირის შემდეგ, მიღებული ტრავმების გამო. დუნკან ედვარდსი, ერთ-ერთი იმ 8 ფეხბურთელებთაგანი, გარდაიცვალა 15 დღის შემდეგ. ტრაგედიამ დაუვიწყარი ლაქა დატოვა იუნაიტედის ისტორიაში, როგორც ის ფაქტი, რომ სერ მატ ბასბიმ ავიაკატასტროფის შემდეგ, ისევ შეძლო ძლიერი გუნდის აშენება, რომელმაც 10 წლის შემდეგ მოიგო ევროპის ჩემპიონების თასი.
როჯერ ბერნი (28), ედდი კოლმანი (21), მარკ ჯონსი (24), დევიდ პეგგი (22), ტომი ტეილორი (26), ჯეფ ბენტი (25), ლაიემ უილანი (22), დუნკან ედვარდსი (21)- ყველა ისინი მდივნებთან უოლტერ კრიმერთან, მწვრთნელთან ტომ კარისთან და უფროს მწვრთნელთან ბერტონ უელისთან ერთად. ასევე გარდაიცვალა 8 ჟურნალისტი-ალფ კლარკი, ტომ ჯეკსონი, დონ დევისი, ჯორჯ ფოლოუზი, არჩი ლიდბრუკი, ერიკ ტომპსონი, გენრი როუზი და ფრანკ სვიფტი.
ჩვენ არასოდეს დაგივიწყებთ ... Flowers Of Manchester !
წყარო-manutd.ru