"მაშასადამე ჩემპიონთა ლიგასთან ერთად განახლდა ევროპაში მეორე ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო ტურნირი, კერძოდ უეფას ევროპის ლიგა, გუშინ გაიმართა 1/16 ფინალური წყვილების პირველი მატჩები, რომლის შემდეგაც შეიძლება ითქვას, რომ გრანდებმა და მთავარმა ფავორიტებმა წარმატებით დაიწყეს ასპარეზობა, ფავორიტებში კი პირველ რიგში ორ მანჩესტერულ გუნდს ვგულისხმობთ, კერძოდ "იუნაიტედსა" და "სიტის". ორი მანჩესტერული მოსისხლე მტერი, რომლებიც ერთმანეთს პირველობისთვის პრემიერლიგაშიც ეცილებიან, ჯერჯერობით რაც სეზონი დაიწყო ეს გუნდები ერთმანეთს ერთი მეორეს მიყოლებით ამწარებენ, თავდაპირველად "იუნაიტედმა" მოუგო ინგლისის სუპერთასზე 0:2 ჩამორჩენის შემდეგ 3:2, მოუგო "სიტის" ინგლისის თასზე და გამოთიშა იქაც ასპარეზობას, ასევე 3:2 დაამარცხა, სამაგიეროდ "სიტიმ" ერთი ისეთი მატჩი მოუგო "წითლებს", თანაც "ოლდ ტრაფორდზე", რომ ეს ამ გუნდის გულშემატკივრებს არასოდეს დაავიწყდებათ - 1:6, ეს რასაკვირველია ძალიან მძიმე გადასატანი იყო, ამის შემდეგ რასაკვირველია ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ამ ორ კლუბს შორის დაპირისპირება არ განელებულა, პრემიერლიგაში პირველზე კვლავაც "ცისფერები" არიან და "იუნაიტედი" მათ მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება, თუმცა როგორც გამოჩნდა პრემიელრიგა ის ერთადერთი ადგილი არა სადაც ეს ორი გუნდი ერთმანეთს წინააღმდეგობას და კონკურენციას უწევს, ევროპის ლიგის შეხვედრებმაც დაადასტურა რომ ისინი ერთმანეთს უკვე ინგლისის გარეთაც ებრძვიან.
ეს განსაკუთრებით "სიტიზე" ითქმის, რომელიც მეტოქეის ყველა ტურნირზე გამწარებას ცდილობს, სხვა ვერაფრით აიხსნება ამ გუნდის მთავარი მწვრთნელის - რობერტო მანჩინის განცხადებები და ქმედებები, იგი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ თუ მისი გუნდი ევროპის ლიგაზე გადავიდოდა ის უძლიერეს შემადგენლობას არ გამოიყვანდა და ამ ტურნირს სეიროზულ ყურადღებას არ მიაქცევდა, თუმცა საკმარისი იყო სერ ალექს ფერგიუსონის სიტყვები, რომ მისი გუნდი ამ ტურნირს ძალიან სერიოზულად უყურებდა და მოგებას გეგმავდა რომ უმალ სხვანაირად ალაპარაკდა მანჩინიც, რომელმაც აღნიშნა, რომ ევროპის ლიგის მოგება მათი სანუკვარი მიზანი ყოფილა, ეს გამოჩნდა "პორტოსთან" შეხვედრაშიც სადაც მანჩინიმ უძლიერესი ფეხბურთელები გამოიყვანა, რაც შეეხება "იუნაიტედს", მათ მოუწევთ ორივე ტურნირზე უდიდესი კონკურენციის დაძლევა და კვლავაც იმის დადასტურება რომ მანჩესტერი "წითელი" ტყუილად არ არის და ჯერჯერობით ეს რომ ასეა ამაზე ყველა თანმხდება. აი ასეთ დაძაბულ სახეს იღებს ამ ორი გუნდის დაპირისპირება, რომელიც თავი კულმინაციას ალბათ პრემიერლიგის მეორე წრის შეხვედრაში მიაღწევს, მითუმეტეს ორი ქულა ის სხვაობაა, რომლის ამოქაჩვაც ერთ შეხვედრაში თავისუფლადაა შესაძლებელი, "იუნაიტედი" იქ მოსაგებად ჩავა, თუმცა უმძიმესი მისიით - მეორეჯერ მოუგოს "სიტის" მისსავე მოედანზე, რომელსაც პრემიერლიგაში სახლში წაგება არ აქვს და მხოლოდ ერთი შეხვედრა ვერ მოიგო.
სამაგიეროდ მათ ისეთი რამ გააკეთეს, რომ ალბათ "იუნაიტედს" ნამდვილად დაჭირდება ყველა დარჩენილი ურთიერთშეხვედრის მოგება რათა ის კოშმარული 1:6 დაივიწყოს. საკუთარ მოედანზე მანჩესტერულ დერბიში ასეთი დამცირებული "იუნაიტედი" ბევრს არ ახსოვს ალბათ და შესაბამისად მეორე წრეში მათსავე მოედანზე "წითლები" შესანიშნავ შანსს მიიღებენ რევანშისთვის, ამას ეტამება ევროპის ლიგაზე დაპირისპირებაც, ფაქტია რომ რომელიმე მათგანს ორივე ამ ტურნირის მოგება ძალიან გაუჭირდება, რადგან არც ერთი მათGანი არაფრის დამთმობი არ არის, ჯერჯერობით "სიტის" პრემიერლიგაში აქვს მცირე უპირატესობა კერძოდ ორი ქულა და ბურთების გაცილებით უკეთესი ბალანსი, ასე რომ "იუნაიტედს" სტუმრად მოსაგები აქვს, სამაგიეროდ ევროპის ლიგაზე ფერგიმ აღნიშნა, რომ მათ ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებთ და გუნდი ამ ტურნირს მოიგებს, რასაკვირველია როგორც "ცისფერებს", ისე "წითლებს" ორივე ტურნირის მოგება სურთ, ჯერჯეორბით მიუხედავად იმ 1:6 წაგებისა წინ ამ სეზონში მაინც ალბათ "იუნაიტედია", რამეთუ მათ ერთი თასისთვის დაპირისპირება მოიგეს, კერძოდ ინგლისის სუპერთასი, რა იქნება პრემიელრიგასა და ევროპის ლიგაზე ეს არავინ იცის, როგორც მოგეხსენებათ ინგლისის თასსა და ინგლისის ლიგის თასზე ორივე მათგანი გამოეთიშა და ორივე მერსისიადულ "ლვერპულთან", ბრძოლა კი გაგრძელდება, სადაც ალბათ როგორც ერთ, ისე მეორე გუნდს გარკვეული პლუს-მინუსები გააჩნია.
თუმცა არის ერთი ფაქტორი სადაც "ცისფერებს" უდავო უპირატესობა აქვთ - ეს ფეხბურთელების ტრამვიანობაა, საქმე იმაშია, რომ ამ გუნდს არც ერთი ლიდერი არ აკლია, საერთოდ მთელი სეზონის განმავლობაში არც აგუერო, არც ბალოტელი, არც სილვა და არც იაია ტურე გუნდს არ დაკლებიან, თუ არ ჩავთვლით აფრიკის თასს, რომელიც დასრულდა და ტურე გუნდს უკვე დაუბრუნდა და დისკვალიფიკაციებს, ანუ ტრამვების შიში მათ არ აქვთ, ამის საპასუხოდ "იუნაიტედს" დღესაც აკლია შვიდი ფეხბურთელი და სულ ბოლოს გუნდმა მათი წამყვანი ფლანგელი ანტონიო ვალენსია დაკარგა ერთი თვით, ასე რომ "სიტის" ამ მხრივ გაცილებით უფრო უმართლებს ვდირე მეტოქეს, ამას გარდა ხშირი ტრამვიანობის გამო "იუნაიტედის" მოთამაშეებს უჭირთ ფორმაში ჩადგომა საკმარისია რომელიმე ფეხბურთელი ოპტიმალურ კონდიციებში შევიდეს და ის უმალ ტრამვას იღებს, ასე მოხდა ლუიშ ნანიზე, რომელსაც აშკარად ფორმა აქვს დაკარგული და ასე მოხდა ზუსტად ანტონიო ვალენსიაზე, თუმცა ამის მიუხედავად "იუნაიტედი" გრძელი სათადარიგოთა სკამით აგრძელებს ბრძოლას, რა იქნებოდა "სიტის" რომ ლიდერები თუნდაც აგუერო და სილვა დამტვრეოდა ეს არავინ იცის, თუმცა ფაქტია, რომ "იუნაიტედს" ამ პრობლემებთანაც უწევს ბრძოლა და არამხოლოდ მეტოქესთან. შემდეგი მატჩები გუნდებს ისევ ევროპის ლიგაზე აქვთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაუბრუნდებიან პრემიერლიგას, ევროპის ლიგაზე ორივემ საკმაოდ დიდი უპირატესობა მოიპოვა და ალბათ ორივემ გაინაღდა 1/8 ფინალური საგზური.
ერთმა სტუმრად "აიაქსი" დაამარცხა 2:0, ხოლო მეორემ "პორტო" 2:1, როგორც ხედავთ ევროპის ლიგის პირობაზე ორივეს საკმაოდ სეიროზული მეტოქე ჰყავდა, თუმცა ორივე ერთი თავით მაღლა იყო მეტოქეზე, ასე რომ როგორც ჩანს მსგავსად პრემიერლიგისა თუ რაიმე სენსაცია არ მხოდა ეს ტურნირიც მანჩესტერული გრანდების რბოლად გადაიქცევა, უკვე მეორე განზომილებაში, მეორე ტურნირზე. რასაკვირველია აქ შეიძლება კენჭისყრამაც შეუშალოს გუნდებს ხელი და უფრო ადრეულ ეტაპზეც შეხვდნენ მაგრამ ვიმედოვნოთ რომ ეს ასე არ მხოდება, იმასაც გეტყვით რომ 1/8 ფინალში ისინი ერთმანეთს ვერაფრით ვერ შეხვდებიან, რამეთუ "აიაქსი" - "იუნაიტედის" გამარჯვებული "ლოკომოტივისა" და "ბილბაოს" შორის გამარჯვებულს შეხვდება, ხოლო "სიტის" მეტოქე საარაუდოთ კიდევ ერთი პორტუგალიური ბარიერი "სპორტინგი" უნდა იყოს შემდეგ ეტაპზე, რომელსაც გასვლა არ უნდა გაუჭირდეს, ასე რომ მინიმუმ 1/4 ფინალამდე ორი მთავარი ფავორიტი ერთმანეთს ვერ შეხვდება მერე კი ყველაფერს კენჭისყრა გაარკვევს თუ ორივე გუნდი მივიდა ამ ეტაპზე და წესით უნდა მივიდეს კიდეც რადგან ჩანს რომ ორივე ეს გრანდი სხვა გუნდებზე ძალიან მაღლა დგანან ამ ტურნირზე ეს გუშინდელმა შეხვედრებმაც დაადასტურა, ერთის მხრივ ევროპის ლიგის ფინალს დაამშნევებდა მანჩესტერული დერბი და ალბათ ესეთი ფინალი და წყვილი ჩემპიონთა ლიგის ფინალსაც არაფრით ჩამორჩებოდა, თუმცა მეორეს მხრივ ძალიან საინტერესო იქნება თუ ეს გუნდები ერთმანეთს ნახევარფინალში შეხვდებიან და კიდევ ერთ ბრწყინვალე ორმატჩიან დაპირისპირებას ვიხილავთ, მითუმეტეს საინტერესო იქნება "სიტის" დაბრუნება "ოლდ ტრაფორდზე", სადაც მას ნამდვილი კოშმარი ელოდება, თუმცა რას გადაწყვეტს ბრმა კენჭისყრა ეს არავინ იცის, ამას მხოლოდ მომავალი გვაჩვენებს".