
ბევრი წარმოდგენის გარეშე, ჩამოგითვლით 10 მიზეზს თუ რატომ უნდა მოიგოს "წითელმა ეშმაკებმა" მე-20 პრემიერლიგის ტიტული ამ სეზონში.
გამაგიჟებელი ფორმა
1. 18 მოგებით, 4 ფრეთი და 61 გოლით 25 მატჩში, "წითელი ეშმაკუნები" გამოიყურებიან მტკიცედ, რომ მოიგონ ეს ტიტული. ვეინ რუნით რომელსაც 17 გოლი აქვს გატანილი, "მანჩესტერ იუნაიტედი" არის ფავორიტი, რომელსაც შეუძლია მიმდინარე სეზონის მოგება.
თამაშის მოტრიალების შესაძლებლობა
2. ეს არ არის ახალი ამბავი, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" შეუძლია ნებისმიერი თამაშის თავის სასარგებლოდ შემობრუნება, რაც არ უნდა მძიმე გარემო იყოს. "მანჩესტერმა" დაამტკიცა, რომ ისინი იბრძვიან თამაშის ბოლო წუთამდე. ეს ის კლუბია, რომელიც იბრძოლებს ბოლო წუთამდე გოლისთვის. ავიღოთ უახლესი მაგალითი: "ჩელსისთან" თამაში (სტეტფორდ ბრიდჯზე), სადაც "ლურჯები" "ეშმაკუნებს" ამარცხებდნენ 3-0, მაგრამ "იუნაიტედის" ფეხბურთელები არ დანებდნენ და გაიტანეს 3 გოლი მეორე ტამის ბოლოს. თუ თამაში ვერ ნახე, მაშინ აუცილებლად უყურე 1999 წლის "ჩემპიონთა ლიგის" ფინალს "ბაყერნის" წინააღმდეგ, სადაც "მანჩესტერი" აგებდა 1-0 90-ე წუთამდე და დამატებულ წუთებში გაიტანეს 2 გოლი და გახდნენ ჩემპიონები.
გრანდების უარი
3. ტიტულის ბრძოლიდან გამოვარდნილმა გრანდებმა: არსენალმა, ჩელსიმ, ლივერპულმა გარკვეული სიამოვნება მოუტანეს "მანჩესტერ იუნაიტედის" ფანებს. ლივერპული 7 ადგილზეა, ჩელსი და არსენალი კი 4 ადგილისთვის ებრძვიან ერთმანეთს. აქედანვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი გამოვარდნენ ტიტულისთვის გაშმაგებული ბრძოლიდან. უფრო მეტიც, "სიტის" არაშთამბეჭდავი ისტორია ინარჩუნებს გარკვეულ კამათს ფანებს შორის. "სიტი" არის პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილის თავში, ამის მიუხედავად "წითელი ეშმაკების გზა ხსნილია.
უმაღლესი კლასის ფეხბურთელები
4. თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, თუ რა ძალა არის ბერბატოვი და ნანი როგორც შემცვლელი. რაიან გიგზი, რიო ფერდინანდი, ვეინ რუნი, ჩიჩარიტო ...-თუ ასეთი ფეხბურთელები გყავს ძირითად შემადგენლობაში, ესეიგი გარანტირებული გაქვს მინიმუმ 1 ან 2 თასი სეზონში.
ჯანმრთელი და ნიჭიერი ახალგაზრდობა
5. უმაღლესი კლასის ფეხბურთელებს ემატებათ რამოდენიმე ახალგაზრდა, მაღალი ხარისხის მოთამაშე და ნიჭიერი ფეხბურთელები. სანამ ველბეკი და იანგი აოცებს გულშემატკივრებს, თვალში მოხვდა მეკარე დავიდ დე ხეაც. რამოდენიმე შეცდომის მიუხედავად, მან უკვე დაიწყო თავისი პროგრესის ჩვენება მოედანზე. რა თქმა უნდა, ის სწავლობს ძალიან სწრაფად სერ ალექს ფერგიუსონის მეთვალყურეობის ქვეშ!
კლუბის მდიდარი ისტორია
6. რეკორდებით, ტიტულებით და მდიდარი ისტორიით "მანჩესტერ იუნაიტედი" აუცილებლად გაზრდის ახალ მებრძოლებს კლუბისთვის. მათ უნდა დააფასონ ტედი შერინგემის, ოლე გუნარ სოლშაერის, ჯორჯ ბესტის, ერიკ კანტონას, დევიდ ბექჰემის და ბობი ჩარლტონის წვალება ამ კლუბისთვის. ეს არ იქნება აღმატება იმისი, რომ ვთქვათ ახალ ფეხბურთელებზე, რომ ისინი შექმნის მომენტში უკვე არიან შემდგარი ლეგენდები.
სერ ალექსის წინამძღვრობა
7. ერთი რამ, რაც უნდა წარმოთქვა, როდესაც ნახულობ "მანჩესტერ იუნაიტედის" გუნდს, ეს არის მასწავლებელი და მისი მოწაფეები. დიახაც, სერ ალექს ფერგიუსონი არის საუკეთესო მენეჯერი. როდესაც შენ უყურებ კაცს, რომელიც ზის სკამზე მოდუნებულად და ღეჭავს კევს, შენ გარანტირებული ხარ იმაში, რომ "მანჩესტერი" იმ თამაშს ოიგებს. ფერგიუსონი არ ასწავლის ჭკუას მოედნის მიღმა თავის შეგირდებს, როგორც სხვა მწვრთნელები. ეს მისი თვისება გხიბლავს შენ და გათქმევინებს, რომ: აი ეს არის მართვის ეფექტურობა!
დიდი დისციპლინა
8. თუ, ბოსი არის დისციპლინირებული, შეუძლიათ მოსწავლეებს იყვნენ ბევრად უკან? მხოლოდ და მხოლოდ 2 წითელი ბარათი მთელი სეზონის განმავლობაში ბევრს გვეუბნება სერ ალექსზე, თუ როგორ დისციპლინირბულია იგი. კაცი ყოველგვარი მოთმინების გარეშე. ფერგიუსონი არის თავკაცი, რუნი კი შემსრულებელი, მას გაუკეთებია სასწაულები მისი ეგიდის ქვეშ.
ხალხის მიზიდულობა
9. პრემიერლიგის კლუბებს შორის "მანჩესტერ იუნაიტედს" ყავს ყველაზე მეტი ფანი ინტერნეტში. ევროპაში ისინი მესამენი არიან. ამის მიუხედავად "წითელ ეშმაკებს" ჰყავთ ძალიან ბევრი ფანი, რომლებიც არიან სხვადასხვა ქვეყნიდანაც. და რატომაც არა? თქვენ ყოველთვის იქნებით მიდრეკილები გუნდისკენ, რომელსაც ჰყავს ესეთი ფეხბურთელები და გასაოცარი მწვრთნელი!
ჩემი სიყვარული ამ კლუბის მიმართ
მე ვარ ნამდვილი "წითელი ეშმაკი" გულით, მე ყოველთვის ვიყავი უდიდესი ფანი "მანჩესტერ იუნაიტედისა" იმ დროიდან, როდესაც მე ფეხბურთში მეტნაკლებად გავერკვიე. ფეხბურთს ჩემთვის არ აქვს აზრი "მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის გარეშე!!!