"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგუსონმა თქვა, რომ კლუბი ამ ტრანსფერით არ მიდიოდა რისკზე, ფედერიკ ვესელისთან კონტრაქტის გაფორმებით, 10 დღის წინ.
"სინამდვილეში ეს იყო დაუგეგმავი ტრანსფერი. ერთ-ერთმა სკაუტმა შემატყობინა, რომ "მანჩესტერ სიტიმ" უარი თქვა გაეფორმებინა კონტრაქტი ერთ-ერთ შვეიცარიელ მოთამაშეზე, რომელსაც ჩვენ თვალყურს ვადევნებდით რამოდენიმე წლის წინ."
"ჩვენ არაფერს ვკარგავდით. გადავწყვიტეთ გაგვეფორმებინა კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დამთავრებამდე, რომ გაგვეკეთებინა რაღაც დასკვნები მის თამაშთან დაკავშირებით. საბედნიეროდ, ფედერიკი თავს კარგად ართმევს დავალებულ საქმეს."-თქვა ფერგუსონმა.
წყარო-RedEvils.ru